საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (საქართველოს სახალხო დამცველისათვის გამოძიების დასრულებამდე განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ)
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-30
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-2785/19
22-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 30 ნოემბრის N214/8
გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№18108, 29.11.2018).
აღნიშნული წინადადების განხილვის ვადა იწურება 2019 წლის 25 თებერვალს.
დასახელებული
საკითხის
სრულყოფილად
დამუშავების
მიზნით
მიმდინარეობს კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება, რაც დამატებით
მოითხოვს გარკვეულ დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ მითითებული საკანონმდებლო
წინადადების განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-6694/19
12-04-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N18108; 29.11.2018)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა, 2019 წლის 11 აპრილის სხდომაზე, განიხილა საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოქმედი
საკანონმდებლო სივრცე არ იძლევა გამოძიების მწარმოებელი ორგანოების მიერ
ჩატარებული საქმიანობის ეფექტიანი კონტროლის შესაძლებლობას, ხოლო სახალხო
დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების მასალების
გაცნობა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მისი მხრიდან
ზედამხედველობის არაეფექტიანი ინსტრუმენტია.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს წინაშე
არსებული
გამოწვევებისა
მოქალაქეებისა
და
და
არსებული
საერთაშორისო
მდგომარეობის
ორგანიზაციების
გათვალისწინებით,
წინაშე
აღებული
ვალდებულებების შესასრულებლად, აუცილებელია, სახალხო დამცველს მიეცეს
უფლებამოსილება სიცოცხლის მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე
გამოძიების დასრულებამდე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რაც ხელს
შეუწყობს სიცოცხლის მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე მიმდინარე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
გამოძიებების გამჭვირვალობას, საგამოძიებო ორგანოთა მიმართ საზოგადოებრივი
ნდობის ამაღლებასა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
სახალხო დამცველი თვლის, რომ ის, როგორც ნეიტრალური, დამოუკიდებელი,
ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელი ექსკლუზიური
კონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე ინსტიტუტი, კონკრეტული საქმეების
მასალებზე სრულფასოვანი წვდომის შემთხვევაში, იქნება კონკრეტული საქმეების
გამოძიების ეფექტიანობის ხარისხის ობიექტური და ადამიანის უფლებებზე
ორიენტირებული შეფასების გარანტი. ამასთან, მას მიეცემა შესაძლებლობა ადრეულ
ეტაპზევე,
საჭიროების
შემთხვევაში,
რეკომენდაცია/წინადადებებიც,
რომელიც
გასცეს
კანონით
უფლების
განსაზღვრული
შესაძლო
დარღვევის
პრევენციულ და რეაქტიულ მიზანს მოემსახურება.
ის ასევე აღნიშნავს, რომ დასახელებული უფლებამოსილების მინიჭება
საფრთხის ქვეშ არ დააყენებს საქმის გამოძიების ლეგიტიმურ ინტერესს იქიდან
გამომდინარე, რომ სახალხო დამცველის აპარატი, კანონმდებლობის შესაბამისად,
ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-18 მუხლს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად
საქართველოს სახალხო დამცველს უფლება ექნება შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს
სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 1441, 1442, 1443, 332-ე და 333-ე
მუხლის კვალიფიკაციით.
იმსჯელა რა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული
ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის თაობაზე, კომიტეტმა ყურადღება
გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება
აქვს შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ
ძალაშია შესული.
„საქართველოს
სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებით საქართველოს სახალხო დამცველი
სარგებლობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტების
გამოვლენისა და შესწავლის მიზნით შემოწმების ჩატარების ფარგლებში.
საკანონმდებლო
წინადადებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
მინიჭების შემთხვევაში, მიმდინარე გამოძიების მასალების მიღებით სახალხო
დამცველი ფაქტობრივად დაიწყებს გამოძიების მიმდინარეობის შემოწმების პროცესს.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
21-ე
მუხლი
საქართველოს
სახალხო
დამცველს
უფლებამოსილებას
ანიჭებს
შემოწმების შედეგების მიხედვით წინადადებები და რეკომენდაციები გაუგზავნოს
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,
საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს. იმავდროულად, ამავე კანონის
23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემოწმების პროცესში ან საქართველოს
სახალხო
დამცველის
მოთხოვნის
საფუძველზე
ის
სახელმწიფო
ორგანო,
თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება
მოწმდება, ვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნაგანმარტება გამოსაკვლევ საკითხზე. ხოლო 24-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო
ხელისუფლების,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანო,
საჯარო
დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო
დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და 20
დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი
განხილვის შედეგები.
შესაბამისად, სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციის მიცემის შემთხვევაში,
საგამოძიებო ორგანოს, მათ შორის პროკურატურას და 2019 წლის 1 ივლისიდან კი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც, სახალხო დამცველის წინაშე წარმოეშობა
ანგარიშვალდებულება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის
თანახმად, საქართველოს პროკურატურა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა,
რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა
ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა. დაუშვებელია
პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს
პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
საქართველოს
კონსტიტუციის
65-ე
მუხლის
თანახმად,
საქართველოს
პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ
კონსტიტუციასა და კანონს. პროკურატურა ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს
თავისი საქმიანობის ანგარიშს.
„პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონი
იცნობს
პროკურატურის საქმიანობაზე მხოლოდ საპარლამენტო და სასამართლო კონტროლს.
პროკურატურა ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
პროკურატურის
საქმიანობის
საპარლამენტო
კონტროლი
ხორციელდება
პროკურატურის საქმიანობის შესახებ მხოლოდ ყოველწლიური ანგარიშის მოსმენით
და ეს ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან,
სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ
საკითხებს (მუხლი 68.). პროკურატურის მიერ იმ საგამოძიებო და სხვა საპროცესო
მოქმედებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით
გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს
გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მუხლი
69.).
