„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 26 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-12
ბიუროს ნომერი 211
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მაღალმთიანი
რეგიონების
განვითარების
შესახებ“
საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი:
010110020.05.001.017881) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
დანამატის - საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35
პროცენტის - მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვის,
რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, დანამატის - შრომის ანაზღაურების
არანაკლებ 35 პროცენტის - მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, მუნიციპალიტეტის
ან/და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ
დაფუძნებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში
დასაქმებული
პირებისთვის,
რომლებთანაც
გაფორმებულია
შრომითი
ხელშეკრულება,
დანამატის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის - მიცემას; მაღალმთიან
დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის - შრომის
ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის - მიცემას. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის
სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის
განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს
შესაბამის სახელმწიფო პროგრამას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული
სოციალური
შეღავათები
არ
მოიცავს
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს და
შემოიფარგლება მხოლოდ ამავე დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლებით, რაც
არასაკმარისია.
მნიშვნელოვანია,
რომ
სოციალური
შეღავათი
გავრცელდეს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირზე. ამასთანავე,
აუცილებელია, რომ იგივე შეღავათი გავრცელდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის
განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე.
დღევანდელი რედაქციით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში) მე-2 პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი ითვალისწინებს დანამატის - შრომის ანაზღაურების
არანაკლებ 35 პროცენტის მიცემას პირთა შეზღუდული წრისთვის, რაც სრულად ვერ
უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება
შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები,
რომლებთანაც
აღზრდის
გაფორმებულია
განათლების
შრომითი
ხელშეკრულება,
განმახორციელებელ
ადრეული
დაწესებულებებში
და
სკოლამდელი
დასაქმებული
პირები,
რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც მიღებული იქნა 2016 წლის 08 ივნისს, აღმზრდელებს
მიენიჭათ
პედაგოგის
(აღმზრდელ-პრედაგოგი)
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
სოციალური შეღავათი გავრცელდეს მათზეც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
სტატუსი.
ლოგიკური
მასწავლებლებისათვის
იქნება,
რომ
განკუთვნილი
კანონპროექტის მიზანია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის არსებული რედაქციის დახვეწა, რაც უკეთ მოემსახურება კანონით გათვალისწინებულ
მიზანს - მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა,
ცხოვრების დონის ამაღლება, დასაქმების ხელშეწყობა, აგრეთვე სოციალური და ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესება.
მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში არსებობს კვალიფიციური კადრების
მოზიდვისა და შენარჩუნების სერიოზული პრობლემა. სოციალური შეღავათით მოსარგებლე
პირების წრის გაზრდა პირდაპირ შეუწყობს ხელს, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და
შენარჩუნების პრობლემის გადაჭრას, აღნიშნული დაწესებულებების
ფუნქციების უკეთ
განხორციელებას
რაც
და
ამით
მოსახლეობის
ადგილზე
დამაგრებას,
ქვეყნისთვის
სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (სოციალური შეღავათები
მაღალმთიან დასახლებაში) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატება ზოგადსაგანმანათლებლო და
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა
ის წრე, რომლებიც დღესდღეობით ვერ სარგებლობენ იმ შეღავათით, რითაც სარგებლობს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი. ესენია ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი, აგრეთვე ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული ის პირები,
რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფის აუცილებლობას სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, როგორც 2019 წელს, ასევე
საშუალოვადიან (2020-2022) პერიოდში. ის პირები, რომლებიც მიიღებენ 35%-იან სახელფასო
დანამატს საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხდიან გაზრდილი შემოსავლის 20%-ს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რის შედეგადაც საჭირო
გახდება წელიწადში დაახლოებით 5.000.000 ლარის გამოყოფა, კანონპროექტის ბენეფიციარებზე
სოციალური შეღავათების გასაცემად. აქედან დაახლოებით 4,4 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 600 ათასი ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. 4,4
მილიონი ლარი, რომელიც უნდა გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დააკმაყოფილებს
მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირებს. აქედან 1300-მდე
პირი დირექციის წარმომადგენელია, რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 400 ლარია, ხოლო
3500-მდე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელია, რომელთა
საშუალო ხელფასი 150 ლარია.
600 ათასი ლარით, რომელიც მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, დაფინანსდება ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში დასაქმებული დაახლოებით 800 ადამიანის, რომელთა საშუალო ხელფასი
200 ლარია, სახელფასო დანამატი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიხედვით, სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იან დანამატს მიიღებს
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული
ყველა პირი. ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების
განმახორციელებელ
დაწესებულებებში
დასაქმებულ
პირები.
მაღალმთიან
დასახლებებში
მდებარე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების რაოდენობა, გარდა
მასწავლებლებისა, რომლებისთვის სახელფასო შემოსავლის 35%-იან დანამატის დაწესებას
ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროექტი, დაახლოებით 4800 ადამიანია (მათ შორის 1300
ადამიანი დირექციის წარმომადგენელი, ხოლო 3500 ადამიანი ადმინისტრაციულ-ტექნიკური
პერსონალის) ხოლო ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ
დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა საერთოდ რაოდენობა დაახლოებით 800 ადამიანია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
შეთანხმებებთან,
საქართველოს
აგრეთვე,
ორმხრივ
ისეთი
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართული იყო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა
თავისუფალი პროფკავშირი, რომლის მოსაზრებებიც გათვალისწინებული იქნა პროექტის
ავტორთა მიერ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი, ბექა
ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური,
რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟორჟოლიანი,
ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური,
გედევან ფოფხაძე, ერეკლე
ტრიპოლსკი, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბუსერიძე, ზაზა პაპუაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 4. სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში
1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სოციალური
შეღავათებით.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში შემდეგი სოციალური
შეღავათების დაწესებას:
ა) საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის,
რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით,
საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური
დანამატის – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის – მიცემას. აღნიშნული
დანამატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური
პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ
ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის
ოდენობით;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით
დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული
სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით
ყოველთვიური დანამატის მიცემას:
ბ.ა) ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით;
ბ.ბ) ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
გ) ზამთრის პერიოდში (შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის
ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის
უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
დ) აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში
მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას,
მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა;
ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის,
რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში
ყოველთვიური ფულადი დახმარების – არანაკლებ 100 ლარის – მიცემას, ხოლო მესამე
ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური
ფულადი დახმარების – არანაკლებ 200 ლარის – მიცემას;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო
თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში
მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – შრომის
ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის – მიცემას. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის
სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის
განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და ამტკიცებს
შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;
ზ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის
მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის
ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით მიცემას. აღნიშნული ვაუჩერის გაცემის წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან/და
მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი
პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან
დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშია დასაქმებული,
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ან
პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ
დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების
არანაკლებ 50 პროცენტის – მიცემას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ
მიეცემა პირს, რომელიც ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური
შეღავათით სარგებლობს.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად
მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პროგრამები. აღნიშნული პროგრამები მტკიცდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს
მიაწოდონ მათთან დაცული ინფორმაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
სოციალური შეღავათების გასაცემად.