საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2018 წლის 7-9 ნოემბერს ქ. ლონდონში მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#21064/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-12
ბიუროს ნომერი 220

📜 ტექსტი

წერილი
N 21064 11/12/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ ქ. ლონდონში 7-9 ნოემბრის მივლინების ანგარიშს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 2 გვ. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ლონდონში ვიზიტის ანგარიში მივლინების მიზანი: მსოფლიოს ქალი პარლამენტარების კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, რომელიც 1918 წელს ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვების 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა მივლინების ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი მივლინების თარიღი: 2018 წლის 7-9 ნოემბერი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ მსოფლიოს ქალი პარლამენტარების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 1918 წელს ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და რომელსაც დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის, თემთა პალატის წევრი ჰარიეტ ჰერმანი და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მდივანი პენი მორდო მასპინძლობდნენ. სოფიო ქაცარავა: „ასეთი მაღალი დონის კონფერენციები არის შესაძლებლობა საქართველო თავისი მიღწევებით და გამოწვევებით საერთაშორისო დღის წესრიგში დავაყენოთ“. კონფერენციის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ქალ პარლამენტარებს მსოფლიოს 104 ქვეყნიდან მიღებაზე უმასპინძლა. კონფერენეციის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ქალი პარლამენტარების როლზე გენდერული თანასწორობის საკითხებში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ პანელში. „მნიშვნელოვანია, რომ დიდ ბრიტანეთში ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვება და საქართველოში ქალთა პოლიტიკური აქტივობის დაწყება ერთდროულად, 100 წლის წინ მოხდა, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველო ყოველთვის დემოკრატიული ღირებულების ერთგული იყო“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარლამენტთაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელს ჯონათან ჯანოღლის შეხვდა და რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რაც საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას გულისხმობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და ადამიანის უფლებების მხრივ უხეშ დარღვევებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პოლიტიკური დღის წესრიგი. სოფიო ქაცარავა: „ისეთ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ჩვენი ქვეყნის აქტუალობასა და საგარეო პოლიტიკის სწორ პრიორიტეტებზე მიანიშნებს“. შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო ურთიერთობების როლზე. ასევე, ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის დინამიკაზე. „სიმბოლურია, რომ დღეს თბილისში პარალელურად, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ მიმდინარეობს, რაც ჩვენს მჭიდრო კავშირებზე მეტყველებს. ისეთ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ჩვენი ქვეყნის აქტუალობასა და საგარეო პოლიტიკის სწორ პრიორიტეტებზე მიანიშნებს, რაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის. დიდი ბრიტანეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მტკიცე მხარდამჭერია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავა ასევე შეხვდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების დირექტორს ალექს აიკენს, რომელთანაც განიხილა სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის როლი ამ მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმის საკითხები, რომელიც პარლამენტში სოფიო ქაცარავას ინიციატივით ჩატარდა და რომელზეც მიღებულ იქნა ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტებისგან მთელი რიგი რეკომენდაციები, თუ როგორ მოხდეს ამ სფეროს სისტემატიზაცია საქართველოში.