საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქეების: თეიმურაზ ანდღულაძის, ოთარ ბარათაშვილის, ნუგზარ ბირკაიას, ზურაბ დევდარიანის, ვიოლეტა გაგუას, გიგლა ვეკუას და ვახტანგ წულაძის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ (N16319; 29.10.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#20832/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219

📜 ტექსტი

წერილი
N 20832 07/12/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია მოქალაქეების: თეიმურაზ ანდღულაძის, ოთარ ბარათაშვილის, ნუგზარ ბირკაიას, ზურაბ დევდარიანის, ვიოლეტა გაგუას, გიგლა ვეკუას და ვახტანგ წულაძის საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N16319; 29.10.2018). საკანონმდებლო წინადადების ავტორები თვლიან, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები არ გავრცელდა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორებზე იმ დროიდან, როცა, მათი აზრით, დაირღვა მათი უფლებები. საკანონმდებლო წინადადების ავტორები ითხოვენ, რომ 2015 წლის 27 ნოემბრის N4579-ს კანონის მე-2 მუხლის მოქმედება მე-12 მუხლთან მიმართებაში გავრცელდეს 01.09.2012 წლიდან 01.01.2016 წლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა განისაზღვრა მიმდინარე წლის 12 დეკემბრამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო წინადადება შეიცავს მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის აუცილებლობას, პოზიციების შეჯერებისათვის საჭიროა დამატებითი დრო, რის გამოც მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე