„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს პარლამენტის წევრების: სერგო რატიანის, სერგი კაპანაძის, ლელა ქებურიას ალტერნატიული წინადადება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/247, 22/11/2018) ცალკეული ნორმების შესახებ“ ალტერნატიული წინადადება
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-30
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 26-ე მუხლის პირველ პუნქტს
დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ფ2“ ქვეპუნქტი:
,,ფ2) სათანადო შემთხვევაში ქმნის ექსპერტთა კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს
ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი
სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ამ სახელმძღვანელოს
გრიფირება ხდება სპეციალური წესით“.
მუხლი 2.
1. ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა)
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა;
ბ) ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ექსპერტთა კომისიის
შექმნა.
2. 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს
ექსპერტთა კომისიის მიერ ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე
მეთოდის საფუძველზე შექმნილი
სახელმძღვანელოს
გრიფირებაზე
გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
2007 წლის 4 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა პარიზის
2003 წლის 17 ოქტომბრის საერთაშორისო კონვენცია ,,არამატერიალური კულტურული
მემკვიდრების დაცვის შესახებ“. იუნესკოს კონვენცია არამატერიალურ კულტურულ
მემკვიდრეობას განიხილავს, როგორც ,,კულტურული მრავალფეროვნებისა და მისი მდგრადი
განვითარების წყაროს“. დღეისათვის ამ კონვენციას მიერთებულია 200-ზე მეტი ქვეყანა.
იუნესკოს (UNESCO) მიერ მიღებული ამ კონვეციის მიხედვით არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობა განმარტებულია, როგორც ,,საზოგადოების ცალკეული
ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათი კულტურული
მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული
ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის
ფორმები, ცოდნა და ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები,
არტეფაქტები და კულტურული სივრცეები“.
იუნესკო განსაზღვრავს იმ სფეროებს, რომლებშიც ვლინდება არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობა; ეს სფეროებია:
- ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები;
- საშემსრულებლო ხელოვნება;
- საზოგადოებრივი პრაქტიკა;
- გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება;
- ხელოსნობის დარგები და ტექნიკები.
2013 წლის 12 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის (03/43)
ბრძანებით ნომინაციას - ,,დედაენა“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ
გოგებაშვილისეულ მეთოდი - მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსი, ხოლო 2014 წლის 14 აპრილს საქართველოს მთავრობის N295
დადგენილებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ,,დედაენა“ ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდი განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა მე-11 სესიაზე ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი
კულტურა“ აღიარა კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და შეიტანა
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ,,დედაენა“ ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი ასევე
არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი
ნომინაციის - ,,ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ერთ-ერთი
შემადგენელი ელემენტი.
ზემოაღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ,,დაცვა“ ნიშნავს ზომების
მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის სიცოცხლიუნარიანობა, მათ შორის - მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება,
კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა
უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი
მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტების აღორძინება.
კონვენციის მე-13 მუხლით დადგენილია დაცვის საშუალებები. კერძოდ: ,,თითოეული
მონაწილე სახელმწიფო მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და როლის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით:
ნიშნავს ამ ქმნის ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ ორგანოს მის ტერიტორიაზე არსებული
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, იღებს შესაბამის
იურიდიულ, ტექნიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზომებს..“
ზემოაღნიშნული კონვენციის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
ხორციელდება ორ დონეზე - ეროვნულზე და საერთაშორისოზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს
კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ
პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ
იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს
უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ”.
2007 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ „არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ UNESCO-ს კონვენციის რატიფიცირების შედეგად,
საკანონმდებლო დონეზე დაინერგა რამდენიმე საბაზისო ცვლილება, „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს ეროვნული კანონის ჩათვლით. ზემოაღნიშნულ
ცვლილებებზე დაყრდნობით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში
სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების ვალდებულება დაეკისრა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. 2011 წლიდან მოყოლებული,
აღნიშნული სფეროს ადმინისტრირების ფუნქცია აკისრია სამინისტროს დაქვემდებარებულ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნულ სააგენტოს.
