საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა არანაკლებ 30000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (07-3/246; 15.11.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-10
ბიუროს ნომერი 219
📜 ტექსტი
წერილი
N 20897
10/12/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს 30 000 მოქალაქის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა
ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (07-3/246/9 | 15-11-2018).
კანონპროექტით შემოთავაზებულია ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს
ბინადრობის
ნებართვის
გაცემის
სტანდარტების
ცვლილებას
გამკაცრების
მიმართულებით.
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო
სავალდებულო კომიტეტებია: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და ადამიანის
უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები.
კანონპროექტის კომიტეტზე I მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 11
თებერვალი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებისთვის განსაზღვრულია 2018 წლის 10
დეკემბერი.
ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა (წერილი N20587
10/12/2018) მოგვმართა თხოვნით, რომ ვინაიდან ობიექტურ მიზეზებით ბიუროს მიერ
განსაზღვრულ ვადაში საკითხის განხილვა ვერ ხერხდება, კანონპროექტის განხილვის
ვადა გაგრძელდეს ერთი თვით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე