„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ოთარ დანელია
ნომერი
#07-3/260/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 220010000.04.001.016211) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე ეროვნულ ბანკში წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. სესხის გამცემს სუბიექტს, მას შემდეგ, რაც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას წარადგენს ეროვნულ ბანკში, შეუძლია განახორციელოს სესხის გაცემა/დაფარვა/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც ზემოაღნიშნულ ვადაში ეროვნულ ბანკში არ წარადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის ამოღებასთან/დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია სესხის გამცემ სუბიექტებთან მიმართებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულების კუთხით, საშეღავათო პერიოდის დაწესების აუცილებლობით. კერძოდ, კანონპროექტის მიღების მიზეზია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენის ვადის 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე გაგრძელება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისათვის, ხოლო იმ სესხის გამცემ სუბიექტებს, რომლებიც, მართალია, 2019 წლის 1 იანვრიდან ექცევიან საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა 2019 წლის 1 იანვრიდან მხოლოდ არსებული სასესხო პორტფელის ამოღებასთან/დაფარვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს განახორციელებენ და ახალ სესხს/კრედიტს აღარ გასცემენ, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენის ვადა ასევე განესაზღვრებათ 2019 წლის 30 აპრილამდე, თუმცა ამ პერიოდში მათ უფლება ექნებათ განახორციელონ მხოლოდ სესხის დაფარვა/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები. ამ ვადაში აღნიშნულმა პირებმა ან უნდა გაასხვისონ არსებული სასესხო/საკრედიტო პორტფელი ან უნდა დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში და დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სესხის გამცემ სუბიექტთა აღნიშნული კატეგორია შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი მიზნად ისახავს სესხის გამცემი სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებას და მათთვის, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულებასთან დაკავშირებით საშეღავათო პერიოდის დაწესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი და განისაზღვრება, რომ სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე ეროვნულ ბანკში წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. სესხის გამცემ სუბიექტს, მას შემდეგ რაც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას წარადგენს ეროვნულ ბანკში, შეუძლია განახორციელონ სესხის გაცემა/დაფარვა/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე, ხოლო სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც ზემოაღნიშნულ ვადაში ეროვნულ ბანკში არ წარადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის ამოღებასთან/დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაციისათვის ვადების ცვლილების შედეგად მათი ფინანსური შედეგების ცვლილების გავლენით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას სესხის გამცემი სუბიექტების ფინანსურ შედეგებზე მათთვის რეგისტრაციისათვის ვადების ცვლილების შედეგად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ირაკლი მეზურნიშვილი, ოთარ დანელია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ირაკლი მეზურნიშვილი, ოთარ დანელია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3 1. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესის განსაზღვრა. 2. 2018 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა. 3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან. 4. პირი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის განხორციელების მიზნით ვალდებულია 2018 წლის 1 სექტემბრიდან რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ამ კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. 5. 2018 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა. 6. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს 2019 წლის 1 იანვრიდან. 7. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია 2019 წლის 1 იანვრიდან რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ამ კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები.