„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 402) მე161 მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უფლებამოსილია
აირჩიოს სტიპენდიატები.“
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81–85 პუნქტები:
„81. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად
აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო
ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო
ნაშრომების ავტორია.
82. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად
აირჩევა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში და მისი ასაკი 50
წელს არ აღემატება. პირი აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და
იგივე პირის აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიის
სტიპენდიატის
არჩევის
წესი
აკადემიის
წევრ-
განისაზღვრება აკადემიის წესდებით.
8 3.
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
კორესპონდენტებისა და აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა ათს არ უნდა
აღემატებოდეს.
8 4.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს
ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 900 ლარის ოდენობით.
85. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ამ
მუხლის
84 პუნქტით
გათვალისწინებული
სტიპენდია
შეუწყდება
საქართველოს
მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში
სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს
კანონის დღეს არსებული რედაქციით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას
არ
აქვს
განსაზღვრული
უფლებამოსილება
სტიპენდიატების
არჩევასთან
დაკავშირებით. 2016 წლის 24 ივნისს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის შესახებ“ განხორციელებული ცვლილებებით საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნულ აკადემიას მიენიჭა უფლება აირჩიოს სტიპენდიატები, თუმცა ეს არ
ვრცელდება
საქართველოს
სოფლის
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეურნეობის
მეცნიერებათა
მეცნიერებათა
აკადემიის
აკადემიაზე.
ეფექტური
საქმიანობისთვის აუცილებელია ორგანიზაციას მიეცეს სტიპენდიატების არჩევის
შესაძლებლობა. კანონის მიღება გააუმჯობესებს საქართველოს სოფლის მეცნიერებათა
აკადემიის მუშაობას და სამეცნიერო პოტენციალს, ხელს შეუწყობს აგრარულ სფეროში
საქართველოში წარმოებული კვლევითი სამუშაოების კოორდინაციას და კვლევის
შედეგების პრაქტიკაში დანერგვას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია საკანონმდებლო ნორმის შექმნა, რომლის
საფუძველზეც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისთვის
შეიქმნება ინსტიტუციური საფუძველი სტიპენდიატების არჩევისათვის, რითაც
უზრუნველყოფილი
იქნება
ნიჭიერი
სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერა
და
ახალგაზრდა
საქართველოს
მეცნიერებისათვის
სოფლის
მეურნეობის
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაში ჩართვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი
განსაზღვრავს
საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის მიერ სტიპენდიატების არჩევის და მათი ანაზღაურების წესს.
კანონპროექტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
მიერ
გრძელვადიანი
კორესპონდენტთა
სამეცნიერო
ინსტიტუტის
სტიპენდიების
სტიპენდიანტთა
დაწესებას
ინსტიტუტით
და
წევრ-
ეტაპობრივ
ჩანაცვლებას, ვინაიდან მოქმედი კანონის თანახმად, წევრ-კორესპონდენტების არჩევა
აღარ ხდება. პროექტის მიხედვით, წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიანტთა
საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.
პროექტის თანახმად, აკადემიის სტიპენდიანტად შეიძლება არჩეულ იქნას
დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის
მქონე პირი, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო
ნაშრომების ავტორი. აკადემიის სტიპენდიანტის არჩევისას, მისი ასაკი არ უნდა
აღემატებოდეს 50 წელს, იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობდეს
საქართველოში. სტიპენდიანტი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის
სტიპენდიანტად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. აღნიშნული წესი ანალოგიურია
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის დადგენილი ნორმებისა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გაწევას, ვინაიდან სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემია
ფინანსდება
საქართველოს
სახელმწიფო
სოფლის
ბიუჯეტიდან.
მეურნეობის
კანონპროექტის
მეცნიერებათა
მიხედვით
აკადემიის
წევრ–
კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების რაოდენობა ათს არ უნდა აღემატებოდეს.
დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 4 წევრ–
კორესპონდენტია. შესაბამისად სტიპენდიატად შესაძლებელია არჩეულ იქნეს 6 პირი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ზრდას არაუმეტეს 64 800 ლარით, რაც მოიცავს 6 სტიპენდიატის
არჩევის შემთხვევაში მათთვის 900 ლარიანი ხელფასის განსაზღვრას. ანალოგიური
იქნება ხარჯების მოცულობა 2020-2022 წლებისთვის. დღევანდელი მონაცემებით,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 4 წევრ-კორესპონდენტია, რომლებიც
მუდმივად არიან არჩეულნი, რომელთა ხელფასის ოდენობა განსაზღვრულია 900
ლარით. შესაბამისად, მათი ჩანაცვლება არ გამოიწვევს ხარჯების დამატებით ზრდას.
კანონით
განისაზღვრება
წევრ-კორესპონდენტებისა
და
სტიპენდიანტების
მაქსიმალური ჯამური რაოდენობა, რომელიც ათს არ უნდა აღემატებოდეს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის სტიპენდიანტისათვის ანაზღაურების დანიშვნა თვეში არანაკლებ 900
ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს;
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ
დანელია, გია ჟორჟოლიანი;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები:
ოთარ დანელია, გია ჟორჟოლიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 161. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი,
ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება სრული
ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფო დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ
მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლევითი
სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იხილავს და აფასებს
აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი
ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ
სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და
შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები –
დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დანიშნულება და
ამოცანები, მისი უფლებები, მართვა, სტრუქტურა და წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება
აკადემიის წესდებით, რომელსაც იღებს და ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემია.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ,
მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ, საქმიანობას.
5. სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის იმ აკადემიკოსებსა და წევრკორესპონდენტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე
ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი, ამასთანავე, ამ კანონის მიღებამდე მოქმედი აკადემიკოსის
გამოთავისუფლებულ ადგილზე ამ კანონის მიღებამდე არსებული წევრ-კორესპონდენტის
არჩევის შემთხვევაში იგი ღებულობს აკადემიკოსის ანაზღაურებას.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრკორესპონდენტს მთელი სიცოცხლის
განმავლობაში ენიშნებათ ყოველთვიური ანაზღაურება შესაბამისად არანაკლებ 1400 და 900
ლარისა.
7. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის დაკარგვის ან
საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს უწყდებათ
ყოველთვიური ანაზღაურება.
8. თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი
ან წევრ-კორესპონდენტი იმავდროულად არის ან გახდება საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის წევრი, იგი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ერთი დაწესებულებიდან.
9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე სახელმწიფო
კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემია
ხელმძღვანელობს
საქართველოს
კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ მუხლითა და აკადემიის წესდებით. 11.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა
(აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა არ აღემატება ოცდაათს. ამ კანონის ამოქმედებიდან
წყდება
საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
მეცნიერებათა
აკადემიაში
წევრკორესპონდენტების არჩევა.