ანალოგიური
დათქმებია
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურთან
დაკავშირებით „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-11 და მე-12 მუხლებში, რომელთა მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ
ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. სახელმწიფო ინსპექტორი
ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც
წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს, რაც არ უნდა შეიცავდეს
ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის
ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
სახალხო დამცველისთვის საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული
უფლებამოსილების მინიჭებით, რაც გამოიხატება გამოძიების ეტაპზე საქმის
მასალების გაცნობის შესაძლებლობით, სახალხო დამცველი პროცესში შემოდის
გამოძიებაზე ზედამხედველის სტატუსით და იჭრება საპროკურორო მანდატში,
რადგან შეაფასებს
მოქმედების
გამოძიების მიმდინარეობას, საგამოძიებო და საპროცესო
ჩატარების
მიზანშეწონილობას,
მოპოვებული
მტკიცებულებების
კანონიერებას, რეკომენდაციების მეშვეობით მონაწილეობას მიიღებს კონკრეტული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩამოყალიბებაში,
რაც,
დაგეგმვასა
ერთის
კონსტიტუციურ მანდატთან
და
მხრივ,
ზოგადად
საგამოძიებო
ტაქტიკის
შეუსაბამოა
სახალხო
დამცველის
და მეორეს მხრივ,
ცალსახად ეწინააღმდეგება
გამოძიების, საგამოძიებო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის, პროკურორის
დამოუკიდებლობის
პრინციპებს
და
გამოიწვევს
ინსტიტუციებს
შორის
უფლებამოსილებების აღრევას, რაც, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება თავად
გამოძიების პროცესზე და გამოძიების შედეგებზე.
გამოძიების წარმოება წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს ექსკლუზიურ
უფლებას. ყველა სისხლის სამართლის საქმე ინდივიდუალურია. საქმეზე მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესს, საგამოძიებო
მოქმედებათა თანმიმდევრობას, გამოძიების ტაქტიკას და ტექნიკას განსაზღვრავს
უშუალოდ საგამოძიებო ორგანო, გამოძიების მწარმოებელი პირი და მისი საპროცესო
ზედამხედველი პროკურორი. პროკურატურა დამოუკიდებელია და კონკრეტულ
სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორი
სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რაც გულისხმობს როგორც პირის
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ასევე ამა თუ იმ საგამოძიებო
მოქმედების მიზანშეწონილობის საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტას. სისხლის
სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას პროკურორი ზედამხედველობს
საგამოძიებო ორგანოს საქმიანობას და შეუძლია გამომძიებელს მისცეს კონკრეტული
მითითება. თავად პროკურორის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედების
კანონიერების შესწავლა კი შემდგომ სასამართლოში ხდება, რომელიც საბოლოო ჯამში
აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების და მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას, შესაბამისად,
საქმეზე ჩატარებული ობიექტური, ყოველმხრივი და ეფექტიანი გამოძიების
საბოლოო შეფასებას სასამართლო ახდენს.
ამდენად,
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელებით სახალხო დამცველი მოგვევლინება არა მარტო გამოძიებაზე
ზედამხედველ ორგანოდ, არამედ, გარკვეულწილად, შეითავსებს სასამართლოს
ფუნქციასაც კი. ყოველივე აღნიშნული კი რადიკალურად სცილდება სახალხო
დამცველის ფუნქციებს და აღნიშნული ინსტიტუტის არსს.
საკანონმდებლო წინადადება პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს უჩენს ვალდებულებას სახალხო დამცველს მიაწოდოს კონკრეტული
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მასალები და ეს მაშინ, როდესაც ზემოთ
დასახელებული საკანონმდებლო ნორმებით აღნიშნულ ორგანოებს იმპერატიულად
ეკრძალებათ საქართველოს პარლამენტსაც კი თუნდაც ინფორმაცია
მიაწოდონ
კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ
გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.
კომიტეტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახალხო
დამცველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და
მის მიერ გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე ინფორმაციის
გავრცელება გამოძიების იმ ეტაპზე, როდესაც სრულად არ არის ამოწურული
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და, მით უფრო, ისეთ დანაშაულებთან
დაკავშირებით,
რომლებსაც
ითვალისწინებს
საკანონმდებლო
წინადადება,
მნიშვნელოვნად დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.
საკანონმდებლო
წინადადებაში
სახალხო
დამცველი
აღნიშნავს,
რომ
მოთხოვნილი უფლებამოსილების მინიჭება საფრთხის ქვეშ არ დააყენებს საქმის
გამოძიების ლეგიტიმურ ინტერესს იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველის
აპარატი, კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის
კონფიდენციალობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტმა გააანალიზა შემდეგი საკანონმდებლო
ნორმები:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი და
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ
საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია;
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად,
პროკურორი/გამომძიებელი
ვალდებულია
უზრუნველყოს,
რომ
გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის
უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი
ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;
სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით დასჯადია ოპერატიულსამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ,
ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების
აკრძალვის შესახებ.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმები ვერ უზრუნველყოფენ
სახალხო დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების
მასალების კონფედენციალობის დაცვას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის კანონმდებლობით გამოძიების მონაცემების გამჟღავნება
დასჯადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი ამის თაობაზე გაფრთხილებული იყო,
ამასთან, ამ დანაშაულის სუბიექტი არის მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესის
მონაწილე. პროცესის მონაწილეები კი გამოძიების სტადიაზე არიან მოსამართლე,
სასამართლო სხდომის მდივანი, პროკურორი, გამომძიებელი, ბრალდებული,
ადვოკატი, დაზარალებული, მოწმე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი,
კანონიერი წარმომადგენელი, ექსპერტი, თარჯიმანი.
