„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე
ნომერი
#07-3/249/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-03
ბიუროს ნომერი 216

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, № 33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.”; ბ) მეორე პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კონკურენციის არაკონკურენტული უზრუნველყოს განვითარების ბაზრის საქართველოს საფუძველზე რეგულირების და მექანიზმების ელექტროენერგიისა და არსებული გამოყენებით ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;”; გ) მესამე პუნქტის : გ.ა) “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;” გ.ბ) “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გ) ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდას.” 2. მე-2 მუხლის: ა) „ლ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ1) ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი: ლ1.ა) პირი, დადგენილებით რომელიც აკმაყოფილებს ელექტროენერგიის საქართველოს პირდაპირი მთავრობის მომხმარებლისთვის განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს; ლ1.ბ) ამ მუხლის „ლ“ პუნქტის „ლ1.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი. შენიშვნა: 1. პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით რეგისტრაციას აქვს შეუქცევადი ხასიათი. შესაბამისად, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებულ პირს უფლება არ აქვს მოითხოვოს საცალო მომხმარებლად რეგისტრაცია. 2. პირდაპირი მომხმარებლის საკუთრებაში/მფლობელობაში ობიექტ(ებ)ზე ან მის ნაწილ(ებ)ზე საკუთრების/მფლობელობის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ახალი მომხმარებელი არსებულ უფლების წარმოადგენს პირდაპირ მოხმარებელს, მიუხედავად ქსელთან მიერთების სქემის ცვლილებისა.”; ბ) „ტ.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილებისა და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი გარანტირებული სიმძლავრით ელექტროენერგეტიკული უზრუნველყოფასთან, სისტემის ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;”; გ) „ტ.ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას;”; დ) „ჰ10” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტით ქვეყნის ერთიანი გათვალისწინებულ შემთხვევებში;”; ე) „ჰ13” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით საქართველოს მთავრობის მიერ უზრუნველყოფის განსაზღვრული მიზნით ელექტროსადგური ან ელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი ელექტროენერგეტიკული უზრუნველყოფის განსაზღვროს ამასთანავე, შემთხვევაში კომისიის მიერ ქვეყნის ერთიანი სისტემის გარანტირებული სიმძლავრით პერიოდს. ელექტროსადგურის წყაროს მიერ 2010 წლის საქართველოს დადგენილი შემდეგ აშენებული მთავრობამ შეიძლება მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს.“ ვ) „ჰ31“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ32“ ქვეპუნქტი: „ჰ32) ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი - პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის საქმიანობას ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად. „ 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ელექტროენერგიის განაწილების, წარმოების, ელექტროენერგიის გადაცემის, საბითუმო დისპეტჩერიზაციის, მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;”. 4. მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემის, აგრეთვე ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების, მათ შორის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, უფლება.”; ბ) მე-5 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;“. 5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლების, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და ბაზრის ოპერატორისათვის.”. 6. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლისა და ბაზრის ოპერატორის იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად.”. 7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის ბოლომდე დაამტკიცოს თავისი მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისაგან, იმპორტიორების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.”. 8. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომისიის წარუდგინოს კომერციულ მოთხოვნის შემთხვევაში პირობებთან ვალდებულია დაკავშირებული კომისიას მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც მოიცავს შესაბამისად ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და ინფორმაციის წარმდგენი.“. 9. 27-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა ბაზრის ოპერატორის, ლიცენზიატის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლისათვის. კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულება აგრეთვე სავალდებულოა წყალმომარაგების სექტორში არსებული მომხმარებლებისათვის.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი ვალდებული არიან, შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.”; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბაზრის ოპერატორი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და ლიცენზიატი ვალდებული არიან, სამინისტროსა და კომისიას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ, წარუდგინონ ხოლო და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში; ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა; გ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 10. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. დავები ბაზრის ოპერატორი, ელექტროსადგურები, ლიცენზიატები, იმპორტიორები, მცირე ექსპორტიორები, სიმძლავრის ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლები, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.”. 11. