საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№10081; 29.06.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213
📜 ტექსტი
წერილი
N 19471
19/11/2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ასლი: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,
თბილისი, ბოჭორმის ქ. 12
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N10081; 29.06.2018).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის
ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N10081; 29.06.2018).
საკანონმდებლო წინადადების არსი:
განსახილველად
ითვალისწინებს
უფასო
წარმოდგენილი
არასრულწლოვანი
იურიდიული
საკანონმდებლო
გამოსაკითხი
დახმარების
უფლებით
წინადადება
პირისათვის/მოწმისათვის
უზრუნველყოფას
სისხლის
სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
ამასთან,
არასრულწლოვნის
საკანონმდებლო
საქმის
წინადადებით
სასამართლოში
შემოთავაზებულია
განხილვაზე
მონიტორინგის
განხორციელება, რომლის ჩატარების წესსაც განსაზღვრავს თავად იუსტიციის
უმაღლესი საბჭო.
კომიტეტის პოზიცია:
არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირისათვის/მოწმისათვის უფასო
იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში 2018 წლის 30 მაისს
განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, გაფართოვდა
უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
კერძოდ, აღნიშნული ცვლილების შედეგად, სისხლის სამართლის საქმის
წარმოების
ნებისმიერ
ეტაპზე
ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული
არასრულწლოვანი
და
დაზარალებული
უზრუნველყოფილია უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ
მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი. ამასთან, უფასო
იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობს ასევე არასრულწლოვანი
გამოსაკითხი პირი/მოწმე, თუ იგი გადახდისუუნაროა ან თუ ის საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX, XXII თავებით და 1441 - 1443 მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირია/მოწმეა (მე-15
მუხლის პირველი ნაწილი).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კიდევ უფრო აფართოებს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლის პირველი
ნაწილით
დადგენილ
ფარგლებს
და
უფასო
იურიდიული
დახმარებით
სარგებლობის უფლებას ავრცელებს არასრულწლოვან გამოსაკითხ პირზე/მოწმეზე
მიუხედავად სისხლის სამართლის საქმისა და არასრუწლოვანი გამოსაკითხი
პირის/მოწმის გადახდისუნარიანობისა.
აღსანიშნავია,
რომ
მოქმედი
კანონმდებლობით
გათვალისწინებულია
არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის უფასო იურიდიული დახმარებით
უზრუნველყოფა, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან მნიშვნელოვნად აფართოებს
არსებულ დანაშაულთა ჩამონათვალს, რა დროსაც, სურვილის შემთხვევაში
არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს
უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
ეს ახალი ცვლილებები უნდა ამოქმედდეს 2019 წლის იანვრიდან და ჩვენ
უნდა დავაკვირდეთ პრაქტიკას, რომ გაანალიზდეს რამდენად იქნება აღსრულების
პროცესში დაძლეული არსებული გამოწვევები. ასევე მნიშნელოვანია მოხდეს
გაანალიზება და წინასწარი კონსულტაციები სხვადასხვა უწყებებთან. მათი
ჩართულობით,
პირველ
რიგში
ფინანსთა
სამინისტროსთან
და
უფასო
იურიდიული დახმარების სამსახურთან კონსულტაციებით უნდა შეფასდეს
რესურსები, რომელიც საჭირო იქნება ამ სამსახურის მანდატის კიდევ უფრო მეტად
გაფართოების შემთხვევაში. ამდენად, გადაწყვეტილების მიღებამდე საჭირო იქნება
ამ
საკითხზე
მსჯელობა
და
მეტი
ინფორმაციის
მიღება.
ამასთან,
გასათვალისწინებელია საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-5 პუნქტის
დანაწესი, რომლის თანახმად კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯების
ზრდას,
შემოსავლების
შემცირებას
ან
სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა
შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ.
ცვლილების შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია გარემოება, რომ რიგ
შემთხვევებში, ნებისმიერი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებისას
არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის უფასო იურიდიული დახმარებით
უზრუნველყოფა დაკავშირებული იქნება დამატებით პროცედურებთან, რამაც
შესაძლოა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადოს გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში
ინფორმაციის
მიღება
და
აღნიშნულის
საფუძველზე
სხვა
გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება.
არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაზე მონიტორინგი
საქართველოში
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
სფეროში
განხორციელებული რეფორმების მთავარ ქვაკუთხედს კანონთან კონფლიქტში
მყოფი არასრულწლოვნების ინტერესების დაცვა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზანს
ემსახურება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 29-ე მუხლის
ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. ამასთან, კანონმდებლობით
ზუსტად არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, რომლებსაც ასევე შეუძლიათ
დაესწრონ დახურულ სხდომაზე საქმის განხილვას. კერძოდ, კოდექსის 29-ე
მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი
დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში სასამართლოს სხდომას ესწრება
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. ამავე მუხლის 22 ნაწილის
თანახმად კი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,
საქმის განმხილველი მოსამართლე უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას,
რომელიც აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების
დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ დახმარებას.
აღნიშნული საკანონმდებლო რეგულირება შესაბამისობაშია გაეროს ბავშვის
უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციებთან. კერძოდ, კომიტეტი რეკომენდაციას
უწევს მონაწილე სახელმწიფოს შემოიღოს წესი, რომლის მიხედვითაც, კანონთან
კონფლიქტში მყოფი ბავშვის საქმის განხილვა იწარმოებს დახურულ კარს მიღმა.
გამონაკლისები უნდა იყოს უკიდურესად იშვიათი და მხოლოდ კანონის მიერ
კონკრეტულად განსაზღვრულ შემთხვევებში.“1
ამ მხრივ საინტერესოა გერმანიის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
შესახებ კანონი, რომელიც არასრულწლოვანთა საქმის დახურულ სასამართლო
სხდომაზე
დასწრების
უფლებას
ითვალისწინებს
ასევე
განსაკუთრებული
საფუძვლების არსებობისას, მაგალითად - საგანმანათლებლო მიზნებისათვის.2
ამდენად,
დასწრების
უფლების
გაფართოება
კანონით
პირდაპირ
განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირთა წრის მიმართ დასაშვებია
და
შესაბამისია
ინტერესებთან.
კანონთან
კონფლიქტში
მყოფი
არასრულწლოვნების
შესაბამისად,
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ცვლილების
მოთხოვნა, ერთი შეხედვით, არ არღვევს ამ კუთხით არსებულ საუკეთესო
პრაქტიკას.
უფრო
მეტიც,
განმარტებითი
ბარათის
თანახმად,
კანონპროექტი
გამომდინარეობს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციიდან,
რომელიც მითითებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, რეგულარულად
შეაფასონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრაქტიკული განხორციელება,
გატარებული ღონისძიებების ეფექტურობა დისკრიმინაციის, რეინტეგრაციისა და
რეციდივიზმთან მიმართებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ამავე კომიტეტის განმარტებით, სასურველია, თუ
მსგავს შეფასებას დამოუკიდებელი აკადემიური ინსტიტუტები ჩაატარებენ.
წარმოდგენილი კანონპროექტი, მართალია, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ
რეკომენდაციას მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა, არ
აზუსტებს, თუ რომელი ინსტიტუტი განახორციელებს სასამართლო სხდომების
1 გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №10 მართლმსაჯულების სისტებაში
ბავშვის უფლებების შესახებ, 2007, პუნქტი 66.
2გერმანიის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის
მესამე წინადადება, https://dejure.org/gesetze/JGG/48.html .
მონიტორინგს. მოცემული ბუნდოვანება კი, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის
კანონიერების
პრინციპის
უმნიშვნელოვანეს
მოთხოვნასთან
-
კანონის
განსაზღვრულობის პრინციპთან.
ამდენად,
მნიშვნელოვანია,
რომ
მონიტორინგის
ჩატარების
წესის
განსაზღვრასთან ერთად ასევე, მიეთითოს მონიტორინგის განმახორციელებელი
ორგანო /ინსტიტუტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში.
დასკვნითი ნაწილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით,
რომლის ერთი პრინციპი,
პირისათვის/
რომელიც ეხება
მოწმისათვის
უფასო
არასრულწლოვანი გამოსაკითხი
იურიდიული
დახმარების
უფლებით
სარგებლობის უზრუნველყოფას სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში
განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მიიჩნია, რომ აღნიშნული დაკავშირებულია
დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფასთან და
ამ ეტაპზე არ იქნა
მხარდაჭერილი, ხოლო მეორე საკითხს დაუჭირა მხარი იდეის დონეზე, კერძოდ
არასრულწლოვანის
განხორციელებას.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე
საქმის
სასამართლოში
განხილვაზე
მონიტორინგის