დღეისათვის დასრულების სტადიაშია კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი,
რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საკანონმდებლო დონზე
სახელმწიფოს ვალდებულებაა და მისი უზრუნველყოფისათვის მიზანშეწონილია შესაბამისი
საკანონმდებლო აქტების გონივრულ ვადებში მიღება. როგორც აღინიშნა არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ,,დედაენა“- ქართული საანბანე სახელმძღვანელოს
შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი - განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის
კატეგორია. მისი დაცვა კონვენციით დადგენილ სხვა ღონისძიებებთან ერთად გულისხმობს
ახალი საკანონმდებლო ნორმების მიღებას.
დღევანდელი
მდგომარეობით
საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწსებულებებში რამდენიმე დედაენა ისწავლება, რომლებიც შედგენილია ,,იაკობ
გოგებაშვილის მიხედვით“ და არა იაკობ გოგებაშვილის მეთოდის საფუძველზე. 2009 წელს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა საანბანე სახელმძღვანელოთა კონკურსი.
იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამ საკონკურსოდ მოამზადა იაკობის ,,დედაენა“, მას
კონკურენციას უწევდა ავტორთა ჯგუფების მიერ შედგენილი ცხრა „დედაენა“, რომელთა
შორის 8, ი. გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით იყო შექმნილი. ამ კონკურსში ნამდვილმა
„დედაენამ“ სხვებთან ერთად მიიღო გრიფი, მაგრამ 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ქართული ენის სახელმძღვანელოების კონკურში იაკობ
გოგებაშვილის ,,დედაენამ“ ,,ვერ დააკმაყოფილა საკონკურსო პირობები“.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ,,დედაენა“- ქართული საანბანე
სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი - საფუძველზე შექმნილი
სახელმძღვანელოს
სასწავლო
პროცესში
გამოყენებისათვის
მიზანშეწონილი
და
აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება უნდა განხორცელდეს
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ,,დედაენა“- ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული
მეთოდი - საკანონმდებლო დონეზე დაცვა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისათვის
სამართლებრივი საფუძველის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე26 მუხლს ემატება ,,ფ2“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით: „საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობის
–
საქართველოს
კონსტიტუციის,
კონსტიტუციური
შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა
კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე სათანადო შემთხვევაში ქმნის
ექსპერტთა კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის
საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ამ
სახელმძღვანელოს გრიფირება ხდება სპეციალური წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება ექსპერტთა კომისიის შექმნა,
რომელიც რომელიც უზრუნველყოფს
ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის
საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას.
ექსპერტთა კომისიაში წევრები წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს,
ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა თუკი სამინისტრო მიიღებს
გადაწყვეტილებას გადაამუშავოს წიგნი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტს არა აქვს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
აღნიშნული წიგნის მომზადება გრიფირებისთვის წინასწარი გათვლებით დაჯდება 12 000
ლარი რაც მოიცავს როგორც ექსპერტთა ანაზღაურებას, ასევე დაკაბადონებას, მხატვრობას და
ა.შ. ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა თუკი სამინისტრო მიიღებს
გადაწყვეტილებას გადაამუშავოს წიგნი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც იქნებიან ექსპერტთა კომისიის
წევრები. ექსპერტთა რაოდენობა საბჭოში, წინასწარი გათვლებით არ აღემატება 10 წევრს.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, მარიამ ჯაში.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, მარიამ ჯაში.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით შედის ცვლილება
მუხლი 26. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში (სათაური
05.07.2018. №3025)
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის –
საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და
კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
(05.07.2018. №3025)
ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს; (05.07.2018. №3025)
გ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად
დოკუმენტს; (05.07.2018. №3025)
დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის დებულებებს; (05.07.2018. №3025)
დ1) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის ტიპურ დებულებას,
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი
აქტით
ქმნის
მულტიდისციპლინურ გუნდს / მულტიდისციპლინურ გუნდებს და განსაზღვრავს
მის/ მათ სამოქმედო ტერიტორიას; (29.06.2018. №2753)
დ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას;
(05.07.2018. №3025)
3
დ ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
უფროსს; (05.07.2018. №3025)
დ4) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას; (05.07.2018. №3025)
დ5) ამტკიცებს პანსიონური მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს;
(29.06.2018. №2753)
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორს; (05.07.2018. №3025)
ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის უფროსს; (05.07.2018. №3025)
ე2) ამოღებულია (13.06.2018. №2523 ამოქმედდეს 2018 წლის 15 სექტემბრიდან)
ე3) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე
გაწეული მომსახურების საფასურს; (05.07.2018. №3025)
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის
დანერგვასა და პილოტირებას; (05.07.2018. №3025)
ვ1) ამოღებულია (20.09.2018. №3439)
2
ვ ) ამოღებულია (23.03.2017. №494 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან)
ვ3) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან
გათანაბრებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის
დამადასტურებელი დიპლომის მისაღებად ამტკიცებს: (20.09.2018. №3443)
ვ3.ა) სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;
ვ3.ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების
შეფასების ფორმას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგები, და პროგრამას;
ვ4) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს
სხვადასხვა კვლევას; (05.07.2018. №3025)
