„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი
ნომერი
#07-3/257/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 242-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლითა და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში - მისი ამონაბეჭდი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო საჯარიმო ქვითრის 1 ეგზემპლარი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში ამონაბეჭდი) ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 5. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის ქვეპუნქტით, 135-ე–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული „ა“ სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრულყოფა, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების წესის დახვეწა. საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 აპრილს მიიღო საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, რომლის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის პირველი ივლისი. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს საჭიროებს, სავალდებულოა დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას“, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. საკმარისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა“. იმავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად „ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“. ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამ გამოიწვია „საქართველოს ადმინისტრაციულ 2 სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე უფლებამოსილი ორგანოს - შპს `თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საქმიანობის შეჩერება, რის გამოც „კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან შპს `თბილისის სატრანსპორტო კომპანიის~ გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს №1525 განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ზემოთ მითითებული კომპანია, 2018 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 01 იანვრამდე, გათავისუფლდა კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან „საქართველოს ადმინისტრაციულ 2 სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 125 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №16-53 და `საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ~ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-70 დადგენილებებით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას კოდექსის 242ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 2 კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს მიენიჭოთ შესაძლებლობა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება განახორციელონ როგორც ბურთულიანი კალმით, ასევე ელექტრონული ფორმით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებში, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 2 ნაწილითა და 125 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, სხვა მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან ერთად, ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით. ამასთან, სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში - მისი ამონაბეჭდი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო საჯარიმო ქვითრის 1 ეგზემპლარი ან კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში - ამონაბეჭდი) ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული იურიდიული პირის მიერ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დედაქალაქში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების შედგენის უფლებამოსილება, საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტით, მინიჭებული აქვს შპს `თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, რომელიც უკვე აღჭურვილია ელექტრონული მოწყობილობებით და ელექტრონული ქვითრის შესავსებად საკმარისი იქნება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, რის გამოც არ წარმოიშვება დამატებითი ხარჯი. დღევანდელი მონაცემებით, საჯარიმო ქვითრის შევსების მიზნით, ზემოაღნიშნული კომპანია ყიდულობს: 1. მატერიალურ საჯარიმო ქვითრის ბეჭდვის მომსახურებას, რომელიც თავს მხრივ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის თვითკოპირებად (3 პირიან) დოკუმენტს (შესაბამისი დამცავი ნიშნებით) და შეიცავს წებვად ადგილს, რაც აძვირებს მის ღირებულებას; 2. ქაღალდის რგოლებს. ამ ფორმის ერთი საჯარიმო ქვითრის ღირებულება (სპეციალური ელექტრონული მოწყობილობების ცვეთის და შრომითი დანახარჯების გარეშე) მიახლოებით შეადგენს 0.129 ლარს. სრულად ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსების შემთხვევაში, საჯარიმო ქვითრის/ქაღალდის შეძენის ღირებულება (სპეციალური ელექტრონული მოწყობილობების ცვეთის და შრომითი დანახარჯების გარეშე) ავტობუსში უბილეთო მგზავრობის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ღირებულების გათვალისწინებით, მიახლოებით შეადგენს 0.004 ლარს. კომპანიის რამდენიმეწლიანი გამოცდილებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობის დროს, მატერიალური ფორმით შესავსები საჯარიმო ქვითრის (ე.წ. მკაცრი აღრიცხვის ფორმის) შეძენის ღირებულებისა და შესყიდვის მოცულობის გათვალისწინებით, მატერიალური საჯარიმო ქვითრის მიახლოებითი ღირებულება შეადგენს 0.16 ლარს (მაშინ, როდესაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიახლოებითი ღირებულება შეადგენს 0.004 ლარს). მატერიალური საჯარიმო ქვითრის შევსებას კომპანია ახორცილებს მხოლოდ ელექტრონული მოწყობილობებით საჯარიმო ქვითრის შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში და მათი წილი არ აღემატება მთლიანი ჯარიმების 10%-ს. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირებისა და დგომა-გაჩერების წესების დარღვევისათვის წელიწადში შევსებული საჯარიმო ქვითრების რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 600 000 ცალს, შესაბამისად, ელექტრონული საჯარიმო ქვითრების (600 000-ს 90%) შესაძენად საჭირო ქაღალდის სავარაუდო ფასის გათვალისწინებით წლიური დანახარჯი შეადგენს 2160 ლარს (540000X0.004), ხოლო დღევანდელი მონაცემებით (600 000X 0.129) წლიური დანახარჯი შეადგენს 77 400 ლარს. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის დადასტურება შესაძლებელი იქნება კომპანიის ელექტრონულ მისამართზე გადამოწმებით, მაშინ როდესაც მატერიალური ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითარი იგზავნება დედნის სახით, ხოლო მისი ასლის გაგზავნის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში აღნიშნული დამოწმებული იქნება კომპანიის ოფიციალური ბეჭდით, რაც მათი მცირე რაოდენობის გამო, არ წარმოშობს დამატებითი ხარჯის გამოყოფას. კომპანია საკუთარი ადამიანური რესურსის ხარჯზე მოახდენს თანამშრომელთა გადამზადებას, რაც ამ მიმართულებით არ წარმოშობს დამატებით ხარჯებს. გასათვალისწინებელია, რომ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს (რაც დღეის მდგომარეობით გამოიყენება) გააჩნია საჯარიმო ქვითრის შევსების, ჩაბარების, შენახვისა და უტილიზაციის სპეციალური წესი, რაც დაკავშირებულია დამატებით დროსთან, შრომით რესურსთან და ხარჯთან, ხოლო ელექტრონული საჯარიმო ქვითრების სისტემის დანერგვა შეამცირებს ზემოაღნიშნულ ხარჯებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე გადასვლა შეამცირებს ხარჯებს და არ წარმოშობს დამატებითი ხარჯის გაწევის ვალდებულებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორები: პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორები: პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება 1. ამ კოდექსის 4412 და 981 მუხლებით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება. 2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142, 116-ე–1163 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291, 1352–135 4 , 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა ამ კოდექსის 4412, 981, 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა. 31. ამ კოდექსის 555, 1502, 1503, 1511 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1583 და 1584მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 32. ამ კოდექსის 981, 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 33. ამ კოდექსის 17713 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 34. ამ კოდექსის 4412 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. რომელიც იმავდროულად არის 4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლითა და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის 209 3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციულისამართალდარღვევის ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო მისი 1 ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 41 . ამ კოდექსის 2093 მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ გახდის ამ კოდექსის 2093 მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 42. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 43. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 44. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 5. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 135-ე–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. ამ მუხლის 31, მე-4, 41 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 31 . ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 32. ამ მუხლის 34 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 4. რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 5. ამ მუხლის 42–44 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების ფორმას, მათი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.