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი არ არის და არც შეიძლება იყოს
პროცესის
მონაწილე,
შესაბამისად,
პროკურორი/გამომძიებელი
არ
არის
უფლებამოსილი დაავალდებულოს სახალხო დამცველი ნებართვის გარეშე არ
გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი არ
შეიძლება იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის სუბიექტი.
რაც შეეხება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შეზღუდვას, ის ვერ
იქნება საკმარისი ძალის მქონე მექანიზმი კონფიდენციალურად აღიარებული
ინფორმაციის დასაცავად, რადგან არ არსებობს ამ ნორმის შეუსრულებლობის ფაქტზე
რეაგირების ეფექტიანი და ქმედითი რეგულაციები.
შესაბამისად,
კომიტეტმა
აღნიშნა,
რომ
გაანალიზებული
გარემოებები
წარმოაჩენენ
სამართლებრივ
წინააღმდეგობას
და
ზემოთ
დასახელებული
და
საკანონმდებლო
წინადადების
შეუსაბამობას
საქართველოს
კანონმდებლობასთან და ამ კანონმდებლობით განმტკიცებულ პრინციპებთან.
გარდა
აღნიშნულისა,
კომიტეტმა
მიიჩნია,
რომ
ბუნდოვანი
და
დაუსაბუთებელია საკანონმდებლო წინადადების საბოლოო მოთხოვნაც:
წინადადებაში სახალხო დამცველი ითხოვს მიმდინარე გამოძიების მასალების
გაცნობის შესაძლებლობას განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის
საქმეებზე. შემდეგ დაზუსტებულია მოთხოვნა და მითითება კეთდება სიცოცხლის
მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე, საბოლოოდ კი მოთხოვნა
კონკრეტდება და ჩამოთვლილია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე,
1441, 1442, 1443, 332-ე და 333-ე მუხლები.
კომიტეტმა შენიშნა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ იცნობს
სისხლის სამართლის საქმეთა „განსაკუთრებულკატეგორიას“. აგრეთვე, სისხლის
სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლებიც დაკავშირებულია
სიცოცხლის მოსპობასა და არასათანადო მოპყრობასთან, საკმაოდ ფართოა და არ
შემოიფარგლება მხოლოდ საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული მუხლებით,
რაც აჩენს კითხვას, თუ რა ნიშნით არის შერჩეული მხოლოდ ეს მუხლები, რაზედაც
საკანონმდებლო წინადადება პასუხს ვერ სცემს. ამასთან, საბოლოოდ სახალხო
დამცველი ითხოვს მასალების გაცნობის შესაძლებლობას იმ სისხლის სამართლის
საქმეებზეც, რომლებიც შეიძლება არც კი იყოს დაკავშირებული
სიცოცხლის
მოსპობასა და არასათანადო მოპყრობასთან. ასეთი მუხლებია სისხლის სამართლის
კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლები. ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვა, თუ რატომ არის
გამოყოფილი კონკრეტულად ეს ორი მუხლი, რომლებიც განეკუთვნება სამოხელეო
დანაშაულთა კატეგორიას.
ამდენად, იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა საქმეებიც შედის სახალხო
დამცველის ინტერესის სფეროში, არ ექცევა რაიმე ერთიან, ლოგიკურ ჩარჩოში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საკანონმდებლო წინადადების მთელ რედაქციაში
აქცენტი
კეთდება
სიცოცხლის
მოსპობასა
და
არასათანადო
მოპყრობასთან
დაკავშირებულ საქმეებზე და საბოლოო ამ კატეგორიის ათეულობით დანაშაულიდან
მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ რამდენიმეზე. იმავდროულად, მოთხოვნა გასცდა
აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა ფარგლებს და ყოველგვარი დასაბუთების
გარეშე მითითება გაკეთდა სამოხელეო დანაშაულებზეც, ამასთან დასახელდა ასეთი
მხოლოდ
2
დანაშაული,
მაშინ,
როდესაც
სისხლის
სამართლის
კოდექსი
ითვალისწინებს სხვა არანაკლებ საყურადებო სამოხელეო დანაშაულებსაც, მათ შორის
ისეთებს, რომლებიც დაკავშირებულია სიცოცხლის მოსპობასთან.
გააანალიზა რა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, კომიტეტმა
მიიჩნია:
სახალხო დამცველისთვის მის მიერ მოთხოვნილ დანაშაულებზე საქმის
მასალების გაცნობის უფლების მინიჭება, მაშინ როდესაც საქმეზე არ არის მიღებული
შემაჯამებელი გადაწყვეტილება, საფრთხეს შეუქმნის სამართალდამცავ ორგანოთა
ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას, ვინაიდან ქმნის მათ საქმიანობაში
არაპროპორციული ჩარევის რეალურ საფრთხეს და ნეგატიურად აისახება მათი
დამოუკიდებლობისა
და
საგამოძიებო/საპროცესო
გამოძიების
ხარისხზე,
მაშინ
როდესაც,
მოქმედებების
ჩატარების
მიზანშეწონილობის,
თანმიმდევრობის განსაზღვრა მხოლოდ მათი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა;
სახალხო დამცველისთვის მის მიერ მოთხოვნილი უფლებამოსილების მინიჭება
გარკვეულწილად ხსნის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების
მონაცემების გახმაურების შემაკავებელ ბარიერებს და საფრთხის ქვეშ დგება
გამოძიების ინტერესები;
საკანონმდებლო წინადადების მოთხოვნა ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია,
ამასთან
სამართლებრივად
შეუსაბამოა
საქართველოს
კანონმდებლობით
განმტკიცებულ პრინციპებთან.
საკანონმდებლო
შეისწავლა
და
წინადადების
გააანალიზა
განხილვის
საქართველოს
პროცესში
მთავრობისა
კომიტეტმა
და
ასევე
საქართველოს
პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები აღნიშნული საკანონმდებლო
წინადადებით შემოთავაზებულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საქართველოს პროკურატურა არ
მიიჩნევს მიზანშეწონილად საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას, რადგან
მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, წინააღმდეგობაში
მოდის გამომძიებლის/პროკურორის დამოუკიდებლობის გარანტიებთან და მისი
დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.
