საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე გიორგი ტომარაძის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N16195; 25.10.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219
📜 ტექსტი
წერილი
N 20819
07/12/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოქალაქე გიორგი
ტომარაძის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N16195; 25.10.2018).
წინადადების კომიტეტზე განხილვის ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი.
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია
საქართველოს
მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის ფიქციური ქორწინების
კრიმინალიზება.
გთხოვთ, ცალკეული საკითხების დაზუსტებისა და დამატებითი
კონსულტაციების მიზნით, წინადადების განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30
დღით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3134/19
27-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: ბატონ თეიმურაზ ანდღულაძეს,
მის: თბილისი, მიცკევიჩის ქ. N24, ბინა 17
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქეების: თეიმურაზ ანდღულაძის, ოთარ ბარათაშვილის, ნუგზარ ბირკაიას, ზურაბ
დევდარიანის, ვიოლეტა გაგუას, გიგლა ვეკუას და ვახტანგ წულაძის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N16319; 29.10.2018).
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 26
თებერვლის სხდომაზე
განიხილა მოქალაქეების: თეიმურაზ ანდღულაძის, ოთარ
ბარათაშვილის, ნუგზარ ბირკაიას, ზურაბ დევდარიანის, ვიოლეტა გაგუას, გიგლა ვეკუას და
ვახტანგ წულაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა
და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის ის მუხლები, რომლებიც
განსაზღვრავენ მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს, შესაბამისობაში უნდა
მოვიდეს ამავე კანონის ძირითად პრინციპებთან, რაც კანონის წინაშე თანასწორობასა და
სამართლიანობას გულისხმობს; კანონით უნდა დადგინდეს მისი გავრცელება დროში, რითაც
აღმოიფხვრება თანაბარ ბენეფიციართა მიმართ არათანაბარი მიდგომის ამჟამად არსებული
წესი.
როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორები აღნიშნავენ, 2012 წლის 24 აპრილს
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე12 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილი ცვლილების შედეგად მოსამართლეებს, რომლებიც 65
წლის გახდნენ 2012 წლის 1 სექტემბრამდე, კომპენსაცია განესაზღვრათ 560 ლარის ოდენობით,
ხოლო მათ მიმართ, ვინც 65 წლის გახდა 01.09.2012 – 01.01.2016 წლებში, კომპენსაცია
განისაზღვრა მაქსიმუმ 120 ლარის ოდენობით.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკანონმდებლო წინადადების ავტორები თვლიან, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში
შეტანილმა ცვლილებებმა ერთგვარად გამოასწორა მანამდე არსებული ხარვეზი, მაგრამ
კანონის მოქმედება არ გავრცელდა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების
ავტორებზე იმ დროიდან, როცა, მათი აზრით, დაირღვა მათი უფლებები. საკანონმდებლო
წინადადების შესაბამისად, 2012 წლის პირველ სექტემბრამდე და 2016 წლის პირველი
იანვრიდან არსებული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობები მნიშვნელოვნად
აღემატება 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე გაანგარიშებულ
ოდენობას. ავტორების არგუმენტაციით, ზემოხსენებულ პერიოდებში კომპენსაციის
ოდენობებს შორის სხვაობა იწვევს მოსამართლეთა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში
ჩაყენებას.
ამასთან,
მართალია,
2015
წლის
27
ნოემბერს
კანონმდებლობაში
განხორციელებულმა ცვლილებამ შეცვალა მანამდე მოქმედ მოსამართლეთა კომპენსაციის
გაანგარიშების წესიც, თუმცა სრულად ვერ აღმოფხვრა უთანასწორობა, რადგან იგი
რეტროსპექტულად არ გავრცელდა 2012 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ
ურთიერთობებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების ავტორები ითხოვენ,
რომ 2015 წლის 27 ნოემბრის N4579-ს კანონის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით: „ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედება მე-12
მუხლთან მიმართებაში გავრცელდეს 01.09.2012 წლიდან - 01.01.2016 წლამდე წარმოშობილ
ურთიერთობებზე“.
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებაზე
საქართველოს
მთავრობიდან
მიღებულია უარყოფითი დასკვნა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებულ პასუხში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე12 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე
პერიოდში, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უფლება წარმოეშვა (65 წლის ასაკი
შეუსრულდა) 24 ყოფილ მოსამართლეს. აღნიშნულ პერიოდში, სახელმწიფო კომპენსაცია
დანიშნული აქვს 9 ყოფილ მოსამართლეს, რომელთა შორის 6 მოსამართლის კომპენსაციის
ოდენობა 2016 წლის 1 იანვრამდე შეადგენდა 560 ლარზე ნაკლებს, ხოლო 3 მოსამართლეს
კომპენსაცია დაენიშნა 560 ლარის ოდენობით (კომპენსაციის დასანიშნად ყოფილმა
მოსამართლეებმა სააგენტოს მიმართეს საპენსიო ასაკის შესრულებიდან რამოდენიმე თვის
შემდგომ. მაგ: ზოგიერთ მათგანს საპენსიო ასაკი შეუსრულდა 2012 წლის სექტემბერში ან
ოქტომბერში, ხოლო კომპენსაციის დასანიშნად მიმართა 2012 წლის დეკემბერში ან 2013 წლის
იანვარში).
13 მოსამართლეს დანიშნული ჰქონდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სახელმწიფო პენსია. მათ შორის არის განცხადებაში ჩამოთვლილი 7
მოსამართლე, რომელთაგან მხოლოდ 3 მოსამართლეს აქვს სააგენტოში განცხადებითა და
საჭირო დოკუმენტებით მიმართვა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, ხოლო იმ
დროისათვის არსებული გაანგარიშებით კომპენსაციის ოდენობის გამო შეიწყვიტეს
კომპენსაცია და დაინიშნეს სახელმწიფო პენსია, რადგანაც კანონმდებლობის თანახმად, ეს
ორი გასაცემელი გამორიცხავს ერთმანეთს. 4 მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაციის
დანიშვნაზე განცხადებითა და საჭირო დოკუმენტებით სააგენტოსთვის არ მიუმართავს და
დაინიშნეს სახელმწიფო პენსია. 2 მოსამართლეს 2016 წლის 1 იანვრამდე არანაირი სახის
სახელმწიფო გასაცემელი არ ჰქონდა დანიშნული.
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროდან მირებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო წინადადება
საჭიროებს გადამუშავებას და დამატებით გაანალიზებას, როგორც სამართლებრივ, ისე
საფინანსო-ეკონომიკურ ჭრილში.
კომიტეტის შეფასება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის მოსაზრება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონი, რომელიც
იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას
ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება
მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან
დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტში
წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის
ფარგლებში. განსახილველი საკანონმდებლო წინადადების მიღება გამოიწვევს 2019 წლის
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. მთავრობიდან ამ საკითხზე მიღებულია უარყოფითი
დასკვნა.
ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 22 თებერვალს განიხილა
საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის და
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის
N4579-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14
მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
სახალხო დამცველის სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად, ვინაიდან
საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე2 პუნქტის და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის
27 ნოემბრის N4579-Iს კანონის მე-2 მუხლის რეგულირებით არ ხდება პირთა რომელიმე
წრის მიმართ განსხავებული რეჟიმის დადგენა.
გ) სადავო ნორმა ადგენს კომპენსაციის გამოთვლის ახალ წესს, რომელიც ყველა მოსამართლის
მიმართ თანაბრად მოქმედებს და როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორები
მიუთითებენ, უკეთესია ადრე მოქმედ წესზე. აშკარაა, რომ სადავო ნორმის, როგორც
ცვლილებამდე არსებული, ასევე მოქმედი რედაქცია, არეგულირებს ერთი და იმავე პირთა
წრის (მოსამართლეები) უფლებებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მიღებით უფლებრივი
რეჟიმი შეიცვალა ხსენებულ პირთა წრისათვის ზოგადად და არა მასში შემავალი რომელიმე
ცალკეული ჯგუფისთვის. საკანონმდებლო წინადადების ავტორების მიერ წარმოდგენილი
არგუმენტაცია მიუთითებს არა პირთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებული
მოპყრობის არსებობის დასაბუთებაზე, არამედ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთი და
იმავე პირების განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაზე.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არ არის
უფლებამოსილი, გარკვეულ ეტაპზე გაზარდოს კომპენსაციის ოდენობა, თუ ამ წესს არ
გაავრცელებს წარსულ პერიოდზეც. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ზღუდავს
სახელმწიფოს უფლებამოსილებას, გაზარდოს კომპენსაციის ოდენობა და ეს წესი მხოლოდ
მისი მიღების შემდგომ პერიოდს დაუკავშიროს.
დასკვნა
კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნო უარყოფილად და
მიზანშეუწონლად მიიჩნია მის საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილების მომზადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დავითი მათიკაშვილი