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უზრუნველყოს ფუნქციონირება, ელექტროენერგეტიკული დააკმაყოფილოს ყველა სისტემის შესაბამისი საიმედო ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის ელექტროენერგეტიკული სისტემის ღირებულების შესაბამისად, პრინციპის უსაფრთხოებისა დამტკიცებული მოთხოვნები და მინიმალური ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად; ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომლებიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის მომხმარებლების მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად;”. 12. 38-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი: „381. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი 1. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი უფლებამოსილია შეისყიდოს ელექტროენერგია წარმოების ელექტროსადგურის და/ან ლიცენზიატის, იმპორტიორისგან ელექტროენერგიის იმპორტი და მიაწოდოს მომხმარებელს და/ან ექსპორტიორს, ამ მცირე და/ან სიმძლავრის განახორციელოს ელექტროენერგია პირდაპირ კანონის და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი ვალდებულია, დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.“. 13. 431-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. 2010 წლის შემდეგ აშენებული ელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს.“ წილი, 14. 46-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს: ა) ანგარიშთა გეგმას; ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს; გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს; დ) ანგარიშგების პერიოდულობას; ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის საბუღალტრო აღრიცხვის განცალკევებულად წარმოების წესებს.”; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ერთიანი ელექტროენერგიის საბუღალტრო-სააღრიცხვო დისპეტჩერიზაციის, სისტემა გადაცემისა და სავალდებულოა განაწილების ლიცენზიატებისთვის, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და იმ განაწილების ლიცენზიატებისთვის, რომლებსაც არანაკლებ 50,000 მომხმარებელი ჰყავთ.”. 15. 499 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. 1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის სავალდებულო კრიტერიუმები და განსაზღვროს მათი ამოქმედების ვადები. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ: ა) 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) 2021 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს ერთიანი საბუღალტროსააღრიცხვო სისტემა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტორებისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის. მუხლი 3. 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღების მიზეზია შემდეგი გარემოებები: დადგა საჭიროება თანდათანობით გაიზარდოს საბითუმო ბაზარზე მონაწილეთა რაოდენობა, რათა მომხმარებელთა ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, გადავიდეს თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე და გაიზარდოს ელექტროენერგიის ბაზრის ლიკვიდურობის გარკვეული დონე. გარდა ამისა, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, რომლებიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ განაწილების ლიცენზიატების აბონენტებს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან ერთად იყოფენ განაწილების ლიცენზიატების პაკეტში შემავალ შედარებით იაფფასიან ელექტროენერგიას და მათი მოხმარების ზრდა მოქმედებს ტარიფზე და ეს ტვირთი ნაწილდება არაკომერციულ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზეც. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან (რომელიც წარმოადგენს სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე კატეგორიას) ამ ტვირთის მოხსნის მიზნითაც საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ეტაპობრივი სავალდებულო რეგისტრაცია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე. კანონის მე-2 მუხლის „ლ1.ა“ ქვეპუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია უკვე ითვალისწინებს 15 მლნ კვტ.სთ საშუალო თვიური მოხმარების მქონე მომხმარებლისთვის საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაციას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ბაზრის ლიკვიდურობის გასაზრდელად საჭირო იქნება შემდეგი ნაბიჯების დროულად და კონკრეტული გარემოების მიხედვით გადადგმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზნაშეწონილია, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის კრიტერიუმები, ამ კანონის საფუძველზე განისაზღვროს საქართველოს მთავრობის მიერ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ზემოხსენებული პროცესის მოქნილობას, მარტივ და ეფექტურ აღსრულებას. კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით, საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების სავალდებულო წესით გადმოსვლა განხორცილდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე. რაც შეეხება დანარჩენ მომხმარებლებს, რომელებიც იქნებიან ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიღმა, კანონპროექტით მათ შეუნარჩუნდებათ თავისუფალი არჩევანი დარეგისტრირდნენ საცალო მომხმარებლად ან ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის სავალდებულო კრიტერიუმები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტ(ებ)ის აღნიშნულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ზემოაღნიშნულთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს კვალიფიციური საწარმოების კატეგორიაში ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსის დამატებას, რომელსაც „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლება ექნებათ ელექტროენერგია შეისყიდონ გენერაციის ობიექტებისგან და იმპორტიორებისგან ან თვითონ შეისყიდონ იმპორტით და მიაწოდონ იმ პირდაპირ მომხმარებელებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან