საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე სერგო ფარეიშვილის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N12896; 24.08.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 19302
14/11/2018
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე სერგო ფარეიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N 12896; 24.08.2018)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 14
ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე სერგო ფარეიშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N 12896; 24.08.2018)
საკანონმდებლო წინადადების შინაარსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება შედის
საერთო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, მოსამართლის
თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და
უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ- ერთი
საფუძველი
იქნება 70 წლის ასაკის მიღწევა.
მოქმედი რედაქციის მიხედვით,
მოსამართლის თანამდებობიდან
გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარისა
სასამართლოს
და
უზენაესი
წევრის
უფლებამოსილების
შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი არის 65 წლის ასაკის მიღწევა.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის
მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად „ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი
თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14
მუხლის შესაბამისად- „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის
წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა ენისა, სქესისა, რელიგიისა,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა,
საცხოვრებელი ადგილისა“. წინადადების ავტორის შეფასებით, კონსტიტუციის
აღნიშნული დებულება განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის
უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებას. მისი ძირითადი არსი არის „
ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად
თანასწორ გარემოებებში
მყოფ პირებს
სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად.
ავტორის შეფასებით, საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ფაქტობრივად
კრძალავს მოსამართლის თანამდებობის დაკავების უფლებას ასაკის გამო. 65 წელს
მიღწეულმა პირმა შეიძლება დაიკავოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების ნებისმიერი უმაღლესი თანამდებობა, მაგრამ მას ეკრძალება
მოსამართლის თანამდებობის დაკავება.
წინადადების ავტორის შეფასებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი
დისკრიმინაციულია და კანონის წინაშე უთანასწორობა გამოიხატება იმაში, რომ 65
წელს
გადაცილებულ
ქმედუნარიან,
ჯანსაღი
ფსიქიკისა
და
გონებრივი
მონაცემების მფლობელ პირს მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე, ერთმევა უფლება,
გამოიყენოს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და დაიკავოს
მოსამართლის თანამდებობა.
ავტორის შეფასებით, მოსამართლეთათვის ასაკობრივი ბარიერის დაწესებას
არ გააჩნია ობიექტური, გონივრული დასაბუთებული მოტივაცია. ასაკობრივი
ბარიერი ხელს უწყობს სასამართლო სისტემიდან კვალიფიციური და გამოცდილი
კადრების გადინებას. ასაკის მატება იწვევს მოსამართლის თანამდებობის
დასაკავებლად საჭირო უნარების გაუმჯობესებას და არა შემცირებას. ასაკობრივი
ბარიერის დაწესებას ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებლად უნდა ჰქონდეს
გონივრული მიზანი.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, კანონით
იქმნება
შესაძლებლობა, რომ მოსამართლეთა ასაკის გამო გათავისუფლების შემდეგ არ
აღმოჩნდეს
მოსამართლის
თანამდებობის
დასაკავებლად
საკმარისი
კვალიფიკაციის და უნარების მქონე პირები და სასამართლო ხელისუფლება
აღმოჩნდეს საკადრო კრიზისში. ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამოიწვევს
მოსამართლეთა გადატვირთვას, რაც უარყოფითად აისახება მართლმსაჯულების
ხარისხზე.
ავტორის შეფასებით, ვინაიდან ის უნარების და გამოცდილება, რომელიც
სჭირდება მოსამართლის უფლებამოსილების განხორცილებას
იმატებს და არ
იკლებს ასაკთან ერთად, მოსამართლისათვის ასეთი ასაკობრივი ბარიერის
დაწესება გაუმართლებელია.
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორის
შეფასებით,
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ არსებითად თანასწორ პირთა
მიმართ (ხელისუფლების სხვა შტოების უმაღლეს თანამდებობის პირებთან
მიმართებაში) დიფერენცირებული მიდგომა არ არის რაციონალურ და ლოგიკურ
კავშირში
სამოსამართლეო
საქმიანობის
ეფექტურად
და
შეუფერხებლად
განხორცილების უზრუნველყოფის მიზანთან და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს
კონსტიტუციის მე-14 მუხლის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-
14 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, ის წარმოადგენს დისკრიმინაციულ
დიფერენცირებას.
კომიტეტის შეფასება
საქართველოს
პარლამენტის
კოორდინაციით
მიმდინარეობს
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობა სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპის
ფარგლებში.
ჯგუფი აერთიანებს ყველა დაკავშირებულ სახელმწიფო უწყებას
(საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო)
და
იმ
საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ მართლმსაჯულების
რეფორმების საკითხებზე.
დასკვნა
კომიტეტმა მიიჩნია, რომ
საკანონმდებლო წინადადებით დასახელებული
საკითხი უნდა გადაეცეს ზემოთ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს განსახილველად, რათა
მოხდეს ზემოაღნიშნულ ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობა.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე