საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (299 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (195 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (192 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (129 KB)
📄 წერილი (189 KB)
📄 წერილი (348 KB)
📄 წერილი (72 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-30
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
წერილი
N 19922
27/11/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის
პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018წ.)
კანონპროექტის მიხედვით, ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული
ცხადდება დასჯადად და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა.
პირველ შემთხვევაზე 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაზე 1500 ლარი
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი.
კანონპროექტის
პირველი
მოსმენით
განხილვის
ვადა
წამყვანი
კომიტეტისთვის განსაზღვრულია
2018 წლის 15 დეკემბერი, ხოლო
სავალდებულოსთვის პირველი დეკემბერი.
სავალდებულო კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილიN 19894
27/11/2018), რათა დამატებითი კონსულტაციების გასამართად და პოზიციების
შესაჯერებლად კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე
წერილი
19894-3-9-3-201811271547
N 19894
27/11/2018
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ქალბატონ ეკა ბესელიას
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის N194/1
გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს პარლამენტის
წევრის
ემზარ
კვიციანის
მიერ
საკანონმდებლო
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ინიციატივის
პროექტი
კოდექსში
წესით
„საქართველოს
ცვლილების
შეტანის
შესახებ“ (№07-3/218; 04.09.2018).
აღნიშნული კანონპროექტის სავალდებულო წესით განხილვის ვადა
განსაზღვრულია 2018 წლის 01 დეკემბრამდე, თუმცა დასახელებულ ვადაში
საკითხის განხილვა ვერ ხერხდება, რადგან საჭიროა დამატებითი კონსულტაციები
და პოზიციების შეჯერება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ მითითებული
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით.
პატივისცემით,
სოფიო კილაძე
თავმჯდომარე
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2878/19
25-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის
პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018წ.)
კანონპროექტის მიხედვით, ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული
ცხადდება დასჯადად და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა. პირველ
შემთხვევაზე 500 ლარი, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის - 1500
ლარი.
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის
განსაზღვრულია 2019 წლის 7 მარტი, ხოლო სავალდებულოსთვის - 26 თებერვალი.
კანონპროექტზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების
მიზნით მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტზე განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი
თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge