საქართველოს მთავრობის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (N07-2/251, 13.09.2018) გაწვევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.11.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#16726/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-05
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

წერილი
*GOV91800036177* 02/11/2018 GOV 9 18 00036177 კანონპროექტების პარლამენტიდან გამოთხოვა საქართველოს პარლამენტს გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი კანონპროექტების (№30261; 13.09.2018) გამოთხოვის თაობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 ნოემბრის №2056 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 13.09.2018; №30261). საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე