საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/229; 27.09.2018) საქართველოს კანონის პროექტის II მოსმენით განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213
📜 ტექსტი
წერილი
N 19382
16/11/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიასა და
გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია
საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/229; 27.09.2018)
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების უმთავრესი მიზანია „ქიმიური
იარაღის აკრძალვის კონვენციის“ მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში
სრულყოფილი იმპლემენტაცია. კერძოდ, განისაზღვრება ახალი ქმედების
შემადგენლობა, რომელიც დასჯადად აცხადებს „ქიმიური იარაღის კონვენციით“
განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატებისა და მათი პრეკურსორების უკანონო
ბრუნვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას (სსკ-ს
2351-ე მუხლი). ამასთან, წინამდებარე
საკანონმდებლო ინიციატივით
გათვალისწინებულია ცვლილება სსკ-ს 406-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც,
არსებულ
ქმედების
შემადგენლობას
ემატება
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა მასობრივი განადგურების იარაღის შენახვის, გადაზიდვის,
გადატანისა და ტრანზიტისათვის.
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის
განსაზღვრულია 2018 წლის 21 ნოემბერი.
გამომდინარე იქიდან, რომ პოზიციების შესაჯერებლად საჭიროა
დამატებითი ვადა, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა
გაგრძელდეს ერთი თვით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე