საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2018 წლის 24-25 ოქტომბერს ქ. ვარშავაში (პოლონეთი) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#20870/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219

📜 ტექსტი

წერილი
N 20870 10/12/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ პოლონეთში, ქ. ვარშავაში, 24-25 ანგარიშს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 7 გვ. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე ოქტომბრის მივლინების
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას პოლონეთში ვიზიტის ანგარიში ქ.ვარშავა 24-25 ოქტომბერი 2018 წელი 1 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში 2018 წლის 24-25 ოქტომბერი, ვარშავა 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, ვარშავაში სამუშაო ვიზიტი განახორციელა. ვიზიტის ფარგლებში 24 ოქტომბერს მან შეხვედრები გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-მარშალთან, საქართველო-პოლონეთის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან მარია კოცთან და სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გჟეგოჟ სხეტინასთან. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ სპიკერის რანგში მონაწილეობა მიიღო დებატებში ორ სხვადასხვა სესიაზე - 1) Celebrating 100 Years of Independence in Central Europe - A Look at the Past, Perspectives for the Future; 2) Europe Whole and Free - An Idea of the Past or of the Future. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან ერთად, მან ასევე მონაწილეობა მიიღო „უსაფრთხოების ახალგაზრდა ლიდერებთან“ სპეციალური ფორმატის შეხვედრაში (Leadership Talks with New Security Leadres), სადაც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-სა და კანადიდან შერჩეულ ახალგაზრდა ლიდერებთან ისაუბრა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა პრიორიტეტებზე, განსაკუთრებული აქცენტით ევროინტეგრაციის პროცესზე; ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე. 25 ოქტომბერს სოფიო ქაცარავამ, ფორუმის ფარგლებში, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა კატერინა მატერნოვასთან (Deputy Director-General, Directorate-General Neighbourhood and Enlargement Negotiations, European Commission) მაჩეი პოპოვსკისთან (Deputy Director-General, European Neighbourhood Policy and Enlargement Negotiations, European Commission). ფორუმის ანგარიში: 24 ოქტომბერს სოფიო ქაცარავა სიტყვით გამოვიდა ფორუმის პანელზე Celebrating 100 Years of Independence in Central Europe - A Look at the Past, Perspectives for the Future, სადაც ისაუბრა რეგიონულ უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე, როგორიც არის კონვენციური საფრთხეები და ჰიბრიდული ომი. ამ კუთხით მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინაზე. ასევე, სოფიო ქაცარავამ განიხილა ტრანსატლანტიკური 2 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ერთობისა და მდგრადობის გაძლიერების საკითხები, რომლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს ნატო-სა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება. 25 ოქტომბერს სოფიო ქაცარავა სიტყვით გამოვიდა ფორუმის მეორე პანელზე Europe Whole and Free - An Idea of the Past or of the Future, სადაც ისაუბრა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე და მათ გავლენაზე ევროპის მომავალზე. ამ კუთხით, სოფიო ქაცარავამ განიხილა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი და შედეგები, რომელიც გამოიწვია ამ კონფლიქტმა რეგიონსა და მთლიანად ევროპაზე. სოფიო ქაცარავამ ასევე ისაუბრა დეზინფორმაციის და პროპაგანდის აღმოფხვრის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და აუცილებლობაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქრთველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გამოცდილებას. შეხვედრების ანგარიში 24 ოქტომბრის შეხვედრა სენატის ვიცე-მარშალთან, საქართველო-პოლონეთის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან მარია კოცთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, სამომავლო ხედვები და პოლონეთის სეიმის მარშალის - მარეკ კუხჩინსკის ვიზიტი საქართველოში. პოლონეთის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ასევე, საუბარი შეეხო განახორციელებს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს. სოფიო ქაცარავამ ვიცე მარშალს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე და სადამკვირვებლო მისიებზე, ასევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და რუსეთის აგრესული ქმედებების შესახებ. მარია კოცის განცხადებით, პოლონეთი აფასებს ორმხრივ თანამშრომლობას ყველა დონეზე და არსებულ ურთიერთობებს და იმედი აქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. მისივე თქმით, ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსა და პოლონეთს შორის ჩამოყალიბებულ საპარლამენტო ასამბლეას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ასამბლეა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანას. შეხვედრა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გჟეგოჟ სხეტინასთან. 