იმავდროულად, კომიტეტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს
სახალხო დამცველს კანონმდებლობით ისედაც გააჩნია ძლიერი და საკმარისი
მექანიზმები იმისათვის, რომ დაიცვას პირის კანონიერი ინტერესები. „საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით
გათვალისწინებულია სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი. სხვა ფართო
უფლებსამოსილებებთან
ერთად,
სახალხო
დამცველს
უფლება
აქვს
დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის
დაწესებულებაში,
ნებისმიერ
მათ
ორგანოში,
შორის,
საწარმოში,
სამხედრო
ორგანიზაციასა
ქვედანაყოფში,
და
პენიტენციურ
დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში
(საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ მე-18
მუხლის
„ა“
ქვეპუნქტი).
აღნიშნული
უფლება
სახალხო
დამცველს
აძლევს
შესაძლებლობას ინფორმაცია მიიღოს მათ შორის გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის
მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო
საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
რატი იონათამიშვილი
საქართველოს
ორგანული
კანონის
სხვა
14789-15-1-2-201811291143
N 15-1/14789
29/11/2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
წინადადება
საქართველოს სახალხო დამცველისთვის გამოძიების დასრულებამდე განსაკუთრებული
კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების
შესახებ
შემუშავებულია
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატის
მიერ
განხორციელებული
შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად.
ბატონო ირაკლი,
სიცოცხლის მოსპობასა და წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის
პრაქტიკასთან (შემდგომში: „არასათანადო მოპყრობა“) დაკავშირებული სისხლის სამართლის
საქმეების არაეფექტიანი და გაჭიანურებული გამოძიების გამო საქართველო არაერთხელ გამხდარა
კრიტიკის ობიექტი, რაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მრავალი
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გაცემულ არაერთ რეკომენდაციაში აისახა.1
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო სივრცე არ იძლევა გამოძიების მწარმოებელი
ორგანოების
მიერ
ჩატარებული
საქმიანობის
ეფექტიანი
კონტროლის
შესაძლებლობას.
1 მაგ, იხ. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის შესახებ გაეროს
სპეციალური მომხსენებლის 2005 წლის სპეციალური ანგარიში, ხელმისაწვდომია < https://documents-ddsny.un.org/doc/UNDOC/GEN/G05/160/45/PDF/G0516045.pdf?OpenElement>; ასევე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი
შესაძლო დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა, საკანონმდებლო რეგულაციები და ეფექტიანი გამოძიების
საერთაშორისო სტანდარტები, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, 2013. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1702.pdf > და სხვ.
საქართველოს სახალხო დამცველს გააჩნია უფლებამოსილება, კონსტიტუციური მანდატის
ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვას,2 მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლის მეშვეობით,
თუმცა ორგანული კანონი აღნიშნულ უფლებამოსილებას ზღუდავს საქმეზე შემაჯამებელი
გადაწყვეტილების
მიღებამდე.3
თუ
მხედველობაში
მივიღებთ
საქმეებისთვის გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვრცელ
მოცემული
ვადებს,4
კატეგორიის
რომლის განმავლობაში
სახალხო დამცველი ვერ ეცნობა გამოძიების მასალებს, აშკარაა, რომ ზედამხედველობის
აღნიშნული ინსტრუმენტი არაეფექტიანია.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული
გამოწვევებისა
და
არსებული
საერთაშორისო
ორგანიზაციების
მდგომარეობის
წინაშე
გათვალისწინებით,
აღებული
მოქალაქეებისა
ვალდებულებების
და
შესასრულებლად,
აუცილებელია, სახალხო დამცველს მიეცეს სიცოცხლის მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის
საქმეებზე5
მიმდინარე
გამოძიებებზე
ეფექტიანი
ზედამხედველობის
შესაძლებლობა,
რაც
გამოძიების დასრულებამდე საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობაში გამოიხატება.
სამართლებრივი დასაბუთება
1) სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ხარისხი ეროვნულ დონეზე
არასათანადო მოპყრობის აკრძალვა და სიცოცხლის უფლების დაცვა უშედეგო იქნება, თუკი
სახელმწიფოს არ დაეკისრება ეროვნულ დონეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება
იმ კანონის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომელიც ადამიანის უფლებას
იცავს.6 გაეროსა7 და ევროსაბჭოს8 წევრმა სახელმწიფოებმა მსგავსი დანაშაულის თითოეულ
ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღეს.9
გათვალისწინებით,
სახელმწიფო
ვალდებულია
გაითვალისწინოს
კონვენციური სამართლის
ეფექტიანი
გამოძიების
სტანდარტები, რათა აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ ფორმალურად არ სრულდებოდეს.
2 იხ. საქართველოს კონსტიტუცია, 43-ე მუხლის პირველი პუნქტი.
3 იხ. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი.
4 მაგ. 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, 25 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
5 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 1441, 1442, 1443, 332-ე და 333-ე მუხლები.
6 „მასლოვა და ნალბანდოვი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 839/02, პარ. 91.
7 გაეროს 1984 წლის 10 დეკემბრის კონვენცია „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის
წინააღმდეგ“, მუხლი 12, ხელმისაწვდომია < http://www.ohchr.org/EN/ProfessionalInterest/Pages/CAT.aspx > გაეროს
გენერალური ასამბლეის 1975 წლის 9 დეკემბრის N3452(XXX) დეკლარაცია „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური
და დამამცირებელი მოპყრობისგან ყველა პირის დაცვის შესახებ“, მუხლი 9, ხელმისაწვდომია < http://www.undocuments.net/dpptcidt.htm >.
8 ევროსაბჭოს 1950 წლის 4 ნოემბრის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, მუხლი
3, ხელმისაწვდომია < https://www.echr.coe.int/Documents/Convention_ENG.pdf >, ასევე იხ. ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს 1998 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ასენოვი (Assenov) და სხვები
ბულგარეთის წინააღმდეგ“, პარ. 101-106.
9 ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის კომიტეტის მე-14
ზოგადი ანგარიში, პუნქტი 28, ხელმისაწვდომია < https://rm.coe.int/1680696a80 >; იხ. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის
2011 წლის 30 მარტის გაიდლაინები ადამიანის უფლებათა სერიოზულ დანაშაულებზე დაუსჯელობის
აღმოსაფხვრელად, ხელმისაწვდომია < http://policehumanrightsresources.org/wp-content/uploads/2016/06/CoE-Guidelines-onEradicating-impunity.pdf >
ნიშანდობლივია, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულების გამოძიება მხოლოდ საქართველოსთვის
დამახასიათებელ პრობლემას არ წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1959-2015 წლებში განხილული საქმეების დაახლოებით
1/3-ში, სადაც არასათანადო მოპყრობის ფაქტი დადგინდა, ასევე გამოიკვეთა დანაშაულის
არაეფექტიანი
გამოძიების
პრობლემა.10
მიუხედავად
ამისა,
აღნიშნული
კატეგორიის
დანაშაულების გამოძიება საქართველოსთვის განსაკუთრებით პრობლემურია.
მსგავსი დანაშაულების გამოძიების არაეფექტიანობასა და დამოუკიდებლობის არასაკმარის
გარანტიებზე სხვადასხვა პერიოდში ანალოგიური მოსაზრებები გამოთქვეს ევროპის საბჭოს
ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა,11 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა,12
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა13 და არაერთმა საერთაშორისო14 თუ შიდაეროვნულმა
არასამთავრობო ორგანიზაციამ.15
ე.წ.
ცინცაბაძის
ჯგუფის16
საქმეებზე
მიღებული
გადაწყვეტილებებისა
და
განჩინებების
ფარგლებში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე აიღო ინდივიდუალური
და ზოგადი ღონისძიებების გატარების ვალდებულება. აღნიშნული გულისხმობს, ერთი მხრივ,
ჯეროვანი
საკანონმდებლო
გარანტიების
შექმნას
გამოძიების
დამოუკიდებლობისა
და
ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, მეორე მხრივ კი - წაგებულ ან მორიგებით დასრულებულ
საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.
აღნიშნული ვალდებულებები ამ დრომდე კვლავაც არ შესრულებულა. არსებული საკანონმდებლო
სივრცე
არ
იძლევა
საკმარის
გარანტიებს
გამოძიების
დამოუკიდებელი
ორგანოს
მიერ
ჩატარებისთვის, ხოლო განახლებული გამოძიებები შემაჯამებელი გადაწყვეტილების გარეშე,
10 1803 საქმეში დადგინდა მე-3 მუხლის მატერიალური დარღვევა (წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა),
ხოლო 662 საქმეში დადგინდა მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია <
https://www.echr.coe.int/Documents/Stats_violation_1959_2015_ENG.pdf >
11 Report by Thomas Hammarberg, Commissioner for Human Rights of the Council of Europe Following his visit to Georgia from
18 to 20 April 2011. CommDH(2011)22. ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < http://www.refworld.org/pdfid/4ecb5a3d2.pdf >
12 წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის შესახებ გაეროს
სპეციალური
მომხსენებლის
2015
წლის
სპეციალური
ანგარიში,
ხელმისაწვდომია
<
http://www.ohchr.org/EN/Issues/Torture/SRTorture/Pages/SRTortureIndex.aspx > და 2005 წლის სპეციალური ანგარიში,
ხელმისაწვდომია < https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G05/160/45/PDF/G0516045.pdf?OpenElement >.
13
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია <
https://www.state.gov/documents/organization/265634.pdf >
14
იხ. მაგ. Human Rights Watch-ის 2016 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია <
https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/georgia >, ასევე Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია < https://www.amnesty.org/en/countries/europe-and-central-asia/georgia/reportgeorgia/ >.
15 იხ. < http://www.osgf.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=15&info_id=4070 >; ასევე სლეიდი, კაჭკაჭიშვილი, ცისკარიშვილი,
ჯეირანაშვილი, გობრონიძე „დანაშაული და გადამეტებული სასჯელი: საქართველოს საპატიმროებში ადამიანის
უფლებების
დარღვევის
მასშტაბი
და
მიზეზები”,
ხელმისაწვდომია
<
http://www.osgf.ge/files/2015/Publication/Final_Report_-_GEO.pdf >
გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ: ღარიბაშვილი (11830/03), ხაინდრავა და ძამაშვილი (18183/05),
მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (18996/06), დვალიშვილი (19634/07), ცინცაბაძე (35403/06), ენუქიძე და
გირგვლიანი (25091/07); განჩინებები საქართველოს წინააღმდეგ: კიზირია (4728/08), ბაღაშვილი (5168/06), სურმანიძე და
სხვები (11323/08), მოლაშვილი (39726/04), მზექალაშვილი (8177/12), კოპაძე (58228/09), ლანჩავა (28103/11), შპს „სტუდია
მაესტრო“ და სხვები (22318/10), ჩანტლაძე (60864/10), ბექაური და სხვები (312/10), და გეგენავა და სხვები (65128/10).
16
უშედეგოდ მიმდინარეობს.17აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის უკვე
კანონით განმტკიცებული მოდელი – სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონი – მიუხედავად
იმისა, რომ მისი შექმნა თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია, შეიცავს არსებით ხარვეზებს, რაც
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიების უზრუნველყოფას უშლის ხელს18.
