საქართველოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, აკაკი ზოიძის და თამარ ხულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (07-3/224; 13.09.2018) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#18539/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

წერილი
N 18539 02/11/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის N195/6 გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს, დაევალა საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, აკაკი ზოიძის და თამარ ხულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და საქართველოს კანონის პროექტების: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/224; 13.09.2018) განხილვა. დამატებითი კონსულტაციების გავლის მიზნით, გთხოვთ ზემოაღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, განხილვის ვადის ბოლო დღიდან (12 ნოემბრიდან) 1 თვით გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა. პატივისცემით, აკაკი ზოიძე თავმჯდომარე