24 ოქტომბერს, თავმჯდომარეს საქართველოს სოფიო პარლამენტის ქაცარავასა და საგარეო პოლონეთის ურთიერთობათა რესპუბლიკის კომიტეტის სეიმის საგარეო 3 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ურთიერთობათა შეხვედრაზე, კომიტეტის მხარეებმა თავმჯდომარეს ისაუბრეს ორ გჟეგოჟ ქვეყანას სხეტინას შორის შორის არსებულ გამართულ საპარლამენტო ურთიერთობებსა და საქართველო-პოლონეთის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო კამპანიის მსვლელობასა და საპრეზიდენტო კანდიდატურებზე. ამასთან, გჟეგოჟ სხეტინამ აღნიშნა, რომ პოლონეთი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და საპრეზიდენტო არჩევნებს. მანვე ყურადღება გაამახვილა იმ საინტერესო ფაქტზე, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების უმრავლესობა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები ან პარლამენტის თავმჯდომარები არიან. გჟეგოჟ სხეტინამ აღნიშნა, რომ პოლონეთიც, ამჟამად, საარჩევნო მარათონშია ჩართული და რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანა 2019 წლის საპარლამენტო და ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ემზადება. საუბარი შეეხო, ასევე საქართველოს გამოწვევებსა და მთავრობის ახალ პროგრამას, ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. სოფიო ქაცარავამ მადლიერება გამოხატა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავისადმი იქნა მიძღვნილი. საუბრისას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოც დიდი ყურადღებით ეკიდება მომავალ წელს დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებს. მანვე, დასძინა, რომ მიუხედავად ქართული პოლიტიკური პარტიების აზრთა სხვადასხვაობისა, უცვლელია საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა, რომ ევროპასთან კავშირების გამყარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უხსნის გზას. საუბრის ბოლოს, ბატონმა სხეტინამ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრა კატარინა მატერნოვასთან (ცნობისთვის: კატარინა მატერნოვა ევროკომისიაში კურირებს გაფართოების საკითხებს აღმოსავლეთით). კატარინა მატერნოვასთან შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა მიმოიხილეს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის სესიის - Europe Whole and Free - An Idea of the Past or of the Future დისკუსიის შედეგები და მთავარი აქცენტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გზავნილებზე, რომლებიც ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ევროკავშირის შიგნით 4 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და მის საზღვრებს გარეთ კომუნიკაციის ნაკლებობაზე. შეხვედრაზე ვრცელი საუბარი შედგა საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. თემატური საუბარი შედგა იმ მიმართულებებზე, სადაც ევროკომისიასთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმები შეიძლება გამოიძებნოს. სოფიო ქაცარავამ აქცენტი გააკეთა ორ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებაზე: 1) უშიშროების საბჭოს ფუნქციების საკითხი, რომელიც ახალი კონსტიტუციით აღარ იფუნქციონირებს არსებული ფორმით და 2) პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებაში სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის დაარსებაზე. სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ მთავრობა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს აღნიშნული საკითხის მიმართ და უკვე მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ფუნქციებისა და სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულმა საკითხებმა, განსაკუთრებით კი სტრატკომის შექმნამ დიდი ინტერესი გამოიწვია და კატარინა მატერნოვამ აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის მიმართულებაა, სადაც ევროკომისიას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს და ამისთვის ფინანსებიც ადვილად მოიძებნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის მოახლოების თემას და საქართველოს როლს ამ ინიციატივაში. თანამშრომლობის ახალი მიმართულებების კონტექსტში საუბრისას, სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულება, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. მისი თქმით ეს სწორედ ის სფეროა, სადაც საქართველოს შეუძლია ინიციატივებით