საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურიპოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან გოგიჩაიშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ცოტნე ზურაბიანის, ბიძინა გეგიძის და ირაკლი აბუსერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/228; 27.09.2018) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-19
ბიუროს ნომერი 213
📜 ტექსტი
წერილი
N 19529
19/11/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად
საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან გოგიჩაიშვილის, ირაკლი (დაჩი)
ბერაიას, გოგა გულორდავას, ცოტნე ზურაბიანის, ბიძინა გეგიძის და ირაკლი
აბუსერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებზე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/228; 27.09.2018).
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ კანონპროექტებზე კომიტეტს არ მიუღია
სავალდებულო კომიტეტის დასკვნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
152-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით დადგენილი
განხილვის ვადა გაგრძელდეს 2 კვირით.
პატივისცემით,
რომან კაკულია
თავმჯდომარე