საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/233; 18.10.2018) საქართველოს კანონის პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი
ნომერი
#18166/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-29
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

წერილი
18166-3-9-3-201810261555 N 18166 26/10/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება ჩემს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ (073/233; 18.10.2018) დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, ვინაიდან კანონპროექტებით წარმოდგენილი ცვლილებებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საქართველოს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე ზედამხედველობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცების ვადად, ასევე, საქართველოს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე საზედამხედველო პროცედურების მარეგულირებელი მუხლების ამოქმედების ვადად 2019 წლის 1 იანვრის ნაცვლად, განისაზღვრა 2018 წლის 5 ნოემბერი. პატივისცემით, დავით სონღულაშვილი