საქართველოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, აკაკი ზოიძის და თამარ ხულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/224; 13.09.2018) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 1 მარტამდე გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#20838/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219

📜 ტექსტი

წერილი
N 20838 07/12/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 17 სექტემბრის N195/6 გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს, დაევალა საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, აკაკი ზოიძის და თამარ ხულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და საქართველოს კანონის პროექტების: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/224; 13.09.2018) განხილვა. დამატებითი კონსულტაციების გავლის მიზნით, გთხოვთ ზემოაღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა 1 მარტამდე. პატივისცემით, აკაკი ზოიძე თავმჯდომარე