„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-12
ბიუროს ნომერი 211
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 1141 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის
გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან
მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის,
ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარით.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. საქართველის ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, ჩადენილი:
ა) 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით;
ბ) 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით;
გ) 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარით;
დ) 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით;
ე) 3000-დან 5000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000ლარით;
ვ) 5000-დან 8000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20000 ლარით;
ზ) 8000-დან 10000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარით;
თ) 10 000 ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარით.“.
2. 1142 მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ბაზირების
პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა, ჩადენილი:
ა) გემის განმასხვავებელი ნიშნების აღნიშვნის დადგენილი წესების დარღვევით, - გამოიწვევს
დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
ბ) ტექნიკური გაუმართაობით, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
გ) პროგნოზირებული ან/და ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების
უგულებელყოფით, რომელიც სახიფათოა მისი უსაფრთხო ნაოსნობისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ზომამცირე გემით სარგებლობის ან/და ცურვის წესების დარღვევა, ჩადენილი:
ა) ნიჩბიანი ან გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავით ან ბაიდარით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
ბ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე არ აღემატება 40 ცხენის ძალას,
– გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
გ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრეა 41-დან 60 ცხენის ძალა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
დ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე აღემატება 60 ცხენის ძალას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
ე) ჰიდროციკლით, იახტით, არათვითმავალი აფრიანი ზომამცირე გემით ან სამგზავრო გემით,
–
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი,
საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა
ჩადენილი:
ა) გემით, რომლის სიგრძე არ აღემატება 15 მეტრს,–
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
ბ) 15-დან 30 მეტრამდე სიგრძის გემით,–
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
გ) გემით, რომლის სიგრძე აღემატება 30 მეტრს,–
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს
ნაოსნობის წესების დარღვევისათვის დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის
გადახედვის საჭიროება და მათი დიფერენცირება
სამართალდარღვევის შედეგების
გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას მოახდენს იმ მოქალაქეთა
სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მცურავი
საშუალებების ექსპლუატაციით მიღებული თანხა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სხვადასხვა ტონაჟობის, ძრავის მოცულობისა
და სიგრძის მცურავი საშუალებებით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის დაკისრებული
ჯარიმის ოდენობა არის იდენტური, თუმცა მათ მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა
დამოკიდებულია მათ ტექნიკურ მახასიათებლებზე, კერძოდ: რაც უფრო დიდია მცურავი
საშუალების საერთო ტევადობა ან სიგრძე, მით უფრო დიდია მის მიერ მიყენებული ზიანი.
შესაბამისად, ჯარიმის ერთი და იგივე ოდენობით დაკისრება, გემის ტექნიკური
მახასიათებლებისა და მიყენებული ზიანის გათვალისწინების გარეშე არ არის
მიზანშეწონილი.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ნაოსნობის წესების დარღვევის შემთხვევაში,
სამართალდარღვევასთან დაკავშირებული რისკებისა და შედეგების გათვალისწინებით,
ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის ოდენობის დიფერენცირება გემის ტექნიკური
მახასიათებლების (წყალწვა, წონა, სიგრძე, ძრავის მოცულობა, ტონაჟობა და სხვა) მიხედვით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის 1141 მუხლის პირველი ნაწილის
დისპოზიციაში, სადაც ზოგადად არის ნახსენები საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევა და
ითვალისწინებს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით მიუხედავად გემის ტევადობისა.
საკითხის მნიშვნელობიდან გამდინარე, მიწანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს
კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის
ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის
დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის
დაცვის, ლიკვიდაციის, კონსერვაციის წესების დარღვევა ითვალისწინებდეს 50 000 ლარის
ოდენობის ჯარიმას, ხოლო ნაოსნობის წესების დარღვევისათვის დაკირსებული ჯარიმის
ოდენობა
იქნეს
დიფერენცირებული
ტევადობის
მიხედვით.
ამ
კუთხით
გასათვალისწინებელია არსებული სასამართლო პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, რაც უფრო
მცირეა გემის საერთო ტევადობა, მით უფრო ხშირად ხდება მისი დაკისრებული ჯარიმისაგან
გათავისუფლება და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგვლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, 1141 მუხლს დაემატოს 11 ნაწილი და
ზღვაში ნაოსნობის წესების დარღვევისას გათვალისწინებულ იქნას დამრღვევი მცურავი
საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები (საერთო ტევადობა) და დაწესდეს სხვადასხვა
საჯარიმო სანქციები. მინიმალურ ტონაჟობად განისაზღვრა 100 ტონამდე საერთო ტევადობის
გემი, რომლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით; 100-დან 300 ტონამდე
საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით; 300-დან
500 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 5000 ლარის
ოდენობით; 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა
განსაზღვრულ იქნა 10000 ლარის ოდენობით; 3000-დან 5000 ტონამდე საერთო ტევადობის
გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 15000 ლარის ოდენობით; 5000-დან 8000 ტონამდე
საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 20000 ლარის ოდენობით;
8000-დან 10000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა
30000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალურ პასუხისმგებლობად დადგენილ იქნა 50000
ლარი 10000 ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემის მიერ ნაოსნობის წესების
დარღვევისთვის.
კანონპროექტის მიხედვით იცვლება 1142 მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც
აღნიშნული ნაწილის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ჯარიმის ოდენობის
დიფერენცირებას ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევის
ხასიათის მიხედვით, არამედ ყველა ტიპის დარღვევისთვის აწესებს ჯარიმას 200 ლარის
ოდენობით. ცვლილების პროექტში დაკონკრეტებულია თუ რომელი ქმედება ითვლება
ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევად. კერძოდ, წესების დარღვევა გემის
განმასხვავებელი ნიშნების აღნიშვნის დადგენილი წესების დარღვევით, ტექნიკური
გაუმართაობით, პროგნოზირებული ან/და ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური
პირობების უგულებელყოფით, რომელიც სახიფათოა მისი უსაფრთხო ნაოსნობისათვის.
სამართალდარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, განხორციელდა ჯარიმის ოდენობის
დიფერენცირება 50 ლარიდან - 200 ლარამდე.
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება კოდექსის 1142 მუხლის მე-6 ნაწილით
დადგენილი ჯარიმის ოდენობაც. 1142 მუხლის მე-6 ნაწილის მოქმედ რედაქციაში ზოგადად
არის განმარტებული ზომამცირე გემით სარგებლობის, მათ შორის, ცურვის წესების
დარღვევა, რაც ჯარიმდება 300 ლარით. ცვლილების პროექტში დაკონკრეტებულია
ზომამცირე მცურავი საშუალებების ტიპი (ნიჩბიანი ან გასაბერი ნავი ძრავის გარეშე,
ჰიდროციკლი, იახტა და ა.შ.) და ძრავის სიმძლვარე. აღნიშნულის გათვალისწინებით კი
დამრღვევი ისჯება 50 ლარიდან 250 ლარამდე ოდენობის ჯარიმით.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით ცვლილება შედის კოდექსის 1142 მუხლის მე-7
ნაწილში, რომლის მოქმედი რედაქციის მიხედვით საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და
ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას
სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. ცვლილების
პროექტში მცურავი საშუალებების სიგრძის მიხედვით, საჯარიმო სანქციები შემცირებული
და
დიფერენცირებულია, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც მათ მიერ ჩადენილი
სამართალდარღვევის დროს შედეგი განსხვავებულია. კერძოდ, გემების მინიმალური სიგრძე
დგინდება 15 მეტრამდე, ხოლო მაქსიმალური 30 მეტრის ზევით და შესაბამისად, ჯარიმის
ოდენობა მათი სიგრძის მიხედვით განისაზღვრა 200 ლარიდან 500 ლარამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141 მუხლის
პირველი ნაწილით ნაოსნობის წესების დაღვევისთვის 2016 წლიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე
სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილმა ჯარიმის საერთო ოდენობამ შეადგინა - 2400000 ლარი,
ხოლო
1142
მუხლის
მე-4,
მე-6
და
მე-7
ნაწილებით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევებისათვის 2016 წლიდან 2018 წლის 1 ნოემბრამდე სახელმწიფო ბიუჯეტში
შეტანილმა ჯარიმების ოდენობამ შეადგინა - 208200 ლარი. კანონპროექტის მიღების
შემთხვევაში, ჯარიმების ოდენობის შემცირებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რისი წინასწარ დაანგარიშება შეუძლებელია, რამდენადაც
აღნიშნული დამოკიდებულია ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, კანონის მანამდე არსებული რედაქციისგან
განსხვავებით, სამართალდარღვევის სიმძიმის პროპორციულად განხორციელდება მათ
მიმართ სანქციის გამოყენება და შესაბამისად, მისი ოდენობა განსხვავებული იქნება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. კანონპროექტის
შედეგად სამართალდარღვევების დიფერენცირება განხორციელდა ობიექტურად და
კონკრეტულად, შესაბამისად დიფერენცირდება არსებული ჯარიმებიც. ამდენად, ცალკეულ
შემთხვევებში მოქმედ რედაქციასთან შედარებით მოხდება ჯარიმის ოდენობის შემცირება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრვ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 1141. საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა
წყლების
ან
1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის
გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან
მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის,
ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის, კონსერვაციის ან საზღვაო ნაოსნობის
წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარით.
2. საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის
სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა, დაზვერვა ან მისი ბუნებრივი სიმდიდრის
დამუშავება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 75000 ლარით.
მუხლი 1142. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო
რეჟიმის წესების დარღვევა
1. ზომამცირე გემის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის
შეუტყობინებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
3. ბაზირების პუნქტში ზომამცირე გემის შენახვის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
4. ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
5. ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
6. ზომამცირე გემით სარგებლობის, მათ შორის, ცურვის, წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი,
საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევა, რომელმაც გამოიწვია
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს
დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის
დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში
განხორციელდება
იძულებითი
აღსრულება „სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.