საბითუმო ბაზარზე. აღნიშნული ასევე მიზნად ისახავს საბითუმო ბაზრის მონაწილეთა რაოდენობის ზრდას და ბაზარზე ახლად გამოსული პირდაპირი მომხმარებლებისთვის ალტერნატივის გაჩენას, იმ შემთხვევისთვის თუ იგი ვერ შეძლებს პირდაპირ ელექტროენერგიის მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებას. კანონპროექტი ასევე აზუსტებს იმ პირთა წრეს, რომელზეც ვრცელდება ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის წარმოების ვალდებულება. ერთიანი საბუღალტროსააღრიცხვო სავალდებულო იქნება მხოლოდ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და იმ განაწილების ლიცენზიატებისთვის, რომლებსაც არანაკლებ 50,000 მომხმარებელი ჰყავთ. შესაბამისად ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატები და ბუნებრივი გაზის განაწილების მცირე ლიცენზიატები გათავისუფლდებიან ამ სისტემის შექმნისთვის დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროებისაგან. კანონპროექტით ასევე ხდება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს განმარტების შეცვლა, რომელიც დღეს მოქმედი რედაქციით მხოლოდ თბოსადგურებით შემოისაზღვრება. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანია:  საქართველოს მთავრობის დამტკიცებული მიერ კრიტერიუმების შესაბამისი დადგენილებით საფუძველზე მომხმარებლების ეტაპობრივი დაშვება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე და საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის მყიდველთა რაოდენობის გაზრდა;  ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი სუბიექტის, საბითუმო  მიმწოდებლების ინსტიტუტის დანერგვა; წარმოების ლიცენზიატებისა და ბუნებრივი გაზის განაწილების მცირე ლიცენზიატების გათავისუფლება ერთიანი საბუღალტრო სისტემის დანერგვისგან;  საქართველოს მთავრობისთვის და სამინისტროსათვის შესაბამისი ნორმატიული აქტ(ებ)ის გამოცემისათვის/მოქმედი ნორმატიული აქტების საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ვადის განსაზღვრა.  საქართველოს მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თბოსადგურების გარდა სხვა ტიპის ელექტროსადგურებიც განსაზღვროს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს ის კრიტერიუმები (ასევე მათი ამოქმედების ვადები), რომლებთან შესატყვისი მომხმარებლებიც უნდა იყვნენ პირდაპირი მომხმარებლები და მონაწილეობდნენ საბითუმო ბაზარზე. ასევე შემოდის ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსი რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვას და მიწოდებას პირდაპირი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა სავალდებულო იქნება მხოლოდ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და იმ განაწილების ლიცენზიატებისთვის, რომლებსაც არანაკლებ 50,000 მომხმარებელი ჰყავთ. გარანტირებული სიმძლავრის წყარო თბოსადგურის გარდა შეიძლება იყოს სხვა ტიპის ელექტროსადგურიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი გამოიწვევს იმ პირთა ხარჯების ცვლილებას, რომელთა მიმართ შეიძლება გავრცელდეს კანონის მოქმედება კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: როგორც განმარტებით ბარათშია ასახული, კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შედეგად, იგი შეეხება საწარმოებს, რომლებიც დღეისათვის წარმოადგენენ განაწილების ლიცენზიატების საცალო მომხმარებლებს და ელექტროენერგიას ყიდულობენ სემეკის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფით. პირდაპირი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ნაცვლად განაწილების ლიცენზიატებისა, ისინი ელექტროენერგიას შეისყიდიან საბითუმო ბაზარზე უშუალოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისაგან/იმპორტიორებისაგან (პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე) ან სისტემის კომერციული ოპერატორისაგან (საბალანსო ელექტროენერგია). შესაბამისად, ხსენებული პირების მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება ორმხრივად შეთანხებული სახელშეკრულებო ფასით, მხარეთა თავისუფალი ნების პრინციპზე დაყრდნობით. ამგვარი წესით შეთანხმებული ფასი შესაძლებელია აღემატებოდეს ან ნაკლები იყოს შესაბამისი განაწილების ლიცენზიატისათვის სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე. რაც შეეხება პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციას, ეს პროცესი წესრიგდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით, უფასოა და დამატებით ხარჯებს არ დააკისრებს საწარმოებს. კანონპროექტის მიხედვით წარმოების ლიცენზიატებსა და ბუნებრივი გაზის ლიცენზიატებს რომლებსაც მცირე მომხმარებელი ჰყავს შეუმცირდებათ გასაწევი ხარჯები რადგან მოეხსნებათ ერთიანი საბუღალტრო სისტემის დანერგვის ვალდებულება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ხელმოწერილ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. ასეთი ხელშეკრულება/შეთანხმება არ არსებობს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პოზიციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: რევაზ არველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: რევაზ არველაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის იმ მუხლ(ებ)ის მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები 1. ეს იურიდიული კანონი აწესრიგებს პირების ელექტროენერგეტიკული ინდივიდუალური საქმიანობას სისტემის და მეწარმეების, ურთიერთობებს მართვის, ფიზიკური და წყალმომარაგების, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად 2. კანონის მიზანია: ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში; 3. კანონის ამოცანაა: ბ) განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები; გ) ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდას; მუხლი 2. განმარტებები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: „ლ1“ პუნქტის „ლ1.ა“ ქვეპუნქტი: ლ1.