„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/288/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. XV თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XV1 თავი: „თავი XV1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა სოციალური დაცვა მუხლი 561 . სოციალური დაცვა 1. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ - დეპარტამენტი) უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას დეპარტამენტის იმ თანამშრომელთათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა ან/და აღკვეთის უფლებამოსილება. 2. დეპარტამენტის თანამშრომლის, რომელსაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტისთვის ასიგნებებიდან, დაღუპვის საქართველოს დეპარტამენტის შემთხვევაში სახელმწიფო უფროსის მის ოჯახს (მემკვიდრეს), ბიუჯეტიდან გამოყოფილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მიეცემა (მიეცემათ) ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის თანამშრომელის, რომელსაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 4. დეპარტამენტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, უფლებამოსიალია მოახდინოს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის (ოჯახის წევრებთან - მეუღლე და შვილებთან ერთად) ბინის დაქირავება იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, უწევს სამსახურებრივი გადაადგილება დეპარტამენტის სხვა ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან და ბინის დაქირავებასთან. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“. 2. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა) სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, დეპარტამენტი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.“. მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2019 წლის 1 მარტამდე, გამოსცეს ბრძანება „სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ“. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა სოციალური დაცვის აუცილებლობით, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ახორციელებენ კანონმდებლობის დარღვევის კანონმდებლობით, სსდ - ფაქტების გამოვლენას გარემოსდაცვითი და/ან აღკვეთას. ზედამხედველობის მოქმედი დეპარტამენტის თანამშრომელთა ძირითადი ამოცანაა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში სახელმწიფო მოსამსახურეებს, კონტროლის რომლებიც განხორციელება. უშუალოდ დეპარტამენტში ახორციელებენ ამგვარ დარღვევების გამოვლენა/აღკვეთას, წარმოადგენენ: გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები; გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის თანამშრომლები; თანამშრომლები; ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ტერიტორიული კონტროლის ორგანოს სამსახურის ხელმძღვანელები; ტერიტორიული ორგანოების გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები; ტერიტორიული ორგანოების გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლები (მათ შორის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს ბათუმისა და ფოთის განყოფილების თანამშრომლები). აღნიშნული კონტროლის განხორციელებისას დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეებთან. ხშირ შემთხვევაში, დეპარტამენტის თანამშრომლებს, საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების გზით, უწევთ კანონდმრღვევებთან (მათ შორის, როგორც წესი, შეიარაღებულ ბრაკონიერებთან) გამკლავება, რა დროსაც არსებობს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენების მაღალი რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ მათ ქონდეთ შესაბამისი სოციალური გარანტიები და მათი სიცოცხლე/ჯანმრთელობა იყოს დაზღვეული. საბედნიეროდ, სამსახურებრივი მოვალეობის დროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა დაღუპვის ფაქტები, დღეის მდგომარეობით, არ არის, თუმცა, გარემოს დაცვის სფეროში დეპარტამენტის მიერ გააქტიურებული ბრძოლისა და ინცინდენტების გახშირების გათვალისწინებით, გაიზარდა თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენების ფაქტები. ამიტომ აუცილებელია ამ თანამშრომელთათვის შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისათვის საჭიროების შემთხვევაში ბინის (ოჯახის წევრებთან დაქირავებასთან - მეუღლე, შვილები) დაკავშირებული საკითხის დარეგულირებაც, დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის და მისი თანამშრომელების ზემოაღნიშნული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასთან, ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის ერთერთი შემადგენელი ნაწილია და მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, არამედ, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხითაც, რაც ასახულია სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ არაერთ დოკუმენტში, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, შეიქმნას გარკვეული სოციალური დაცვის გარანტიები (სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, ერთჯერადი დახმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის, შემთხვევაში, რასაც შეზღუდული გარემოსდაცვითი მოყვა ზედამხედველობის დასახიჩრების ან სხეულის შესაძლებლობის დეპარტამენტის იმ დაზიანების სტატუსი) სსდ - თანამშრომელთათვის, რომლებიც ახორციელებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას ან/და აღკვეთას და შესაბამისად, მომეტებული რისკების პირობებში, ყოველდღიურად, საფრთხის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, კანონს ემატება XV1 თავი, კერძოდ: 561 მუხლის: პირველი პუნქტით განისაზღვრება, რომ დეპარტამენტი უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას დეპარტამენტის იმ თანამშრომელთათვის, რომელთაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მინიჭებული აქვთ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და/ან აღკვეთის უფლებამოსილება. მე-2 პუნქტის მიხედვით დეპარტამენტის თანამშრომლის, რომელსაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს), დეპარტამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, საქართველოს დეპარტამენტის სახელმწიფო უფროსის ბიუჯეტიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მიეცემა (მიეცემათ) ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის თანამშრომელის, რომელსაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. მე-4 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, უფლებამოსილი იქნება მოახდინოს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის (ოჯახის წევრებთან მეუღლე და შვილებთან ერთად) ბინის დაქირავება იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მას უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ბინის დაქირავება. ამასთან, დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს დაადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის 57-ე მუხლის პირველ პუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემდეგნაირად: სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2019 წლის პირველი იანვრიდან საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების დაზღვევის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით იქნება: ერთი თანამშრომელი თვეში - 19 ლარი; 757 თანამშრომელი (გარემოსდაცვითი პატრულირებისა გარემოსდაცვითი ინსპექტირების და სწრაფი რეაგირების განყოფილებების, გარემოს განყოფილებების, ინტეგრირებული კონტროლისა და ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურების თანამშრომლები) 1 თვე - 14 383 ლარი; მათ შორის მოქმედი საშტატოთი 337 თანამშრომლის წლიური ხარჯი 77 000 ლარამდე, დამატებითი 420 თანამშრომლის 9 თვის ხარჯი - 72 000 ლარამდე, სულ 2019 წელს - დაახლოებით საჭიროა 149 000 ლარამდე, რაც გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 7 ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვის (საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის წევრებთან - მეუღლე და შვილებთან ერთად) ბინის დაქირავების სავარაუდო ღირებულება, დეპარტამენტის მიერ მოკვლეული ბაზრის მიხედვით, იქნება: ქალაქი ბათუმი, სავარაუდოდ, ერთი თვე - 800 ლარი; ქ. ქუთაისი, სავარაუდოდ, ერთი თვე - 600 ლარი; ქ. ახალციხე, სავარაუდოდ, ერთი თვე - 400 ლარი; ქ. თელავი, სავარაუდოდ, ერთი თვე - 400 ლარი; ქ. ზუგდიდი, სავარაუდოდ, ერთი თვე - 600 ლარი; ქ. რუსთავი, სავარაუდოდ, ერთი თვე - 600 ლარი; ქ. მცხეთა, სავარაუდოდ, ერთი თვე - 500 ლარი. ამასთან, ბინის დაქირავებისთვის სავარაუდო თანხები, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, არ გადააჭარბებს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს. ამასთან, შესაძლებელია ერთჯერადი დახმარების სახით, საჭირო იქნეს: 15 000 ლარის გაცემა - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში და დაკრძალვისთვის 500 (ხუთასი) ლარის გაცემა; ასევე, არაუმეტეს 7 000 ლარის გაცემა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლისთვის, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დაუზიანდა ჯანმრთელობა. ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. უნდა აღინიშნოს რომ დეპარტამენტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს ადგილი არ ქონია. წარმოდგენილი პირველი იანვრიდან. ცვლილების ამასთან ამოქმედება აღსანიშნავია, გათვალისწინებულია 2019 რომ წარდგენილი პარლამენტში წლის დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ პერსონალის დაზღვევისთვის საჭირო თანხები, რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებისთვის საჭირო თანხებს, ბიუჯეტის საბოლოო პროექტში გათვალისწინებული არ არის, თუმცა დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება მისი დაზუსტება საჭიროებისამებრ კანონმდებლობის შესაბამისად. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის საჭირო თანხები ასევე ასახულია დეპარტამენტის 2019-2022 წლების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში, როგორც მართვის და რეგულირების სხვა დანარჩენი ხარჯები (წლიურად 250 000 ლარამდე, მათ შორის დაზღვევა 182,0 ათ. ლარი, ბინის ქირა 50,0 ათ. ლარი, სხვა დანარჩენი 18,0 ათ. ლარი). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კანონპროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესდება სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა (ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებით მოსარგებლე - 757 ერთეული) სოციალური პირობები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ გარემოსდაცვით სფეროში კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენა/აღკვეთას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება, ან არსებულ ოდენობაში ცვლილების შეტანა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება,- მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებირვი აქტი, რომელთა დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშრსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა) სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. 2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს რეგულირების ობიექტის: ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას; ბ) დათვალიერებას. 3. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების საფუძველია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ აქტის გასაჩივრება არ იწვევს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერებას. რეგულირების ობიექტის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს. 4. სასაზღვრო ზოლში შემოწმების განხორციელების პერიოდები თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან. 5. დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა), მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) გამოვლენის მიზნით დღეღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები; ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 6. დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რომლებიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები. 7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის წარდგენისას დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს, დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში სახელმწიფო კონტროლის სხვა მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით“. 9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა). 10. დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.