საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-29
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
წერილი
N 18188
26/10/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის
პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018წ.)
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი.
კანონპროექტის
პირველი
მოსმენით
განხილვის
ვადა
წამყვანი
კომიტეტისთვისაა 2018 წლის 15 ნოემბერი, ხოლო სავალდებულოსთვის პირველი
ნოემბერი.
სავალდებულო კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N18120
25/10/2018), რათა დამატებითი კონსულტაციების გასამართად და პოზიციების
შესაჯერებლად კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2878/19
25-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის
პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018წ.)
კანონპროექტის მიხედვით, ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული
ცხადდება დასჯადად და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა. პირველ
შემთხვევაზე 500 ლარი, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის - 1500
ლარი.
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის
განსაზღვრულია 2019 წლის 7 მარტი, ხოლო სავალდებულოსთვის - 26 თებერვალი.
კანონპროექტზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების
მიზნით მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტზე განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი
თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge