საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N16564; 01.11.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219
📜 ტექსტი
წერილი
N 20820
07/12/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში
საქართველოს
მოქალაქის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. (N16564; 01.11.2018)
წინადადების კომიტეტზე განხილვის ვადაა 2018 წლის 16 დეკემბერი.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია სსსკ-ს 310 მუხლში
(ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები)
ცვლილებები, რომლითაც უვადო თავისუფლება აღკვეთილ პირს შეწყალების
შემთხვევაში ასევე გადაესინჯება განაჩენის ფაქტობრივი ვადის დადგენის მიზნით.
გთხოვთ, ცალკეული საკითხების დაზუსტებისა და დამატებითი
კონსულტაციების მიზნით, წინადადების განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30
დღით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე