საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/246; 20.08.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#18566/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

წერილი
N 18566 05/11/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N18475, 01.11.2018), რომ ესაჭიროება დამატებითი დრო კონსულტაციებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/246; 20.08.2018) საქართველოს კანონის პროექტის სავალდებულო კომიტეტზე განსახილველად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 1 თვით. ირაკლი კოვზანაძე თავმჯდომარე