საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი პროექტების (07-3/160; 07.05.2018) I მოსმენით განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#19465/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213

📜 ტექსტი

წერილი
19465-3-9-3-201811161849 N 19465 16/11/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N159/1, 14.05.2018 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/160; 07.05.2018). აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა განსაზღვრულია 2018 წლის 19 ნოემბრამდე. საკითხზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროება, რაც ზემოთ მითითებული ვადის ამოწურვამდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა გააგრძელოთ 3 კვირით. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე