საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მომართვა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილი „ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ (N13337; 05.09.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#19466/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213

📜 ტექსტი

წერილი
19466-3-9-3-201811161851 N 19466 16/11/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის N194/5 გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N13337; 05.09.2018). აღნიშნული წინადადების განხილვის ვადა იწურება 2018 წლის 20 ნოემბერს. დასახელებული საკითხის სრულყოფილად დამუშავების მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება, რაც დამატებით მოითხოვს გარკვეულ დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამიად, გთხოვთ მითითებული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე