„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.12.2018
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/281/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) 126 1 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ახლებურად მოწესრიგდა საჯარო სამსახურის სისტემა, განისაზღვრა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსი, ჩამოყალიბდა არაერთი ახალი ინსტიტუტი და საჯარო სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირების მექანიზმი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, დადგინდა სხვადასხვა კანონქვემდებარე და საკანონმდებლო აქტის მიღების ვალდებულება. მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის გათვალისწინებით, გარდამავალი დებულებით განისაზღვრა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენის საკითხი, რაც ემსახურება საჯარო მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციური მოწყობის ერთიანი პრინციპების გავრცელების უზრუნველყოფას. მოცემული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ეტაპობრივად მიმდინარეობდა/ მიმდინარეობს სამართლებრივი აქტების მიღება, იმპლემენტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და ამოქმედება. საჯარო სამსახურის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კანონის სიახლეების პრაქტიკაში სათანადოდ განხორციელებისა და ხსენებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი. შესაბამისად, კანონის ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლის დროისათვის, კანონის გარდამავალი დებულებებით ასევე განისაზღვრა საჯარო სამსახურში ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების დროებითი წესი, მათ შორის, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე კანონის გარკვეული მუხლების გავრცელების საკითხი. გარდამავალი ფუნქციონირების დებულებებით სხვადასხვა მოწესრიგდა მნიშვნელოვანი საკითხი: საჯარო სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე კანონის გავრცელება, ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების უფლებამოსილება, სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვის პროცესში, გარკვეული დრო სჭირდება სერტიფიცირების უზრუნველყოფას, მის პროგრამულ გამართვას. ასევე, პირველი, მეორე და მესამე რანგის თანამდებობის მხოლოდ დახურული კონკურსით შევსება დაკავშირებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის მთლიან სისტემაზე გავრცელების საკითხთან. ამასთანავე, „საჯარო გათვალისწინებული სამართლის სამსახურის შესახებ“ ვალდებულების ფარგლებში, იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწყებულ იქნა „საჯარო კანონის პროექტის საქართველოს მოსამზადებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჩატარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციური ანალიზი კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით. ანალიზის პროცესში გამოკვეთილ იქნა მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც უკავშირდება საჯარო სამართლის იურიდული პირების ავტონომიურობას, რაოდენობრივ სიჭარბეს, უფლებამოსილებების გამიჯვნის და ფუნქციონირების საკითხებს. არასწორად აგებული სტრუქტურა, ფუნქციათა განაწილების არათანმიმდევრულობა ხშირად წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციური მოწყობის ხარვეზს. ზოგიერთ შემთხვევებში, პოლიტიკის შემუშავების ძირითადი ფუნქციები გატანილია სამინისტროების ფარგლებს გარეთ და დელეგირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რაც გარკვეულწილად ეწინააღმდეგება სამინისტროს ადგილსა და როლს საჯარო მმართველობის სისტემაში. აღნიშნული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, მომზადდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის განხილვა, შეჯერება და მიღება საჭიროებს გარკვეულ დროს, რაც სავარაუდოდ ვერ განხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე, სსიპ-ების სიმრავლისა თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე მოხდა სამინისტროთა შერწყმა, რამაც გამოიწვია შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირების დაქვემდებარების შეცვლა და სხვა თანმდევი შედეგები. შესაბამისად, აღნიშნულმა გარემოებამ მათთან მიმართებით შესაძლოა წარმოშვას, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჩატარებული ფუნქციური ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, მათი ფუნქციური ანალიზის ახლიდან განხორციელების საჭიროება, რათა თავიდან უფლებამოსილებათა დუბლირება და სხვა სახის შეუსაბამობები. იქნეს აცილებული ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შედეგად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის პირობებში, მათ მიმართ სრულად ამოქმედდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეგულაციები, მათ შორის ახლებურად განისაზღვრება დასაქმებული პირების სამართლებრივი სტატუსი, რანგირების და შეფასების სისტემები და სხვა. შესაბამისად, აღნიშნული სიახლეების სათანადო იმპლემენტაცია საჭიროებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან მის ამოქმედებამდე პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას და ადაპტირებული გარემოს შექმნას. უპირველეს ყოვლისა, საჯარო მმართველობის რეფორმის მიზნების უზრუნველსაყოფად, უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციური და ორგანიზაციული მოწყობის ფუნქციური ანალიზის დროს გამოკვეთილ პრობლემებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სსიპ-ების მიმართ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების დაწესებისა და იმპლემენტაცისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება მოითხოვს დამატებით დროს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებამდე საჯარო დაწესებულებას უნდა ქონდეს (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) საშუალება პირველი, მეორე და მესამე რანგების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოაცხადოს ღია კონკურსი. გარდა ამისა, მოხელეთა სერტიფიცირების ტექნიკურ-პროგრამული უზრუნველყოფა და სერტიფიცირების გამართული სისტემის შექმნა მოითხოვს დამატებით დროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივდეს 2019 წლის 31 დეკემბრამდე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მისაღებად საჭირო ღონისძიებები შესაძლებელია ვერ განხორციელდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში. ამასთან, მისი იმპლემენტაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებით საჭიროებს მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას. აღნიშნული ცვლილება ემსახურება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებისათვის სათანადო პირობების შექმნას და პრაქტიკაში მის უხარვეზო განხორციელებას. ასევე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების მოხელეთა სერტიფიცირების სათანადო უზრუნველყოფას. ასევე, საჯარო სამსახურის სისტემაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულად გავრცელებამდე მნიშვნელოვანია ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესაძლებლობა მიეცეს საჯარო დაწესებულებებს ნებისმიერი რანგის თანამდებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის სისტემის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია, „საჯარო კანონპროექტით სამსახურის წარმოდგენილი შესახებ“ პროექტით საქართველოს კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდის გაგრძელება 2019 წლის 31 დეკემბრამდე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველ პუნქტში და დადგენილი ზოგადი გარდამავალი პერიოდი ხანგრძლივდება 2019 წლის 31 დეკემბრამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს და შეთანხმებებთან, ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის ორმხრივ შემთხვევაში, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია/ კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება. მუხლი 1261. გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი 1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის და საგარეო საქმეთა სამინისტროების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მათი სისტემის (სტრუქტურის) თანამშრომელთა, მათ შორის, მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა, მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის დასრულების ვადად განისაზღვროს 2018 წლის 31 მარტი. 2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. გარდამავალ პერიოდში ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონის მე-11 მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განახორციელოს კარიერული გამონაკლისებისა) საჯარო განვითარება ჰორიზონტალური სამართლის (უფრო გადაყვანა. გამოაცხადოს ღია იურიდიული პირის მაღალ საჯარო კონკურსი თანამდებობაზე სამართლის ან თანამშრომლის დანიშვნა) იურიდიული ან პირის თანამშრომლის კარიერული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე კონკურსის წესით არის დანიშნული. ღია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარების წესი და პირობები დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულება (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) უფლებამოსილია პირველი, მეორე და მესამე რანგების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოაცხადოს ღია კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით. 6. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კანდიდატი თავისუფლდება მოხელის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან. 7. 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას აქვს ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების კორექტირების უფლება. ბიურო საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია გაითვალისწინოს ბიუროს რეკომენდაციები და ამ პუნქტის საფუძველზე მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება. 8. (ამოღებულია - 23.12.2017, №1924). 9. (ამოღებულია - 23.12.2017, №1924). საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1710 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1924 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.