ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის 2018 წლის 23-25 მაისს ქ. ბერლინში (გერმანია) ევროპის მწვანეთა პარტიის 29-ე საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-03
ბიუროს ნომერი 216
📜 ტექსტი
ანგარიში
N 20310
03/12/2018
20310-3-9-3-201812031322
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“
თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის
მივლინების ანგარიში
შგაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 23-25 მაისს მივლინებული ვიყავი ქ. ბერლინში (გერმანია)
ევროპის მწვანეთა პარტიის 29-ე საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს მწვანეთა პარტია წარმოადგენს ევროპის მწვანეთა პარტიის ერთ-ერთ
დამფუძნებელს (1993 წელი), საბჭო წარმოადგენს პარტიის უმაღლეს ორგანოს და შეხვედრა
იმართება წელიწადში ორჯერ.
საბჭომ დაამტკიცა პარტიის პრიორიტეტები 2019 წლისთვის, მიიღო პარტიის მანიფესტი 2019
წლისთვის და 6 რეზოლუცია სხვადასხვა რეგიონალურ პოლიტიკურ საკითხებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტიის სტრატეგიას ევროპარლამენტის 2019
არჩევნებისთვის. საბჭომ აირჩია 2 ე.წ. „ლიდერი კანდიდატი“ 2019 წლის არჩევნების
წარმართვისთვის, რომლებიც იქნებიან ძირითად სპიკერები საარჩევნო კამპანიის დროს.
კანდიდატები შეირჩნენ ევროპარლამენტის მოქმედი დეპუტატებიდან (5 კანდიდატიდან 2) : სკა
კელერი (გერმანია) და ბას ენკოუტი (ნიდერლანდები).
მიუხედევად იმისა, რომ საქართველო არ წარმოადგენს ევროკავშირის წევრს, პარტიის წესდებით,
ჩვენ ქვქონდა ხმის უფლება ლიდერი კანდიდატების არჩევისას.
გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების მწვანეთა პარტიების წარმომადგენლებთან
გამოცდილების გაზიარების მიზნით, აგრეთვე გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტის მოქმედ
წევრებთან, რომელებთანაც განვიხილეთ ევროპარლამენტის მომავალი არჩევნები და
საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური საკითხები.
პარტიის საბჭო იმართება წელიწადში ორჯერ (გაზაფხული-შემოდგომა), მაგრამ
ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ პარტიის მომავალი საბჭო
გაიმართება ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის ნოემბერში ფინეთში.
პატივისცემით
გიორგი გაჩეჩილაძე
29.11.18
გიორგი გაჩეჩილაძე
თავმჯდომარე