საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი პროექტების (07-3/160; 07.05.2018) I მოსმენით განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219
📜 ტექსტი
წერილი
20854-3-9-3-201812100938
N 20854
10/12/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N159/1, 14.05.2018 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პაციენტის
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/160;
07.05.2018).
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადა განსაზღვრულია 2018
წლის 10 დეკემბრამდე, რისი განხილვაც აღნიშნულ ვადაში ვერ მოხერხდა.
გთხოვთ, დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა
გააგრძელოთ 1 თვით.
პატივისცემით,
სოფიო კილაძე
თავმჯდომარე