ზ) ამოღებულია (21.07.2010. №3530 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
თ) ამოღებულია (21.07.2010. №3530 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ი)
ამტკიცებს
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციის
დებულებასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის დებულებასა და საფასურებს; (20.09.2018. №3443)
ი1) ამტკიცებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის
შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს; (20.09.2018. №3443)
კ) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობანაგებობების მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან
და უწყებებთან ერთად; (05.07.2018. №3025)
ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან ერთად; (05.07.2018. №3025)
ლ1) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
წესისა და პირობების შესაბამისად დააფინანსოს კერძო სკოლა შესაბამისი
მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში; (05.07.2018. №3025)
მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული
მოსწავლეების, მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; შეიმუშავებს ექსტერნატის
ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით
განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების
დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს;
(05.07.2018. №3025)
ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას;
უფლებამოსილია მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ
მოქმედებებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების
სამინისტროს წარდგინების საფუძველზე; (05.07.2018. №3025)
ნ1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირს; (05.07.2018. №3025)
ნ2)
უფლებამოსილია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
დაფინანსების, მართვის წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო
გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისათვის (მათ შორის,
დირექტორისა
და
მასწავლებლისათვის)
წასაყენებელი
მოთხოვნების
გათვალისწინებით, ავტორიზაციის მოპოვების მიზნით დააფუძნოს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე
განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს
წარდგინების საფუძველზე; (05.07.2018. №3025)
ო) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს; საჯარო
სკოლის სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის
დირექტორობის კანდიდატს/კანდიდატებს; (05.07.2018. №3025)
ო1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო
სკოლაში სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას; (05.07.2018. №3025)
პ) ამოღებულია (09.03.2011. №4321)
ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის
სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც
დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი
გადაწყვეტილებით; (05.07.2018. №3025)
რ) ამოღებულია (21.07.2010. №3530 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის
პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისა და საქართველოში
გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა
და საფასურს; (05.07.2018. №3025)
ს1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა
მობილობის წესს; (05.07.2018. №3025)
ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს; (05.07.2018. №3025)
ტ1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
უფლებამოსილია
ეროვნულ
სასწავლო
ოლიმპიადასთან
დაკავშირებით
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
ადმინისტრაციული
საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; (05.07.2018. №3025)
ტ2) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. საქართველოს
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტრო
უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები
და წესი; (05.07.2018. №3025)
ტ3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და
პირობებს და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც
ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესებით დაადგინოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები
და წესი; (20.09.2018. №3443)
ტ4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული
მომსახურების საფასურს; (05.07.2018. №3025)
ტ5) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის
ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“; (05.07.2018. №3025)
ტ6) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო
და
სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის
განვითარების
სააგენტოს
მიერ
ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს; (05.07.2018. №3025)
უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან,
მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და
უზრუნველყოფის სფეროში; (05.07.2018. №3025)
ფ)
ამტკიცებს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესსა და საფასურს. საქართველოს
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტრო
უფლებამოსილია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირებასთან
დაკავშირებით
დაადგინოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა; (05.07.2018. №3025)
ფ1)
უფლებამოსილია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესით განსაზღვრულ შემთხვევაში,
საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება
სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ; (05.07.2018. №3025)
ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და
პასუხისმგებელია ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
შესრულებისთვის. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია ამ მიზნით განახორციელოს ამ სკოლების
ფინანსური შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით; (05.07.2018. №3025)
ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით; (05.07.2018. №3025)
ყ) ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს
საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების, ავტორიზაციის ან/და აკრედიტაციის ჩატარების მიზნით;
(05.07.2018. №3025)
ყ1) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და
სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს; (05.07.2018. №3025)
ყ2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემას; (05.07.2018. №3025)
ყ3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ
ცენტრს/ცენტრებს; (05.07.2018. №3025)
შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი
კონკურსების გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის და მათთვის
უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს. საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო
სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები
და წესი; (05.07.2018. №3025)
შ1) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს: (05.07.2018. №3025)
შ1.ა) ამოღებულია
შ1.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს; (05.07.2018. №3025)
შ1.გ) ამოღებულია (28.11.2014. №2822)
შ1.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს; (05.07.2018. №3025)
შ1.ე) ამოღებულია (11.07.2009. №1385)
შ1.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის
პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს; (05.07.2018. №3025)
შ1.ზ) ამოღებულია (28.11.2014. №2822)
შ1.თ) ამოღებულია (28.11.2014. №2822)
შ1.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს; (05.07.2018. №3025)
შ1.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს; (05.07.2018. №3025)
შ2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და
მასწავლებლის დაჯილდოების წესს; (05.07.2018. №3025)
ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
მიერ დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური
აპარატის ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს
ტერიტორიული
ორგანოების
საშტატო
განრიგით
გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების
სამეურვეო საბჭოების წევრებს – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი
სამინისტროს წარდგინებით, მისი ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული
ორგანოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან; (05.07.2018.
№3025)
ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების
მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და
მაქსიმალურ ხანგრძლივობას; უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის
დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის
შემთხვევებს; (05.07.2018. №3025)
ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა
გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას; (05.07.2018. №3025)
ძ) ამოღებულია (17.03.2006. №2793)
წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების
წევრების რეგისტრაციის წესს; (05.07.2018. №3025)
ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების
მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს,
ამტკიცებს
სკოლების
მიერ
მასწავლებელთან
დადებული
შრომითი
ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს; (05.07.2018. №3025)
1
ჭ ) ამოღებულია (28.11.2014. №2822)
ჭ2) ამტკიცებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესს;
(20.07.2018. №3243)
ხ)
პროფესიულ
კავშირებთან
თანამშრომლობით
გეგმავს
ღონისძიებებს
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად; (05.07.2018. №3025)
ჯ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
წარდგინებით
ამტკიცებს
მასწავლებლის
პროფესიული
განვითარების
საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებასა და საფასურს;
(20.07.2018. №3243)
ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტის ფორმას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით
ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის
გაცემის წესს; (05.07.2018. №3025)
ჰ1) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის
მინიჭების წესს; (05.07.2018. №3025)
ჰ2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით
ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით; (05.07.2018. №3025)
ჰ3) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს; (05.07.2018.
№3025)
ჰ4) ამოღებულია (02.03.2007. №4412)
ჰ5) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად
წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას; (05.07.2018. №3025)
ჰ6) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს; (05.07.2018. №3025)
ჰ7) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს; (05.07.2018.
№3025)
ჰ8) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული
საქმიანობის საფასური; (05.07.2018. №3025)
ჰ9) უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის მინისტრის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ გამოცდებთან
დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
ადმინისტრაციული
საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; (05.07.2018. №3025)
ჰ10) უფლებამოსილია მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული,
სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების
ჩატარების
მიზნით
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაზე
ან/და
მასწავლებელზე გასცეს გრანტი და დაამტკიცოს საგრანტო კონკურსის დებულება;
(05.07.2018. №3025)
ჰ11)
ამტკიცებს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში
უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს;
(05.07.2018. №3025)
ჰ12)
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
უსაფრთხოებისა
და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა
პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით; (05.07.2018. №3025)
ჰ13) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს
შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესს. (05.07.2018. №3025)
ჰ14) უფლებამოსილია საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის შესარჩევი
ტურების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
(29.06.2018. №2753)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა
განსახორციელებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის
სამინისტრო
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს
საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების ხელმძღვანელებს და
მათ მოადგილეებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. (05.07.2018. №3025)
3. ამოღებულია (9.03.2011. №4321)
1
5
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო “ და „ტ “ ქვეპუნქტების მოქმედება არ
ვრცელდება
იმ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაზე,
რომელიც
ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“,
5
„ჟ“, „ტ “, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასეთ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო. (25.11.2011. №5349)