„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 332-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
"4. 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–3232 და 325ე–329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს
ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.".
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ზოგიერთ
შემთხვევაში ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. სწორედ
მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ
წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. შესაბამისად, მართლმსაჯულების
სრულფასოვნად განხორციელების ინტერესი მოითხოვს მოწმეთა დაკითხვის იმგვარი წესის
არსებობას,
რომელიც,
ერთი
მხრივ,
უზრუნველყოფს
სამართლიანი
სასამართლოს
პრინციპების დაცვას და მეორე მხრივ, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
2016 წლის 20 თებერვლიდან საქართველოში ამოქმედდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი,
რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან, მხარეთა
თანასწორი შესაძლებლობებისა და შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველყოფასთან.
თუმცა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების, მათ შორის, სამართალდამცავ სისტემასთან
მოქალაქეთა თანამშრომლობის დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების გამო, აღნიშნული წესი
სრულად არ ამოქმედებულა. დადგინდა ორწლიანი გარდამავალი პერიოდი და ცალკეულ
დანაშაულებთან მიმართებით ახალი წესის ამოქმედება დაუკავშირდება 2017 ან 2018 წლის
დადგომას.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ხორციელდება ტერორისტულ დანაშაულებთან
მიმართებით საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით გათვალისწინებული მოწმეთა დაკითხვის წესის მოქმედების შენარჩუნება 2021
წლის 1 იანვრამდე.
ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ტერორიზმი არა მხოლოდ
დასავლური სამყაროს, არამედ საქართველოსთვისაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას და
საფრთხეს წარმოადგენს. ტერორიზმიდან მომდინარე
საფრთხის მასშტაბები და სიმძიმე
სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას,
რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ეფექტიან სისხლისსამართლებრივ დევნას და
სრულფასოვანი გამოძიების წარმოების შესაძლებლობას, რაც პირდაპირ კავშირშია
სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე
მსოფლიოს
უკანასკნელ
ტენდენციას
წარმოადგენს
ტერორიზმთან
მიმართებით
განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმების დადგენა, რაც გულისხმობს ადამიანის
ძირითად უფლებებში უფრო ინტენსიური ჩარევის დაშვებას, ვიდრე ეს სხვა დანაშაულებთან
მიმართებით არის დადგენილი. ამაზე მიუთითებს საფრანგეთის 2017 წლის 30 ოქტომბრის
კანონი „შიდა უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ“.
2016 წელს ამოქმედებული მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის მიხედვით გამომძიებელი
უფლებამოსილია გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გამოკითხოს პირი მისი თანხმობის
არსებობის შემთხვევაში. გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი ხასიათის საპროცესო მოქმედება
და მოქალაქის მხრიდან თანამშრომლობის სურვილზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ
არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომ პირი ფლობს საქმის გარემოებათა დასადგენად
საჭირო ინფორმაციას და პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს, ამ შემთხვევაში ბრალდების
მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს პირის მოწმედ
დაკითხვის შესახებ. არსებული წესების მიხედვით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების
შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს გონივრულ ვადაში, მაგრამ სასამართლოსთვის
შუამდგომლობით მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა დაკითხვის ინიციატორ
მხარესთან შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო
მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში. აღნიშნული მიუთითებს, რომ მაგისტრატ
მოსამართლესთან პირის დაკითხვა დროის თვალსაზრისით არ არის მოქნილი, ნაკლებად
ოპერატიულია და ტოვებს შესაძლებლობას, დანაშაულებრივმა ჯგუფებმა მოახდინონ
ზეგავლენა მოწმეებზე, დააშინონ და ამ გზით ხელი შეუშალონ სისხლისსამართლებრივ
დევნას. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება ტერორიზმს, მოწმეთა დაკითხვის დანიშნულება
სცდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, ამ შემთხვევაში ასევე
წარმოიშობა მაღალი საჯარო ინტერესი ტერორისტული საქმიანობის შეწყვეტის და
მომავალში მოსალოდნელი საფრთხეების დროულად აღკვეთის კუთხით. შესაბამისად,
საფრთხე,
რომელიც
ტერორიზმიდან
გამომდინარე
ემუქრება
სახელმწიფოსა
და
საზოგადოებას, იმდენად მძიმეა, რომ გამართლებული და ლეგიტიმურია სახელმწიფოს
მხრიდან განსაკუთრებული მიდგომების დაწესება.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკაში ასევე
არსებობს ნორმები, რომელიც მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობისას სამართალდამცავ
უწყებებს აძლევს მოწმეებთან მიმართებით ოპერატიული და იძულებითი მოქმედების
განხორციელების შესაძლებლობას. კერძოდ, საფრანგეთში მძიმე დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში,
პოლიციას ან ჟანდარმერიას უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც
იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, აუკრძალოს ტერიტორიის დატოვება, დააკავოს და
დაკითხოს იგი ადგილზე. აღნიშნულის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს. ასევე, მოწმე
შეიძლება დაბარებულ იქნეს მოგვიანებით. მოწმის გამოცხადება კომისარიატსა თუ
ჟანდარმერიაში სავალდებულოა. მოწმის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოხდება მისი
იძულებით მიყვანა. ამ შემთხვევაშიც მოწმის დაკითხვის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 4 საათს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ტერორიზმთან მიმართებით საქართველოს 1998 წლის
20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოწმეთა
დაკითხვის წესის შენარჩუნება 2021 წლის 1 იანვრამდე, აღნიშნულის შედეგად კი
ტერორიზმთან
დაკავშირებით
უფრო
ეფექტიანი
გამოძიების
უზრუნველყოფა
და
მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 323-ე–3232, 325-ე–329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების
დროს დაკითხვა იწარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება,-მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას აღნიშნული კონსულტაციები არ გამართულა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი და კობა ნარჩემაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი და კობა ნარჩემაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 332. გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი
1. 2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20
თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა)
დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დაკითხვისას
გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც
სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო.
3. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე, 324-ე, 324 1,
329 1–330 2, 331-ე და 331 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს
დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
4. 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–323 2 და 325-ე–
329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
5. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენაშიც ედება, გამოძიების დროს
დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით