2018 წლის 14-18 ოქტომბერს ჟენევაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (გიორგი ვოლსკი, გიორგი ხატიძე) მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-31
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
წერილი
18355-3-9-3-201810301923
N 18355
30/10/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით 14-18 ოქტომბერს, ჟენევაში გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის
ასამბლეაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
(IPU)
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი
მივლინების თარიღი
მივლინების მიზანი
ღონისძიების თემა
დელეგაციის
შემადგენლობა
აქტივობები
ჟენევა, შვეიცარია
14-18 ოქტომბერი
მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეაში
პარლამენტის ხელმძღვანელობის როლი მშვიდობისა და განვითარების
ხელშეწყობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ერაში
გიორგი ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი ხატიძე - ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
გივი მიქანაძე - პარლამენტის აპარატის უფროსი;
ირაკლი ბროკიშვილი - საპარლამენტთაშორისო კავშირში მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციის მდივანი.
2018
წლის
14-18
ოქტომბერს
ჟენევაში,
შვეიცარიაში,
გაიმართა
საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 139-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც
მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის
ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 750-მდე პარლამენტის
წევრი, მათ შორის 55-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა.
„პარლამენტის ხელმძღვანელობის როლი მშვიდობისა და განვითარების
ხელშეწყობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ერაში“ - ამ
თემის გარშემო გაიმართა პოლიტიკური დებატები ასამბლეაზე. საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართა
შეკრებილ
საზოგადოებას
და
საქართველოში
ინოვაციებისა
და
ტექნოლოგიების შესახებ არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.
დებატები ასამბლეაზე 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ქართული
დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები განხილვებში თემის
გარშემო.
საქართველოს
დელეგაციამ
ორმხრივი
შეხვედრა
გამართა
საპარლამენტთაშორისო
კავშირის
გენერალურ
მდივანთან,
მარტინ
ჩუნგონგთან. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების
შესახებ ისაუბრეს, მათ შორის საუბარი შეეხო ახალგაზრდა პარლამენტართა
მსოფლიო ფორუმის 2020 წელს საქართველოში ჩატარების საკითხს.
ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმის
შეხვედრა. შეხვედრაზე დელეგაციის წევრმა, გიორგი ხატიძემ სიტყვით
მიმართა მონაწილეებს და ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი ხატიძემ, ფართო ფორმატში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი
საქართველოს მზადყოფნას, 2020 წლის გაზაფხულზე უმასპინძლოს
ახალგაზრდა
პარლამენტართა
მსოფლიო
ფორუმს,
რომელიც
საპარლამენტთაშორისო კავშირის ეგიდით ტარდება.
ასამბლეის ფარგლებში, ასევე, გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირისა და
პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) ერთობლივი
შეხვედრა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხატიძემ და
აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე
მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პარლამენტის საზედამხედველო
ფუნქციის თემაზე იმსჯელეს.
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
| საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
გიორგი ხატიძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში
საკონსტიტუციო
ცვლილებების
შედეგად
პარლამენტის
ფუნქციის
გაძლიერების თაობაზე ისაუბრა. მათ შორის, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო
ცვლილებების შედეგად პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებსა და
მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხს.
პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში
საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების პროცესში
ძლიერი აპარატის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. მათ შორის,
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს
გაძლიერებასა (მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების ანალიზის
თვალსაზრისით) და რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმის
დანერგვაზე.
ASGP
პარლამენტების
გენერალური
მდივნების
ასოციაციის
შეხვედრები,
ტრადიციულად გაიმართა ასამბლეის პარალელურად. საქართველოს
პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, აქტიურად მონაწილეობდა
ასოციაციის შეხვედრებში, რომლის მუშაობაში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის
პარლამენტის აპარატის უფროსი მონაწილეობდა.
გივი მიქანაძე კოლეგების წინაშე პრეზენტაციით წარდგა და მათ ღია
მმართველობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში განხორციელებული
რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასოციაციის
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც ქვეყნებში საკონსტიტუციო ცვლილებები
განიხილებოდა, გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და
დეტალურად გააცნო საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო
რეფორმების შედეგები, ასევე, საუბარი შეეხო საპარლამენტო კონტროლისა და
ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერების საკითხს. მან კოლეგებს გააცნო
საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით დაფუძნებული
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატებს შორის
გაფორმებული მემორანდუმისა (თბილისის მემორანდუმი) და დაფუძნებული
ქსელის თაობაზე. დეტალური ინფორმაცია იქნა გაზიარებული ქსელის
მიზნებისა და აქტივობების, აგრეთვე უახლოეს პერიოდში დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრების პარალელურად, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა
ორმხრივი შეხვედრები გამართა ირანელ, თურქ, ტაილანდელ, სომეხ და
უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკთა, რომელთანაც პარლამენტების
აპარატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მოამზადა ირაკლი ბროკიშვილმა
2018 წლის 22 ოქტომბერი
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
| საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება