„2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე
ნომერი
#07-3/242/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-12
ბიუროს ნომერი 211

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ 1. საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 31 მაისის N 2450-IIს დადგენილებით შეიქმნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2018 წლის 5 სექტემბერს შეიმუშავა დასკვნა და რეკომენდაციები; 2. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა თუ რა მოხდა 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, როგორ მოხდა გამოძიების პროცესის შეგნებულად არასწორი მიმართულებით წაყვანა და დანაშაულის ჩამდენებზე ხელის დაფარება საგამოძიებო უწყებებების წარმომადგენლების მხრიდან; 3. კომისიამ შეიმუშავა რეკომენდაციები 5 მიმართულებით: (1) პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი ქმედებები; (2) საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო; (3) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა; (4) სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები; (5) საკანონმდებლო ცვლილებები; 4. კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ა) მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განზრახ ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით), ბ) გამოძიების დაწყება მირზა სუბელიანის ქმედებებზე გ) მთავარი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების, მათ შორის, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის, საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის და შსს-ს გამომძიებლის ირაკლი ფიფიას მიერ ჩადენილ დარღვევებზე. კომისიის დასკვნაში იდენტიფიცირებულია 11 მოქმედი, ან ყოფილი თანამდებობის პირი, რომელთა ქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები; 5. საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ შეასრულოს ამ დადგენილების მე-4 პუნქტში ნახსენები რეკომენდაციები და 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ მათი შესრულების ანგარიში.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ ა.ა) მიღების მიზეზი: საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 31 მაისის N 2450-IIს დადგენილებით შეიქმნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2018 წლის 5 სექტემბერს შეიმუშავა დასკვნა და რეკომენდაციები. კომისიამ შეიმუშავა რეკომენდაციები ხუთი მიმართულებით, რომლებიც შსს-ს და მთავარ პროკურატურას დღემდე არ შეუსრულებია. ა.ბ) პროექტის მიზანი: პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარი პროკურატურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება. ა.გ) პროექტის ძირითადი არსი: პროექტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას ეძლევა ვადა შეასრულოს გაცემული რეკომენდაციები და 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ მათი შესრულების ანგარიში. ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: პროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; საქართველოს პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე. ვ) პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე.