„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-03
ბიუროს ნომერი 216
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge),24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი –
430040000.05.001.018169) 28-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,7. 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა
მუნიციპალიტეტმა ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულების
ეტაპობრივი ავტორიზაცია.’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს მიიღო კანონი „ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“.
კანონი მიზნად ისახავს სისტემის რეფორმირებას და
ბავშვის საუკეთესო
ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული და ხარისხიანი ადრეული და
სკოლამდელი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის.
სკოლამდელი განათლების რეფორმა არის ყოველმხრივი და აერთიანებს ხუთ
მიმართულებას: ა) დაწესებულებაში სწავლა/სწავლება სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად;
ბ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურის და მატერიალურტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობა ;
გ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სტანდარტის
შესაბამისად;
დ) დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულების
უზრუნველყოფა სტანდარტის შესაბამისად;
ე) დაწესებულებაში სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების ადამიანური
რესურსის უზრუნველყოფა;
აღნიშნული კანონი აწესრიგებს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების
განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის
სამართლებრივ საფუძვლებს; ადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურას, მათი დაფუძნების,
საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების წესს, აგრეთვე მათი ავტორიზაციის
სავალდებულოობას. კანონი, ასევე, განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების,
მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების
უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილია
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ზედამხვედველობას უწევს და
ხელს უწყობს აღნიშნული კანონის ეფექტიან იმპლემენტაციას და იმ სიკეთეების
ხელმისაწვდომობას, რასაც კანონი ისახავს მიზნად.
უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობაში შედიან
შემდეგი უწყებებიდან
წარმომადგენლები: მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოები. უწყებათაშორისი
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს და საბჭოს საქმიანობას მხარს უჭერს გაეროს ბავშვთა
ფონდი.
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’
საქართველოს კანონი ითვალისწინებს მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების
მომზადებასა და მიღებას, რაზეც არსებითად არის დამოკიდებული კანონის
სრულყოფილი ამოქმედება.
ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია სამუშაოები შესაბამისი სამინისტროებისა და
მუნიციპალიტეტების მიერ ამ კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების
მოსამზადებლად.
ამ დროისთვის მიღებულია შემდეგი სამართლებრივი აქტები: აღმზრდელ-პედაგოგის
პროფესიული სტანდარტი, (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #478
დადგენილება), ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო
სტანდარტი, მათ შორის სასკოლო მზაობის
საგანმანათლებლო სახელმწიფო
სტანდარტი (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილება)
დაწესებულებაში
სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების
დაცვის
წესების
მარეგულირებელი ტექნიკური-რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
ოქტომბრის #485 დადგენილება) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის
კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
(საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის
#487 დადგენილება)
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი
(განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N192/ნ), აღმზრდელ-პედაგოგის
პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები ( განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება N 97/ნ (2018 წლის 29 ივნისი)
ამ დროისთვის მზადაა კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი აქტების
პროექტებიც, რომლებიც დამატებით საჭიროებს სამართლებრივი ექსპერტიზის
გავლას და განხილვებს. ამ დოკუმენტების მნიშვნელობიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია მათი სრულყოფილად და ყველა სტანდარტის გათვალისწინებით
შემუშავება, რაც საჭიროებს დამატებით დროს. ასევე, გარკვეულ ვადებს მოითხოვს
მათი პრაქტიკაში დანერგვა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ეფექტური განხორციელება.
წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადდა ზემოთ აღნიშნული უწყებათაშორისი
საბჭოს საქმიანობის ფარგლებში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
პროექტის მიზანია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
კანონიდან გამომდინარე ეტაპობრივი ავტორიზაციის ახალი ვადის განსაზღვრა
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე
თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულებების
ეტაპობრივი ავტორიზაცია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ხარჯების
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას ჩატარდა კონსულტაციები აღმასრულებელი
ხელისუფლებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოთა
წარმომადგენლებთან: უფრო კონკრეტულად,
კანონპროექტი მომზადდა
უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომლის შემადგენლობაში შედიან შემდეგი
უწყებებიდან წარმომადგენლები:
მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოები.
უწყებათაშორისი საბჭოს
მუშაობაში მონაწილეობდა და საბჭოს საქმიანობას მხარს უჭერდა გაეროს ბავშვთა
ფონდი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია და
გედევან ფოფხაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია
მუხლი 28. გარდამავალი დებულებები
1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ:
ა) მიიღოს დადგენილება დაწესებულების ავტორიზაციის წესის დადგენის
თაობაზე;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო
სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო
სახელმწიფო სტანდარტის, დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული
აქტი;
გ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
დ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების
მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი;
ე) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი
ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ვ)
დაწესებულების
შენობა-ნაგებობის,
ინფრასტრუქტურისა
და
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული
აქტი;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა
და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის
დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელპედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის
განსაზღვრის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ:
ა) (ამოღებულია - 20.09.2018, №3449);
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების
დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო
დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს
ნორმატიული აქტი;
გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების
შემუშავებისა
და
მუნიციპალიტეტებისთვის
მათ
გადამზადებაში ხელის შეწყობის მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.
4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის
საკრებულომ:
ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო
მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების
სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის
მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების
სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების,
ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული
აქტი;
დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების
დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
5. ამ კანონის რეგულირების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათში ცვლილებების
შეტანამდე ან მათ გაუქმებამდე.
6. 2020 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის
სრულყოფილად
ამოქმედების
მიზნით
მუნიციპალიტეტების
საკრებულოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ
სამოქმედო
გეგმების
შემუშავება
მათ
ტერიტორიაზე
მოქმედი
დაწესებულებების მიერ შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის
ეტაპობრივად მისაღწევად.
7. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა
მუნიციპალიტეტმა
ამ
კანონის
შესაბამისად
უზრუნველყოს
დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.