„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი:
240140000.05.001.017953)
მე-6
მუხლის
მე-3
პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
3. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი
შემთხვევებისა;
ბ)
ადმინისტრაციულ
ორგანოსთან
გააფორმოს
ინფორმაციის/დოკუმენტის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ;
შეთანხმება
გ) სამსახურებრივი საჭიროებისათვის განმარტების/დასკვნის მისაღებად მიმართოს
სპეციალისტს, სამეცნიერო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას;
დ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შეიძლება
ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები;
იყვნენ
ე) საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას
და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეასრულოს სასამართლოს
მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი საკუთარი კომპეტენციის სრულყოფილი
შესრულების მიზნით, კანონმდებლობით აღჭურვილია რამდენიმე მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტით. „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიხედვით ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში
განახორციელოს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
სასამართლო
მეგობრის ფუნქცია. ასევე, ბიზნესომბუდსმენი აღჭურვილია შესაძლებლობით
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითხოვოს და მიიღოს
ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოდან.
ამასთანავე, აღნიშნული მექანიზმები არ ქმნის ბიზნესომბუდსმენისათვის
საკუთარი
მოვალეობების
ინსტრუმენტთა
სრულყოფილ
ბიზნესომბუდსმენის
საქართველოს
სრულყოფილად
შესახებ“
შესრულებისათვის
ერთობლიობას.
ერთი
საქართველოს
კანონის
კანონმდებლობა
ადმინისტრაციულ
მხრივ,
აუცილებელ
„საქართველოს
მიღებისას
(28.05.2015),
სამართალწარმოებაში
არ
ითვალისწინებდა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტს, რომლის
შესახებაც ჩანაწერი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა 2015 წლის 3
ივლისს.
ამასთანავე,
ნორმა
ადმინისტრაციული
ორგანოდან
ინფორმაციის
გამოთხოვასთან დაკავშირებით ბლანკეტურია პრაქტიკაში ქნის პრობლემას. კერძოდ,
ჩანაწერში
არსებული
სიტყვათწყობა
იძლევა
მხოლოდ
კანონით
პირდაპირ
გათვალისწინებული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას.
თავის
მხრივ,
კი
ეს
უკანასკნელი
მხოლოდ
საგადასახადო
კოდექსშია
გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში და ერთი მხრივ,
საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად ბიზნესომბუდსმენის კომპეტენციას
დაემატოს საერთო სასამართლოებში სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae)
ფუნქციის
შესრულება,
ისევე,
როგორც
ბიზნესომბუდსმენს
მიენიჭოს
ადმინისტრაციული
ორგანოდან
გამოითხოვოს
საკუთარი
მოვალეობების
შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
„სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტის მიზანია - პირს ან პირთა ჯგუფს,
მისცეს შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი არგუმენტები იმ საქმეზე, რომლებიც
მათი ინტერესის სფეროში შედის მაგრამ ისინი არ არის მხარე. თავის მხრივ,
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
დაცვას.
აღნიშნული
ფუნქციის
ჯეროვანი
შესრულების
უზრუნველსაყოფად,
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია მისთვის სასამართლო მეგობრის (amicus
curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობის მინიჭება.
ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ბიზნესომბუდსმენის
აღჭურვას
საკუთარი
ინსტრუმენტით.
მოვალეობების
კერძოდ,
შესრულებისათვის
შესაძლებლობით
აუცილებელი
ადმინისტრაციული
ორგანოდან
გამოითხოვოს საკუთარი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი
კანონპროექტით,
ცვლილება
შედის
„საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, კანონის მე-6 მუხლის
მე-3 პუნქტის “ა” და „ე“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით:
-
“ა” ქვეპუნქტში წარმოდგენილი ცვლილების თანახმად იცვლება კანონში
არსებული
ბლანკეტური
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
ზოგადი
ნორმა
და
ნაცვლად კანონით პირდაპირ
შემთხვევებისა
ორგანოდან
კომპეტენცია.
ბიზნესომბუდსმენს
ინფორმაციის
ამასთან,
კანონი
ენიჭება
გამოთხოვის/მიღების
ითვალისწინებს
ამგვარი
კომპეტენციის ფარგლების შეზღუდვას კანონმდებლობით პირდაპირ
გათვალისწინებული შემთხვევებით.
-
“ე” ქვეპუნქტში წარმოდენილი ცვლილების თანახმად ფართოვდება
ბიზნესომბუდსმენი
ფუნქციის
უფლებამოსილება
შესრულების
სასამართლოსთან
ერთად,
ნაწილში.
“სასამართლო
კერძოდ,
ბიზნესომბუდსმენს
მეგობრის”
საკონსტიტუციო
ენიჭება
საერთო
სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას
სასამართლოს
შესაძლებლობა.
მეგობრის
(Amicus
Curiae)
ფუნქციის
შესრულების
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტის პრაქტიკაში მოქმედება გამოიწვევს
დამატებით ადმინისტრაციული ხარჯებს, აღნიშნული დაფინანსებული იქნება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიზნესომბუდსმენისათვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტის მოქმედება გამოიწვევს დამატებით
ადმინისტრაციული ხარჯებს, აღნიშნული დაფინანსებული იქნება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ბიზნესომბუდსმენისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
არ წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი
არ
ადგენს
გადასახადს,
მოსაკრებელს
ან
სხვა
სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის იმ მუხლების მოქმედი
სრული რედაქცია რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 6. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება
1. ბიზნესომბუდსმენი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე
პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და ამ კანონით
დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას.
2. პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს:
ა) ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირებით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში ხარვეზების გამოვლენით;
გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით.
3. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი;
ბ)
ადმინისტრაციულ
ორგანოსთან
გააფორმოს
შეთანხმება
ინფორმაციის/დოკუმენტის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ;
გ) სამსახურებრივი საჭიროებისათვის განმარტების/დასკვნის მისაღებად
მიმართოს სპეციალისტს, სამეცნიერო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას;
დ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ
ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები;
ე) ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია.
4.
ადმინისტრაციული
ორგანო
ვალდებულია
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში დაეხმაროს ბიზნესომბუდსმენს საქმიანობის განხორციელებაში და
წარუდგინოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტი.
5.
ბიზნესომბუდსმენი
ვალდებულია
დაიცვას
უფლებამოსილების
განხორციელების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოობა.
6. ბიზნესომბუდსმენისთვის ინფორმაციის/დოკუმენტის გადაცემისათვის
მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.
7. ბიზნესომბუდსმენი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან
აფორმებს ხელშეკრულებებს;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით
იწვევს სპეციალისტს;
დ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა
და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8.
განცხადების
ბიზნესომბუდსმენი
საფუძველზე
უფლებამოსილია
შესაბამის
დაინტერესებული
ადმინისტრაციულ
ორგანოს
პირის
მიმართოს
შუამდგომლობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიება, თუ ეს ღონისძიება მიზნად
ისახავს ამ პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.