გამოსვლა და ევროკავშირთან ერთობლივად მუშაობით შესაძლებელი გახდებოდა პრაქტიკული გადაწყვეტილებების და შედეგების მიღება. ინიციატივამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ევროკომისიის წარმომადგენლის მხრიდან. მისი თქმით, თუ საქართველო ლიდერობას ითავებს, ეს მიმართულება შეიძლება გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მე-5 პრიორიტეტული მიმართულება (Riga 4 pillars) და კონკრეტული საქმე შემდგომი 10 წლის განმავლობაში, რაც აუცილებლად ეფექტიანი და შედეგიანი იქნება. კატარინა მატერნოვამ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრი ქვეყანა თანაბრად არ დაინტერესდეს აღნიშნული ინიციატივით, თუმცა ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ კონკრეტული პროექტი განხორციელდეს ასოცირებულ პარტნიორებს შორის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა). მან თხოვნით მიმართა სოფიო ქაცარავას, აღნიშნულის შესახებ გაუზიაროს ინფორმაცია მის უკრაინელ კოლეგას ჰანა ჰობკოს და ასევე, ეს გზავნილი გადასცეს საქართველოს პრემიერ მინისტრსაც. მისი თქმით, 2019 წლის მაისში იგეგმება რუმინეთის პრეზიდენტობის კონტექსტში მასშტაბული ღონისძიება, შეიძლება სხვა დიდი ფორუმის ორგანიზებაც. საჭიროა დროული მოქმედება. სოფიო ქაცარავამ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ინიციატივის შესახებ, რათა 2019 წლის „ბათუმის კონფერენცია“ მიეძღვნას სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს. 5 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შეხვედრაზე, აგრეთვე საუბარი შეეხო 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სრულიად ახალი ფორმატია. კატარინა მატერნოვას შეფასებით, აღნიშნული ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანია. სოფიო ქაცარავამ მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის წარმომადგენელს აღნიშნული შეხვედრისთვის საქართველოში მიმდინარე მზადების პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრა მაჩეი პოპოვსკისთან (ცნობისთვის:მაჩეი პოპოვსკი ევროკომისიაში ბალკანეთის რეგიონთან მიმართებაში). კურირებს გაფართოების საკითხებს შეხვედრის დასაწყისში მაჩეი პოპოვსკი დაინტერესდა რა მდგომარეობაა დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასთან დაკავშირებითაც სოფიო ქაცარავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე, რითაც საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს ოკუპირებული რეგიონებისთვის. მაჩეი პოპოვსკიმ ახსენა მისი საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან ნაცნობობის შესახებ, როდესაც იგი ჯერ კიდევ საფრანგეთის დიპლომატის რანგში მოღვაწეობდა. მაჩეი პოპოვსკი დაინტერესდა წინასაარჩევნო პროცესითა და გარემოთი, რასთან დაკავშირებითაც მას მიეწოდა სათანადო ინფორმაცია. სოფიო ქაცარავამ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და დღის წესრიგზე. მან ხაზი გაუსვა 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრას, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სექტორული მიმართულებებით დაახლოებისთვის და სექტორული ინტეგრაციისთვის. სოფიო ქაცარავას თანამშრომლობის შეფასებით ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან, სჭირდება რადგან ასეთი იგი განსაკუთრებული მნიშვნელოვანი იქნება კომუნიკაციისა და ჩართულობის გაღრმავების საქმეში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება, ქვეყანა მაინც ახერხებს აჩვენოს შეუქცევადი პროგრესი და იყოს ლიდერი რეგიონში. ამასთან, რეგიონში საქართველოს როლი თანდათან კიდევ უფრო იზრდება. აღნიშნული შეფასება სრულიად გაიზიარა ევროკომიის წარმომადგენელმაც. თანამშრომლობის ახალი ფორმატების შესახებ საუბრისას მაჩეი პოპოვსკიმ აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოება და პროპაგანდა ის მიმართულებებია, სადაც ევროკავშირს დახმარება შეუძლია. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეგმებზე წვლილი შეიტანოს ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების საქმეში და ხაზი გაუსვა, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია აზრთა და გამოცდილების გაზიარება არა მარტო ევროკავშირის შიგნით, 6 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი არამედ არაწევრ პარტნიორებთან და რომ საქართველოს შეუძლია კონკრეტული ინიციატივების შეთავაზება. მაჩეი პოპოვსკიმ შეხვედრის ბოლოს კვლავ ხაზი გაუსვა მის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მან აღნიშნა, რომ ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე და უნდა შეფასდეს შედეგები, განისაზღვროს სამომავლო საჭიროებები. მისივე თქმით, ევროკავშირის ესაჭირობა ახალი პოლიტიკური სისხლი, სადაც საქართველო მოიაზრება. მოამზადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატმა 15.11.2018 7