საქართველოს სახალხო დამცველისა19 და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის20
სპეციალურ ანგარიშებში განხილულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, სადაც
გამოძიება სავარაუდოდ სამართალდამცავი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე არაეფექტიანად
მიმდინარეობდა. კონკრეტულ საქმეებზე მითითება ასევე გვხვდება სახალხო დამცველის
ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში.21ასევე ხაზგასასმელია სამოქალაქო საზოგადოების
დაკვირვების ბოლო პერიოდის შედეგებიც, სადაც ამ ტიპის საქმეთა გამოძიების არსებით
ხარვეზებზეა საუბარი22.
სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში მითითებულია უმნიშვნელოვანესი საპროცესო
მოქმედებების დაგვიანებით ჩატარების (ან საერთოდ არჩატარების), გამოძიებაში მსხვერპლის
ჩართულობის მინიმუმამდე დაყვანისა და ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის ძირითადი
პრინციპების დარღვევები, რის
შედეგადაც გამოძიება მხოლოდ ფიქტიურ სახეს ატარებს და
უშედეგოდ მთავრდება.23
ანგარიშებში
ასევე
მითითებულია,
რომ
პროკურატურა
არ
წარმოგვიდგენს
საქმეების
მიმდინარეობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას.24
ყურადსაღებია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 2013–2018 წლებში გამოძიების დაწყების
შესახებ 103 წინადადებით მიმართა პროკურატურას, თუმცა ამ დრომდე სასამართლოში არც ერთი
მათგანი არ წარმართულა. სახალხო დამცველის აპარატისთვის, როგორც წესი, უცნობია საქმის
ხელმისაწვდომია < http://www.ombudsman.ge/ge/about-us/struqtura/departamentebi/sisxlis-samartlis-martlmsadjulebisdepartamenti/siaxleebi/saxalxo-damcvelma-evropis-sabchos-ministrta-komitetis-winashe-morigi-komunikacia-waradgina1.page >
18
ხელმისაწვდომია
<
https://sites.google.com/view/geoombudsman/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E
1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%
9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D > გვ. 85–87
19 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო
დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა, საკანონმდებლო რეგულაციები და ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო
სტანდარტები“, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1702.pdf >
20ხელმისაწვდომია
<
https://gyla.ge/ge/post/samartaldamcavta-mier-savaraudod-chadenili-danashaulis-faqtebi-da-matzesakhelmtsifos-reagireba-saias-tsarmoebashi-arsebuli-saqmeebis-analizi#sthash.jn4NI9eC.dpbs >
21 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 371–373; 2015 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 410–424; 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 337–339;
22 იხ. ორგანიზაციის – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიში, „სამართალდამცავთა მხრიდან
არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზები და მსხვერპლთა სამართლებრივი მდგომარეობა
საქართველოში“, 2018 წ. ხელმისაწვდომია < https://www.gdi.ge/uploads/other/0/760.pdf >
23 მაგ. გ.ო.-ს საქმეზე პროკურატურამ მსჯავრდებულისა და სახალხო დამცველის აპარატის არაერთი მიმართვის
მიუხედავად, არ მოიპოვა პენიტენციური დაწესებულების რელევანტური ვიდეოკამერის ჩანაწერები, მოწმეთა დაკითხვა
შემთხვევიდან 80 დღის შემდგომ განხორციელდა, გ.ო.-ს არც ერთი მოთხოვნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან
დაკავშირებით არ დაკმაყოფილებულა. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.
821-826.
24 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 402; 2014 წლის საპარლამენტო
ანგარიში, გვ. 330.
17
გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია, გარდა, საქმის ნომრისა და კვალიფიკაციის,
ასევე, საგამოძიებო მოქმედებებზე ზოგადი მითითებებისა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქმის კვალიფიკაცია კვლავ პრობლემას წარმოადგენს
სიცოცხლის მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის ისეთ საქმეებზე, რომელიც სავარაუდოდ
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი. კვალიფიკაციის არასწორი
შერჩევა გამოძიების თავიდანვე არასწორად წარმართვას იწვევს, რაც ცნობილია საქართველოს
პარლამენტისთვისაც, რომელმაც დადგენილებით მოუწოდა პროკურატურას, არასათანადო
მოპყრობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება სსკ 1441 და 1443 მუხლების კვალიფიკაციით
ეწარმოებინა.25
2) სახალხო დამცველის – ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტის როლი
სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების ეფექტიანად შესრულებაში
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებს
სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაში. „პარიზის პრინციპები“26 და
მისგან გამომდინარე არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია თუ სახელმძღვანელო პრინციპი
ცალსახად მიუთითებს, რომ უფლებათა დაცვის ერთერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის
ადამიანის
უფლებათა
თანამშრომლობა
დაცვის
ხელისუფლების
ეროვნული
ინსტიტუტების
ორგანოებთან
და
ჩართულობა
განსაკუთრებით,
და
აქტიური
სამართალდამცავ
ორგანოებთან27.
ბოლო პერიოდის არაერთი საერთაშორისო ფორუმები დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის
ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერებას, რამდენადაც მათი ფუნქციების ეფექტიანი შესრულება
არის სასიცოცხლო ინსტრუმენტი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში28.
