საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი ტუღუშის და ირაკლი აბესაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/204, 25.06.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213
📜 ტექსტი
წერილი
N 19480
19/11/2018
საქართველოს
ბიუროს
პარლამენტის
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი ტუღუშის
და ირაკლი აბესაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/204; 25.06.2018).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი.
კანონპროექტის
პირველი
მოსმენით
განხილვის
ვადა
წამყვანი
კომიტეტისთვის განსაზღვრულია
2018 წლის 8 დეკემბერი, ხოლო
სავალდებულოსთვის 24 ნოემბერი.
სავალდებულო კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N19468 16/11/2018),
რათა დამატებითი კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად
კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს სამი კვირის ვადით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე