„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 15/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 340050000.05.001.018529) მე-3
მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 26-ე
მუხლი და მე-16 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის
„თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის მევენახეობა-მეღვინეობა
ერთმნიშვნელოვნადაა გამოკვეთილი. კონკურენტუნარიანი ღვინისა და სპირტიანი
სასმელების წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და
საერთაშორისო
ბაზრების
მოთხოვნათა
გათვალისწინება.
ბოლო
წლებში
მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვინის ექსპორტი და, შესაბამისად, მოთხოვნა ყურძენზე.
ვენახების გაშენების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყურძნის მიწოდება ვერ
მიყვება ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და იწვევს ნედლეულზე ფასის ზრდას, რაც
აისახება
ქართული
ბრენდისა
და
და,
შედეგად,
მათ
საერთაშორისო
ბაზარზე
ქართული
ღირებულებაზე
ყურძნისეული
წარმოშობის
კონკურენტუნარიანობაზე
სპირტის
საერთაშორისო
ბაზარზე.
ბრენდის
კონკურენტუნარიანობის
შენარჩუნებისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ექსპორტის
ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის,
კომპანიებს
მიეცეთ
შესაძლებლობა
აუცილებელია
ამჟამად
ბრენდის მწარმოებელ
მოქმედი
წესის
შესაბამისად
განახორციელონ საქმიანობა, კანონპროექტით გათვალისწინებული ვადით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც
ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის
განვითარების ხელშეწყობა, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების
შეუფერხებლად წარმოება და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარება, ქართული
საწარმოების საქმიანობის
გათვალისწინებით.
ხელშეწყობა
არსებული
ფაქტობრივი
გარემოებების
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ცვლილებება შედის კანონის მე-3
მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად კანონის 26-ე მუხლის და 32-ე მუხლის
პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2024 წლის 1
იანვარი, ნაცვლად 2019 წლის 1 იანვრისა.
კანონის
26-ე
მუხლის
თანახმად,
დაუშვებელია
სპირტიანი
სასმელის
საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენება. ხოლო 32-ე მუხლის პირველი
პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე აღნიშვნის „ქართული
ბრენდის“
გამოყენების
ნებართვას,
თუ
ბრენდის
საწარმოებლად
გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს შეადგენს საქართველოში მოყვანილი
ყურძნისგან
დამზადებული
სპირტი.
ხოლო
ამ
ნორმის
ამოქმედებამდე,
ნებადართულია ეტიკეტზე მიეთითოს „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის არანაკლებ
50% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის
გამოყენებითაა წარმოებული („ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტი).
ამგვარად, წარმოდგენილი ცვლილებით, ვალდებულება „ქართული ბრენდის“
წარმოებისას გამოყენებულ იქნეს არანაკლებ 85% საქართველოში მოყვანილი
ყურძნისგან დამზადებული სპირტი და
სპირტიანი სასმელების საწარმოებლად
ნეიტრალური სპირტის გამოყენების აკრძალვა, ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან.
აღნიშნული მისცემს შესაძლებლობას ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა
სპირტიანი სასმელების
საწარმოო
პოლიტიკა
მწარმოებელ კომპანიებს გონივრულ ვადაში შეცვალონ
და
გაატარონ
საჭირო
ღონისძიებები,
რათა
კანონით
გათვალისწინებული ვალდებულება არაგონივრულად მძიმე ტვირთად არ დააწვეთ
კომპანიებს, რამაც დარგის სტიმულირების ნაცვლად შეიძლება საერთაშორისო
ბაზრების დაკარგვა და პროდუქციის წარმოების შემცირება გამოიწვიოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აქვე
უნდა
აღინიშნოს,
რომ
კანონით
დადგენილი
ვალდებულების
ამოქმედება
განაპირობებდა პროდუქტის თვითღირებულების ზრდას, ხოლო სართაშორისო
ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით კომპანიები იძულებული
იქნებოდნენ შეენარჩუნებინათ პროდუქტის საცალო ღირებულება, რაც გამოიწვევდა
მოგების შემცირებას, აღნიშნული თავის მხრივ გავლენას იქონიებდა ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს ფინანსურ შედეგებზე იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონის მოქმედება. კერძოდ, საქართველოში
ბრენდისა და სხვა სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს ეძლევათ
შესაძლებლობა პროექტით გათვალისწინებული ვადით და კანონით დადგენილი
მოცულობით
კვლავ
გამოიყენონ
იმპორტირებული
ნედლეული,
რომლის
ღირებულება არის უფრო დაბალი, რითაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა შეინარჩუნონ
საბოლოო პროდუქტის საცალო ღირებულება ბაზრაზე. აღნიშნული თავის მხრივ
გავლენას იქონიებს მომხმარებელთა მსყიდველობითუნარიანობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ)
რომელთან
არსებობის
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარემოსა
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მის მმართველობის სფეროში
მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ღვინის ეროვნულმა სააგენტომ,
ასევე, გავლილ იქნა კონსულტაციები საქართველოში ღვინისა და სპირტიანი
სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ
დანელია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონი
(იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება)
„მუხლი 3
1.
ეს
კანონი,
გარდა
ამ
კანონის
პირველი
მუხლის
მე-15
პუნქტით
გათვალისწინებული კანონის 26-ე მუხლისა, მე-16 პუნქტით გათვალისწინებული კანონის
32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-17 პუნქტით გათვალისწინებული
კანონის 332 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 26-ე
მუხლი და მე-16 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის
„თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული კანონის
332 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.“