ა) მომხმარებელი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების ან გადაცემის ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელიდან, აღნიშნულ ქსელზე (ქსელებზე) მდებარე მიწოდების წერტილებიდან ჯამურად, კალენდარული წლის შედეგებით, საშუალოდ თვიურად მოიხმარს არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას და აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს; ლ1.ბ) ამ მუხლის „ლ“ პუნქტის „ლ1.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის გარდა, ნებისმიერი სხვა მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი. შენიშვნა: 1. პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით რეგისტრაციას აქვს შეუქცევადი ხასიათი. შესაბამისად, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებულ პირს უფლება არ აქვს მოითხოვოს საცალო მომხმარებლად რეგისტრაცია. 2. პირდაპირი მომხმარებლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ობიექტ(ებ)ზე ან მის ნაწილ(ებ)ზე საკუთრების/მფლობელობის უფლების ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ახალი მომხმარებელი წარმოადგენს პირდაპირ მოხმარებელს, მიუხედავად ქსელთან მიერთების სქემის ცვლილებისა. ტ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს: ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას; ჰ10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ჰ 13) გარანტირებული ელექტროენერგეტიკული სიმძლავრის სისტემის უსაფრთხო წყარო – ქვეყნის ფუნქციონირებისა ერთიანი და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს; მუხლი 3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება 1. სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; მუხლი 4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები 4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემის, აგრეთვე ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების, მათ შორის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, უფლება. 5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია: გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; მუხლი 5. კომისიის სამართლებრივი აქტები 3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და ბაზრის ოპერატორისათვის. მუხლი 11. კომისიის ძირითადი უფლება - მოვალეობანი 3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მიმწოდებლისა და ბაზრის ოპერატორის იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად. მუხლი 19. კომისიის ბიუჯეტი. რეგულირების საფასური 1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის ბოლომდე დაამტკიცოს თავისი მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისაგან, იმპორტიორებისა და მიმწოდებლებისაგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი. ხარჯების დაფარვას. კომისია მუხლი 26. მოთხოვნები ლიცენზიების მიღებაზე, ლიცენზიების ვადები, მომსახურების შეწყვეტა 5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წარუდგინოს კომერციულ პირობებთან დაკავშირებული მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და მიმწოდებელი. მუხლი 27. ბაზრის ოპერატორის, ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის უფლებამოვალეობები. ინფორმაციის მომზადება 1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა ბაზრის ოპერატორის, ლიცენზიატის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლისათვის. კომისიის სამართლებრივი აქტები აგრეთვე სავალდებულოა წყალმომარაგების სექტორში არსებული მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის. 2. ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატი, მიმწოდებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი ვალდებული არიან, შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით. 3. ბაზრის ოპერატორი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და ლიცენზიატი ვალდებული არიან, სამინისტროსა და კომისიას წარუდგინონ და წყალმომარაგების საზოგადოებისათვის ლიცენზიატი ხელმისაწვდომი ვალდებულია კომისიას გახადონ, წარუდგინოს ხოლო და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში; ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა; გ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გარდა საქართველოს მუხლი 29. დავები ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. მუხლი 35. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია 3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში: ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად, დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად; ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომლებიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და ელექტროენერგიის მომხმარებლების მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად; მუხლი 431. გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2 1. 2010 წლის შემდეგ აშენებული თბოელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის საფასურით უნდა ანაზღაურდეს. მუხლი 46. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა 1. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა არის ლიცენზიატებისათვის სავალდებულო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს: ა) ანგარიშთა გეგმას; ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს; გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს; დ) ანგარიშგების პერიოდულობას; ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის საბუღალტრო აღრიცხვის განცალკევებულად წარმოების წესებს. მუხლი 499 . ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვა კომისიამ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონის ამოქმედებიდან 3 წლის საბუღალტრო-სააღრიცხვო ლიცენზიატისათვის. განმავლობაში სისტემა ეტაპობრივად დაამტკიცოს ერთიანი ენერგეტიკული სექტორის ყველა