ჩართულობა და თანამშრომლობა ამ კონკრეტულ კონტექსტში (სიცოცხლის უფლების დაცვა;
წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა; ამ საქმეთა ეფექტიანი გამოძიება) თავისთავად
მოიცავს გამოძიების მასალებზე წვდომას და სახალხო დამცველისა და ეროვნული საგამოძიებო
ორგანოების თანამშრომლობას ამ კუთხით. სხვა შემთხვევაში, აზრს მოკლებულია და სრულიად
იხ. საქართველოს პარლამენტის N1181- IIს დადგენილება „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე,
ხელმისაწვდომია < http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/71413/1181 >
26 „პარიზის პრინციპები“, „3/ე“ – ადამიანის უფლებათა ეროვნული ინტიტუტების შესახებ
1993 წლის გაეროს
პრინციპები ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისების მიზნით;
27 გაეროს 2015 წლის N70/163 რეზოლუცია:– ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტები ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
წახალისებისთვის,
ხელმისაწვდომია
<
http://www.un.org/en/ga/search/view_doc.asp?symbol=A/RES/70/163 > paras 3-10; ადამიანის უფლებათა დაცვის
ინსტიტუტები. ისტორია, პრინციპები, როლი და პასუხისმგებლობა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი,
2010, ხელმისაწვდომია < https://www.ohchr.org/Documents/Publications/PTS-4Rev1-NHRI_en.pdf > p.24;
28
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის 2016 წლის აგვისტოს კომენტარი, ხელმისაწვდომია <
https://www.coe.int/en/web/commissioner/-/human-rights-defenders-work-is-vital-for-redress-to-victims-of-enforceddisappearance?inheritRedirect=true&redirect=%2Fen%2Fweb%2Fcommissioner%2Fhuman-rights-defenders >
25
უფუნქციოა სახალხო დამცველის კონსტიტუციური მანდატი ამ კონკრეტული უფლებების დაცვის
მონიტორინგზე. ინფორმაციაზე წვდომა მონიტორინგის მთავარი ინსტრუმენტია.29
ინფორმაციაზე წვდომა, როგორც ეფექტიანი მონიტორინგის მთავარი კომპონენტი, სრულად
უზრუნველყოფილია ევროპული გამოცდილებით. კერძოდ, ფინეთის და შვედეთის საპარლამენტო
ომბუდსმენებს, დანიის ომბუდსმენს, ესტონეთის იუსტიციის კანცლერს (ადამიანის უფლებათა
დაცვის ეროვნული ინსტიტუტი ესტონეთში), ლიტვის სეიმას (ადამიანის უფლებათა დაცვის
ეროვნული ინსტიტუტი ლიტვაში, რომლის შემადგენლობაშიც არის ერთზე მეტი ომბუდსმენი)
აქვს წვდომა ხელისუფლების ყველა უწყების ინფორმაციაზე, და მათ შორის, გამოძიების
მასალებზეც.30
ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველის ადამიანის უფლებებზე საზედამხედველო ფუნქციის
ეფექტურობის
გაზრდის
დადგენილებით31
მიზნით,
(N3148-რს)
საქართველოს
განუსაზღვრა
პარლამენტმა
ვალდებულება
2018
წლის
საქართველოს
19
ივლისის
პროკურატურის
ორგანოებს დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველს, კანონმდებლობით
დადგენილ ფარგლებში მიაწოდოს ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი თარიღების მითითებით
იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, რომლებიც არასათანადო მოპყრობის
სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარდა.
სამწუხაროდ,
პარლამენტის
რეკომენდაცია
საქართველოს
პროკურატურამ
არ
გაიზიარა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პარლამენტის დადგენილების ხსენებულ ჩანაწერზე
მითითებით, რამდენჯერმე, მათ შორის, 2018 წლის 10 აგვისტოს N15-2/10598 წერილით მიმართა
საქართველოს მთავარ პროკურატურას, ერთ-ერთი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე
მიმდინარე საქმის ფარგლებში კონკრეტული ინფორმაციის მიღების მიზნით. თუმცა, ამ
კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 17 აგვისტოს
N13/63556 წერილით სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა უარი. აპარატს პროკურატურის მიერ
უარი ეთქვა სხვა საქმეებზე (ათამდე საქმეზე აგვისტოს შემდეგ) კონკრეტული ინფორმაციის
მიწოდებაზეც.
ბოლო წლები სახალხო დამცველის აპარატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქმეებს,
რომელთა შესწავლა საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე მიმდინარეობდა და რომელთა
მიმართაც არსებობდა საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი კანონის უზენაესობისა და
ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით32 და შეეხებოდა ეფექტიანი გამოძიების შესახებ
სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების შესრულებას.33 ამ საქმეებს სახალხო დამცველის
აპარატის წარმომადგენლები გაეცნენ სხვადასხვა გზით: ის საქმეები, სადაც გამოძიება დასრულდა,
29 CDL-AD(2007)020 - Opinion on the possible reform of the Ombudsman Institution in Kazakhstan adopted by the Venice
Commission at its 71st Plenary Session (Venice, 1-2 June 2007), p. 12; https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDLPI(2016)001-e, p.4
30ხელმისაწვდომია<http://www.jo.se/en/About-JO/Legal-basis/Instrument-of-Government/;
<https://www.oikeusasiamies.fi/en/parliamentary-ombudsman-act>; https://www.riigiteataja.ee/en/eli/507042016001/consolide ;
http://en.ombudsmanden.dk/loven/; ხელმისაწვდომია <http://www.lrski.lt/images/dokumentai/Seimo-kontrolieriu-istatymasENG_VIII-950_2018.pdf
31 დადგენილების მე-4 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი.
32 მაგ. ე.წ. „ციანიდის საქმე“, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე.
33 მაგ. მ. პ.–ის საქმე, გ. ო.–ს საქმე, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე.
შეისწავლა აპარატმა არსებული კანონით დადგენილი წესით, ხოლო ის საქმეები, სადაც გამოძება
მიმდინარეობდა,
ერთ
შემთხვევაში
საგამოძიებო
–
შემთხვევაში
სასამართლო
უწყებასთან
სხდომაზე
ერთჯერადი
დასწრებით,
შეთანხმებით.
ხოლო
მეორე
განსაკუთრებული
საზოგადოებრივი ინტერესი გამოიხატა სახალხო დამცველის აპარატის მიერ აღნიშნული
საქმეების შესწავლის შედეგების მიმართ. სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული კატეგორიის
საქმეების შესწავლისადმი ინტერესი გამოვლინდა საქართველოს პარლამენტშიც, 2017 წლის
ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის დროს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო
დამცველმა გამოთქვა სურვილი, შესასწავლად გადაეცეს სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით
მიმდინარე საქმის მასალებიც.
საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების შესრულება და ამ
მიზნით
სათანადო
ღონისძიებების
განხორციელება
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დეკლარირებული მიზანია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამოქმედო
სამთავრობო გეგმაშია მოცემული.34 იგივე გეგმა მიზნად ისახავს გამოძიების დამოუკიდებლობის,
ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობას.35
სახალხო დამცველისთვის გამოძიების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭება ამ
კუთხით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს სიცოცხლის
მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების გამჭვირვალობას,
საგამოძიებო ორგანოთა მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებასა და პასუხისმგებლობის
გაძლიერებას.
საგამოძიებო
უწყებების
ფუნქციონირების
გამჭვირვალეობა
საზოგადოებაში
დაკარგული ნდობის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. სახალხო დამცველი
ნეიტრალური,
დამოუკიდებელი,
ადამიანის
უფლებების
დაცვის
როგორც
მონიტორინგის
განმახორციელებელი ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილების მქონე ინსტიტუტი,
კონკრეტული საქმეების მასალებზე სრულფასოვანი წვდომის შემთხვევაში, იქნება კონკრეტული
საქმეების
გამოძიების
ეფექტიანობის
ხარისხის
ობიექტური
და
ადამიანის
უფლებებზე
ორიენტირებული შეფასების გარანტი. ამასთან, სახალხო დამცველს მიეცემა შესაძლებლობა
ადრეულ
ეტაპზევე,
საჭიროების
შემთხვევაში,
გასცეს
კანონით
განსაზღვრული
რეკომენდაცია/წინადადებებიც, რომელიც უფლების შესაძლო დარღვევის პრევენციულ და
რეაქტიულ მიზანს მოემსახურება.
აღნიშნულ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ „პროკურატურის შესახებ“ ახალი ორგანული
კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა არის ერთიანი ცენტრალიზებული
სისტემა, რომელიც დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
კანონის
პროექტით
აკრძალულია
საქმიანობასთან
დაკავშირებით
ანგარიშის
მოთხოვნის
შესაძლებლობა, თუკი ეს პირდაპირ არ იქნება გათვალისწინებული კონსტიტუციითა და
პროკურატურის შესახებ კანონით.36 კონკრეტულ საქმეების ეფექტიანი გამოძიების თაობაზე
ანგარიშვალდებულების მრავალ ინსტრუმენტს კანონის პროექტი სამწუხაროდ არ განსაზღვრავს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის N182 დადგენილება, დანართი, პ. 27.1. ხელმისაწვდომია: <
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4153833 >
35 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის N182 დადგენილება, დანართი, პ. 5.1.3
36 პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, მუხ. 6, პუნქ. 1 და 2.
34
ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება სახელმწიფო
ინსპექტორის საგამოძიებო უფლებამოსილებაც, რაც განსაზღვრულია „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული სახელმწიფო უწყების მიერ ჩატარებული
გამოძიების ეფექტიანობის ხარისხმა პასუხი უნდა გასცეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს
გამოძიების
მიმართულებით.
კანონის
მიხედვით,
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახური
ვალდებულია წლიური ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. თუმცა, აღნიშნული
წესი მოიცავს დათქმას იმის თაობაზე, რომ ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიში არ უნდა
შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის
ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ამრიგად, კონკრეტული საქმეების
ეფექტიანი გამოძიების თაობაზე ანგარიშვალდებულების ეფექტურ ინსტრუმენტს კანონი,
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც არ განსაზღვრავს.
შესაბამისად, არსებული მოცემულობისა და სახალხო დამცველის კონსტიტუციური მანდატის
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილად
მიგვაჩნია
განსაკუთრებული
კატეგორიის
სისხლის
სამართლის საქმეების გაცნობის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს სახალხო დამცველს,
როგორც დამოუკიდებელი გარე მონიტორინგის მექანიზმის ფუნქციის განმახორციელებელ
ინსტიტუტს.
აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება საფრთხის ქვეშ არ დააყენებს საქმის გამოძიების
ლეგიტიმურ
ინტერესს
იქიდან
გამომდინარე,
რომ
სახალხო
დამცველის
აპარატი,
კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია დაიცავს ინფორმაციის კონფიდენციალობა.
დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის მოსპობისა და
არასათანადო მოპყრობის საქმეებთან დაკავშირებით ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების
შესრულების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით, აუცილებელია მსგავსი კატეგორიის საქმეების
გამოძიების
მიმდინარეობაზე
დამატებითი
გარე
კონტროლის
მექანიზმის
გამართული
ფუნქციონირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინადადებით, შევიდეს ცვლილება „საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რათა საქართველოს სახალხო
დამცველს მიეცეს სიცოცხლის მოსპობისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე37 მიმდინარე
გამოძიებებზე
ეფექტიანი
ადამიანის
უფლებათა
ზედამხედველობის
შესაძლებლობა,
რაც
გამოძიების დასრულებამდე საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობაში
გამოიხატება.38
მიზნით
ვერსიას,
წარმოგიდგენთ
ორგანულ
კანონში
დამატების
რელევანტურ
ამ
კერძოდ,
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლს
დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი:
37 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 1441, 1442, 1443, 332, 333 მუხლები.
38 სხვა კატეგორიის საქმეებთან მიმართებით დღეს მოქმედი წესი დარჩება ძალაში.
„ვ) გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 1441, 1442, 1443, 332-ე და 333-ე მუხლის
კვალიფიკაციით.“
მოცემული წინადადების განხილვის შედეგები, გთხოვთ, მაცნობოთ „საქართველოს სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
პატივისცემით,
ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი
.