საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N16190; 25.10.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#20822/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219

📜 ტექსტი

წერილი
N 20822 07/12/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილა საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. (N16190; 25.10.2018) წინადადების კომიტეტზე განხილვის ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი. წინადადებით შემოთავაზებულია სისხლის სამართლის კოდექსში ქიმიური კასტრაციის, როგორც სასჯელის სახის შემოღება პედოფილების მიმართ. გთხოვთ, ცალკეული საკითხების დაზუსტებისა და დამატებითი კონსულტაციების მიზნით, წინადადების განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე