საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N13342; 05.09.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#19293/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 19293 14/11/2018 საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N 13342; 05.09.2018) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 14 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე ინიციატივის (GDI) მიერ განიხილა საქართველოს დემოკრატიული წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N 13342; 05.09.2018) „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ზოგადი მიმოხილვა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადების მიზანია სასამართლო სისტემაში საქმეთა განაწილების მთლიანად ავტომატურ სიტემაზე გადასვლა, რომელიც გამორიცხავს მოსამართლეზე საქმის განაწილების პროცესზე სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან არასასურველი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. საკანონმდებლო წინადადების შინაარსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებში, რომლიც ეხება სასამართლოში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონულ სისტემას. ( 23ე მუხლის პირველი და 26-ე მუხლის მე-2 ნაწილები, 34-ე მუხლი). კერძოდ: საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემით უნდა მოხდეს:  იმ საქმის სხვა მოსამართლისათვის დაწერა/განაწილება, რომლის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლე მხარეთა შუამდგომლობით, ან თავად საქმის განმხილველი მოსამართლის ინიციატივით იქნა აცილებული;  კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობის აცილებისას მთელი შემადგენლობის კოლეგიური ან მისი სასამართლოს სხვა შემადგენლობის შერჩევა, რომელსაც განსახილველად გადაეცემა საქმე;  საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის ან სააპელაციო სასამართლოს პალატის მთელი შემადგენლობის აცილებისას, საქმის კანონით დადგენილი წესით განმხილველი სხვა შემადგენლობის შერჩევა;  განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეების შემთხვევაში, საქმის სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შესახებ მოსამართლის მოტივირებული განჩინების საფუძველზე, კოლეგიური შემადგენლობის შერჩევა საქმის განმხილველი თავდაპირველი მოსამართლის აუცილებელი მონაწილეობით.  აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში სამოქალაქო საქმის განმხილველი სხვა მოსამართლის არარსებობისას, ასევე სასამართლოში ერთი ან რამდენიმე მოსამართლის აცილებისას ამავე სასამართლოში მათი შეცვლის შეუძლებლობისას, საქმე განსახილველად გადაეცემა ტერიტორიულად ყველაზე ახლომდებარე სხვა რაიონულ (საქალაქო) სასმართლოს, რათა გამოირიცხოს სასმართლოს თავმჯდომარის მიერ საქმის გადასაცემი სასმართლოს განსაზღვრა. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ზოგადი მიმოხილვა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადების მიზანია სასამართლო სისტემაში საქმეთა განაწილების მთლიანად ავტომატურ სიტემაზე გადასვლა, რომელიც გამორიცხავს მოსამართლეზე საქმის განაწილების პროცესზე სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან არასასურველი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. საკანონმდებლო წინადადების შინაარსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 62-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 65-ე და 184 მუხლები ყალიბდება ახალი რედაქციით რომლის მიხედვით, საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემით უნდა მოხდეს:  მოსამართლის თვითაცილებისას საქმის დაწერა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეზე;  იმ საქმის იმავე დაწერა/განაწილება, სასამართლოს რომლის სხვა შემადგენლობაზე განმხილველი მოსამართლეთა შემადგენლობა აცილებულ იქნა;  საქმის განმხილველი კოლეგიის ფორმირება, როდესაც საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის ან საქმის ფაქტობრივი ან სამართლებრივი თავალსაზრისით განსაკუთრებული სირთულისაა (გარდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეებისა) და სასამართლოს თავმჯდომარე ადგენს საქმის კოლეგიურ განხილვას;  სათადარიგო მოსამართლის შერჩევა, რომელიც ცვლის სასამართლოს შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს.  ამასთან, ცვლილების მიხედვით, იმავე დონის ტერიტორიულად ყველაზე ახლომდებარე სხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განსახილველად გადაეცემა საქმე, როდესაც ამ საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მთელი შემადგენლობა აცილებულ იქნა;  მხარის შუამდგომლობით, საქმეში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით ან სხვა მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან, საქმე შესაძლოა განსახილველად გადაეცეს ტერიტორიულად ყველაზე ახლომდებარე სხვა სასამართლოს, რაც გამორიცხავს ზემდგომი სასმართლოს თავმჯდომარის მიერ საქმის გადასაცემი სასამართლოს განსაზღვრას. კომიტეტის შეფასება საქართველოს პარლამენტის კოორდინაციით მიმდინარეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობა სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპის ფარგლებში. ჯგუფი აერთიანებს ყველა დაკავშირებულ სახელმწიფო უწყებას (საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმების საკითხებზე. დასკვნა კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით დასახელებული საკითხები უნდა გადაეცეს ზემოთ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს განსახილველად, რათა მოხდეს ზემოაღნიშნულ ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობა. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე