საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/145; 26.03.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-30
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
წერილი
N 19920
27/11/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის
პროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-3/145; 26.03.2018).
კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია სახელმწიფოს
მხრიდან ქვეყანაში არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების
შეურაცხყოფისგან დაცვა.
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი.
კანონპროექტის
პირველი
მოსმენით
განხილვის
ვადა
წამყვანი
კომიტეტისთვის განსაზღვრულია
2018 წლის 5 დეკემბერი, ხოლო
სავალდებულოსთვის 28 ნოემბერი.
სავალდებულო კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N 19889
27/11/2018), რათა დამატებითი კონსულტაციების გასამართად და პოზიციების
შესაჯერებლად კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე
წერილი
19889-3-9-3-201811271538
N 19889
27/11/2018
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ქალბატონ ეკა ბესელიას
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 3 აპრილის N145/3
გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს
დაევალა
სავალდებულო
წესით
განიხილოს
საქართველოს
პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/145, 26.03.2018).
კომიტეტმა 2018 წლის 24 აპრილის სხდომაზე განიხილა აღნიშნული
საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა,
ხოლო მისი განხილვის ვადა იწურება მიმდინარე წლის 28 ნოემბერს.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად, უზრუნველყოთ ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის
განხილვის ვადის გაგრძელება 1 (ერთი) თვით.
პატივისცემით,
სოფიო კილაძე
თავმჯდომარე