„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი
ნომერი
#07-3/238/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010110020.05.001.017881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. განსაკუთრებულ შემთხვევებში ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად დასახლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხს საბჭოს წარდგინებით წყვეტს საქართველოს მთავრობა. 8. განსაკუთრებული შემთხვევების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია განსაკუთრებულ შემთხვევებში არსებული ეკონომიკური, დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად დასახლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზღვის დონიდან შესაბამისი სიმაღლის მიუხედავად მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი ენიჭებათ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს. კანონის აღნიშნული ჩანაწერის არსებობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მითითებულ ტერიტორიებზე ზოგიერთი დასახლებება ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ ჰიფსომეტრიული სიმაღლის მოთხოვნებს (1500 მეტრი და მაღლა; 800 მეტრი (გამონაკლის შემთხვევაში 800 მეტრამდე), თუმცა ამ ტერიტორიებზე მდებარე დასახლებებში განსაკუთრებით გამწვავებული იყო მიგრაციული პროცესები და ეკონომიკური მდგომარეობა. კანონში არსებული ამ გამონაკლისის არსებობა იწვევს მოსახლეობის ჩაყენებას არათანაბარ მდგომარეობაში. კერძოდ, საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ხევის, მთიულეთის, გუდამაყრის ხეობის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ლეჩხუმისა და რაჭის მსგავსად არის გამწვავებული მიგრაციული პროცესები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ შეღავათებით, როგორითაც მითითებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები. აღნიშნული კი იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, განსაკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს წარდგინებით საქართველოს მთავრობისთვის ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად დასახლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების უფლებამოსილების დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში და მას ემატება მე-7 და მე-8 პუნქტები. დამატებული პუნქტების თანახმად, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება განსაკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს წარდგინებით ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად დასახლებას მიანიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. განსაკუთრებული შემთხვევების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 1 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ნაერთი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას 2019 და შემდგომ საშუალოვადიან პერიოდში, რაც დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მოქმედი რეგულაციით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სოციალური შეღავათებით, ასევე საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა დასახლებებიც შეძლებენ აღნიშნული შეღავათებით სარგებლობას. ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თუ რამდენი დასახლება შეძლებს აღნიშნული სტატუსით სარგებლობას და ასევე ამ დასახლებაში არსებული ბენეფიციარების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 2019 და შემდგომ საშუალოვადიან პერიოდში, რაც დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შემდეგ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები შეძლებენ კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობას. ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თუ რამდენი დასახლება შეძლებს აღნიშნული სტატუსით სარგებლობას და ასევე ამ დასახლებაში არსებული ბენეფიციარების რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთათვის, რომლებიც დააკმაყოფილებენ ამ კანონითა და მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და მიენიჭებათ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,ს მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. ან სხვა სახის 2 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღებება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საქართველოს ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი კახაბერ ოქრიაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი კახაბერ ოქრიაშვილი 3 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. მაღალმთიანი დასახლების სტატუსთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება 1. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს. 2. ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა. 3. დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის ფორმით. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას საბჭოს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. [ 4. დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოს სათანადო შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე) ] 5. ეს კანონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებზე გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. 6. თუ დასახლების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ისტორიულგეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხის დადგენა შეუძლებელია, დასახლების ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხს საბჭოს წარდგინებით წყვეტს საქართველოს მთავრობა.