შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური ასამბლეის რიგით 53-ე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის 2018 წლის 27-28 ნოემბერს ქ. ერევანში (სომხეთი) მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-05
ბიუროს ნომერი 217
📜 ტექსტი
წერილი
20548-3-9-3-201812041805
N 20548
04/12/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
ქალბატონო ეთერ,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 27-28 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევანში გაიმართა შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერეალური ასამბლეის
რიგით 53-ე სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა
რამაზ ნიკოლაიშვილმა.
გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
დანართი 2 ფურცელი.
პატივისცემით,
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი
თამარ ყოლბაია
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი
მივლინების თარიღი
მივლინების მიზანი
ღონისძიების თემა
დელეგაციის
შემადგენლობა
აქტივობები
ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა
26-28 ნოემბერი
მონაწილეობა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეის (PABSEC) რიგით 52-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში
პარლამენტის
როლი
რეგიონული
ეკონომიკური
თანამშრომლობის
განვითარებაში
რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის წევრი
ნინო ბუჯიაშვილი - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის მდივანი;
2018 წლის 27-28 ნოემბერს, ერევანში, სომხეთის რესპუბლიკაში, გაიმართა შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC)
რიგით 53-ე გენერალური ასამბლეის სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა
მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა რამაზ
ნიკოლაიშვილმა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა ასამბლეის 12 წევრი
ქვეყნის დელეგატი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების
საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტის როლი
რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში“, რომელზეც
სიტყვით გამოვიდა თითოეული ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი.
სხდომას გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართეს: შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, სომხეთის
რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა, სომხეთის
რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშოტ ჰოვაკინიანმა და
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის
გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა.
ასამბლეის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის ორგანიზაციისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების
ბანკის წლიური ანგარიშები, ასევე სხდომაზე მიღებულ იქნა მოხსენება და
რეკომენდაცია თემაზე: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში მცირე ბიზნესის
განვითარება და ხელშეწყობა“.
ასამბლეაზე უკრაინის ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელმა აზოვის ზღვასა
და ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების შესახებ გააკეთა
ოფიციალური განცხადება და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას
დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების დაბრუნებისა და საერთაშორისო
სამართლის პრინციპების დაცვის თაობაზე.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი უკრაინის ეროვნული
დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა.
სიტყვით გამოსვლაში რამაზ ნიკოლაიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა
საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაკავებული
სამხედრო გემებისა და მეზღვაურების დაუყოვნებელი გათავისუფლების
შესახებ.
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
რამაზ ნიკოლაიშვილმა თავის სიტყვით გამოსვლაში განაცხადა: „საქართველო
გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ბოლო დღეებში აზოვის
ზღვასა და ქერჩის სრუტეში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ
შეიარაღებულ აგრესიას. რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო გემების დაკავება
არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს საზღვაო სამართლის წესების
უხეში დარღვევა. საქართველო კიდევ ერთხელ უჭერს მხარს უკრაინის
სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს
პროვოკაციული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის არა
მარტო უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობასა და
უსაფრთხოებას.“
ასამბლეის სხდომის დასასრულს გადაწყდა, რომ 2019 წელს, ივნისის თვეში
მომდევნო, რიგით 53-ე გენერალური ასამბლეის სხდომას უმასპინძლებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
მოამზადა ნინო ბუჯიაშვილმა
2018 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება