„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№ 4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კოდექსი განსაზღვრავს:
ა) სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ეკონომიკურ, სამართლებრივ,
ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, მის ადგილსა და როლს საქართველოს
ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისას
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა უფლებამოვალეობებსა და პასუხისმგებლობას;
ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების და საზოგადოებრივი
მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესებს და პირობებს.“.
2. მე-2 მუხლის ჰ17 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ჰ18-ჰ25 ქვეპუნქტები შემდეგი
რედაქციით:
„ჰ18) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება - მგზავრთა
გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ით, რომელიც
საზოგადოებას მიეწოდება რეგულარულად, დისკრიმინაციის გარეშე და გააჩნია საჯარო
ეკონომიკური ინტერესი.
ჰ19) კომპეტენტური ორგანო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო.
ჰ20) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორი (სარკინიგზო
ოპერატორი) - ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთი პირების
ჯგუფი, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებას
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
ჰ21) საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება - მოთხოვნა, რომელსაც
განსაზღვრავს კომპეტენტური ორგანო, რათა საჯარო ინტერესის გათვალისწინებით
უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება,
რომლის გაწევის კომერციული ინტერესი სარკინიგზო ოპერატორს არ გააჩნია და რომელსაც
სარკინიგზო ოპერატორი არ განახორციელებდა, ან არ განახორციელებდა იმავე ოდენობით
ან/და პირობებით, კომერციული სარგებლის მიღების გარეშე.
ჰ22) ექსკლუზიური უფლება - ნიშნავს საზოგადოებრივი მომსახურების
ხელშეკრულების საფუძველზე სარკინიგზო ოპერატორისთვის მინიჭებულ ექსკლუზიურ
უფლებას, ნებისმიერი სხვა ასეთი ოპერატორისგან ექსკლუზიურად, განახორციელოს
საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება გარკვეულ მიმართულებაზე,
სარკინიგზო ქსელზე ან ტერიტორიაზე.
ჰ23) საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია (კომპენსაცია) - სახელმწიფო
ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, რომელიც საზოგადოებრივი მომსახურების
ხელშეკრულების
ფარგლებში
ექვემდებარება
კომპეტენტური
ორგანოს
მიერ
საზოგადოებრივი
მომსახურების
ვალდებულების
შესრულების
სანაცვლოდ
საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისათვის გადახდას.
ჰ24) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება - კომპეტენტურ ორგანოსა და
საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება, რომელიც სარკინიგზო ოპერატორს აკისრებს საზოგადოებრივი
მომსახურების ვალდებულებას, რის სანაცვლოდაც სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია
მიიღოს კომპენსაცია.
ჰ25) პირდაპირი მინიჭება - გულისხმობს სარკინიგზო ოპერატორისთვის
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების უფლების პირდაპირი წესით
მინიჭებას, ნებისმიერი კონკურენტული შერჩევის ან სატენდერო პროცედურების გარეშე.“.
3. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რკინიგზა ვალდებულია განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა და ბარგის, ტვირთბარგის გადაზიდვა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების არსებობისას და ასევე
ტვირთის და ფოსტის გადაზიდვა, თუ:
ა) მგზავრი ან ტვირთგამგზავნი იცავს ამ კოდექსის მოთხოვნებს, აგრეთვე „რკინიგზით
ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებს“;
ბ) გადაყვანა-გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს არსებული პერსონალითა და
სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების დაცვით;
გ) გადაყვანა-გადაზიდვას ხელს არ უშლის გარემოებანი, რომლებსაც რკინიგზა
თავიდან ვერ აიცილებს;
დ) გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი, ფოსტა) არ არის
შეტანილი იმ ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის, ფოსტის) ნუსხაში, რომლის გადაზიდვა
აკრძალულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული პირობებით, „რკინიგზით ტვირთის
გადაზიდვის წესებისა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და
ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.“.
4. V თავის შემდეგ დაემატოს V1 თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი V1 საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება
მუხლი 431. საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების მიზანი და
შინაარსი
1. ამ თავის მიზანია, განისაზღვროს უსაფრთხო, ხარისხიანი და შეძლებისდაგვარად
დაბალი ფასით საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება.
2.
ამ თავით განისაზღვრება კომპეტენტურ ორგანოსა და საზოგადოებრივი
მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს შორის საზოგადოებრივი მომსახურების
ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე
სარკინიგზო ოპერატორს ეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება, რის
სანაცვლოდაც იგი კომპეტენტური ორგანოსგან მიიღებს კომპენსაციას.
მუხლი 432. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება
1. კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,
სარკინიგზო ოპერატორისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭება და საზოგადოებრივი
მომსახურების კომპენსაციის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
2. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს
კონკურენტული შერჩევის პროცედურის შესაბამისად ან პირდაპირი მინიჭების საფუძველზე,
ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. კონკურენტული შერჩევის პროცედურა უნდა იყოს ყველა დაინტერესებული
პირისათვის ღია, სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული. შესაბამისი
წინადადებების მიღებისა და წინასწარი შერჩევის შემდეგ, კონკურენტული შერჩევის
პროცედურა შესაძლოა ითვალისწინებდეს მოლაპარაკებებს კანდიდატებთან, იმ მიზნით, რომ
მათთვის უკეთ დაზუსტდეს შერჩევის პროცედურის მოთხოვნების არსი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო
ოპერატორის შერჩევასა და ამ მიზნით მასთან გასაფორმებელ საზოგადოებრივი
მომსახურების ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონი, „საჯარო და კერძო თანამშრომლების შესახებ“ საქართველოს კანონი და
საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მარეგულირებელი ნებისმიერი სხვა ნორმატიული
აქტი. კონკურენტული შერჩევის პროცედურა და მისი ჩატარების წესი ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
5. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს პირდაპირი
მინიჭების საფუძველზე, კონკურენტული შერჩევის პროცედურის გარეშე, თუ:
ა) ხელშეკრულების საშუალო წლიური ღირებულება არის 1,000,000 (ერთი მილიონი)
ევროს ეკვივალენტ ლარზე ნაკლები ან სარკინიგზო ოპერატორის საზოგადოებრივი
მომსახურების ვალდებულება ითვალისწინებს მგზავრთა გადაყვანას წლიურად 300,000
კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე.
ბ) სახეზეა საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების მიწოდების
სერიოზული შეფერხება ან არსებობს ამგვარი შეფერხების რისკები. ასეთ შემთხვევაში,
როგორც გადაუდებელი ღონისძიება, საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება
შეიძლება გაფორმდეს პირდაპირი მინიჭების საფუძველზე ან გახანგრძლივდეს არსებული
ხელშეკრულება კონკრეტულ სარკინიგზო ოპერატორთან. პერიოდი, რომლითაც ხდება
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, ვადის გაგრძელება ან
დაკისრება ამგვარი გადაუდებელი ღონისძიების შედეგად, არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს.
გ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;
მუხლი 433. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი
1. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს:
ა) საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებას, რომელიც უნდა შეასრულოს
სარკინიგზო ოპერატორმა და შესაბამის გეოგრაფიულ არეალს, რომელშიც უნდა შესრულდეს
საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება;
ბ) ობიექტურად და გამჭვირვალედ:
ბ.ა) სარკინიგზო ოპერატორისათვის კომპეტენტური ორგანოს მიერ გადასახდელი
კომპენსაციის გადახდის პირობებს;
ბ.ბ) სარკინიგზო ოპერატორისათვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლების შინაარსსა
და მოქმედების ფარგლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დ) სარკინიგზო ოპერატორის მიერ შესასრულებელ მომსახურებასთან დაკავშირებულ
ხარჯებს და მათ განაწილებას. ასეთი ხარჯები შესაძლოა მოიცავდეს ადამიანურ
რესურსებთან,
ელექტრო-ენერგიასთან,
ინფრასტრუქტურასთან,
სარკინიგზო
შემადგენლობის მოვლა-შენახვასა და შეკეთებასთან და
აუცილებელ სამონტაჟო
სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარჯებს,
რომლებიც აუცილებელია სარკინიგზო
ტრანსპორტით
მგზავრთა
საზოგადოებრივი
მომსახურების
ვალდებულების
შესასრულებლად, აგრეთვე ფიქსირებულ ხარჯებს და შესაბამის გონივრულ მოგებას;
ე) ბილეთის საფასურს ან/და ასეთი საფასურის განსაზღვრის წესსა და პირობებს;
ვ) ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესს, რომელიც
შესაძლოა დარჩეს სარკინიგზო ოპერატორს, გადაეცეს კომპეტენტურ ორგანოს ან განაწილდეს
სარკინიგზო ოპერატორს და კომპეტენტურ ორგანოს შორის;
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს,
გარდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ) სხვა პირობებსა და დებულებებს.“.
მუხლი 434. საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი
კომპენსაციის (რომელიც, მათ შორის, მოიცავს გონივრულ მოგებას) დაანგარიშების წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით
საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „საზოგადოებრივი
მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და საზოგადოებრივი მომსახურების
კომპენსაციის განსაზღვრის წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველო სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო
ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა
ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და საერთაშორისო სამართლებრივ
ინსტრუმენტებს. „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორ მხრივ, ევროკავშირს და ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების“ 296-ე მუხლის და XXIV დანართის შესაბამისად, საქართველომ ასოცირების
შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 4 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს 2007 წლის 23
ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) N 1370/2007 რეგულაციის შესაბამისად,
საზოგადოებრივი სამგზავრო სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურებების შესახებ
დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ევროკავშირის #1370/2007 რეგულაციის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის
მიზნით, წარმოდგენილი ცვლილებები ძირითადად ეხება საზოგადოებრივი მომსახურების
ხელშეკრულების (Public Service Contract) მეშვეობით, მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის
სახელმწიფო რეგულირებას.
დღესდღეობით, მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანა საქართველოში, ისევე როგორც სხვა
უმეტეს ქვეყანაში, არის წამგებიანი და მისი სუბსიდირება ხდება სს „საქართველოს
რკინიგზის“ შიდა რესურსებით, კერძოდ კი სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო
გადაზიდვების მიერ მიღებული შემოსავლებიდან. ევროკავშირის #1370/2007 რეგულაცია,
როგორც ზემოთ აღინიშნა ეხება მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სფეროს, როგორც
სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სოციალური ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის
ობიექტის და ასევე, როგორც ქვეყნების უმეტეს ნაწილში ფინანსურად წამგებიანი სფეროს,
სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების საკითხებს.
სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება წარმოადგენს საჯარო ინტერესის
ობიექტს, რაც გულისხმობს საბოლოო მომხმარებლისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდების
უზრუნველყოფას შეძლებისდაგვარად დაბალი ფასით და მომსახურების მაღალი
სტანდარტის უზრუნველყოფით. აღნიშნული საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების
ვალდებულების დაკისრება კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის (რომელსაც გააჩნია
კომერციული ინტერესი), წარმოადგენს მცდარ პრაქტიკას, იმის გათვალისწინებით რომ
აღნიშნული პირობებით მიწოდებული სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანის მომსახურება ვერ
იქნება კომერციულად ხელსაყრელი, რასაც მოწმობს როგორც საქართველოს რკინიგზის
აქამდე არსებული პრაქტიკა, ასევე ევროპული და სხვა უცხო ქვეყნების გამოცდილებაც.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
წინამდებარე
პროექტის
მიზანია
სარკინიგზო
საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების განსაზღვრა და მისი რეგულირება, ასევე
სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფისათვის საკმარისი
საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონპროექტით განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტით საზოგადოებრივი
მომსახურების წესები და პირობები, რაც გულისხმობს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს
უფლებამოსილების დადგენას, კომპეტენტურ ორგანოსა და სარკინიგზო სამგზავრო
ოპერატორს შორის ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელთა
საფუძველზეც სარკინიგზო ოპერატორს დაეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების
ვალდებულება და რის სანაცვლოდაც იგი მიიღებს კომპენსაციას კომპეტენტური ორგანოსგან.
პროექტი ასევე განსაზღვრავს საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით
სარკინიგზო ოპერატორის შერჩევის პროცესს და მეთოდებს, სარკინიგზო ოპერატორთან
გასაფორმებელი ხელშეკრულების შინაარსს. ასევე პროექტის თანახმად, იქმნება
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და საზოგადოებრივი
მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების საკანონმდებლო საფუძველი.
წინამდებარე პროექტით სარკინიგზო კოდექსში ემატება რამდენიმე ახალი ტერმინის
განმარტება, რაც ასევე გამომდინარეობს ევროკავშირის #1370/2007 რეგულაციის შესაბამისად.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, განიმარტება კომპეტენტური ორგანო, რომელიც
უფლებამოსილი იქნება გააფორმოს საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება
შესაბამის სარკინიგზო ოპერატორთან. წარმოდგენილი პროექტის თანახმად კომპეტენტური
ორგანოდ მიიჩნევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან
საქართველოს
მთავრობის
შესაბამისი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო. აღნიშნული განმარტების მიხედვით, „სხვა
უფლებამოსილი ორგანო“ შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, რომელსაც
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა (მაგალითად, ასეთი უფლებამოსილი ორგანო
შეიძლება იყვნენ ის სახელმწიფო უწყებები, რომელთა შექმნას სარკინიგზო დარგში
ითვალისწინებს ასოცირების შესახებ შეთანხმების XXIV დანართის სარკინიგზო
ტრანსპორტის ნაწილში მოცემული ევროკავშირის სამართლებრივი აქტები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია იქონიოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოსა და
სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორს შორის აღნიშნული პროექტით განსაზღვრული წესებისა
და პირობების შესაბამისად, გაფორმდება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება,
რომელიც დაადგენს სარკინიგზო ოპერატორის მიერ ბილეთების გაყიდვიდან მიღებული
შემოსავლის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის პირობას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ
კანონპროექტით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოსა და სარკინიგზო სამგზავრო
ოპერატორს შორის აღნიშნული პროექტით განსაზღვრული წესებისა და პირობების
შესაბამისად, გაფორმდება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება. რაც შეეხება
კომპენსაციის დაახლოებით ოდენობას, საქართველოში ბოლო 3 წლის მგზავრთა გადაყვანის
ხარჯების მაჩვენებლის გათვალისწინებით, იგი საორიენტაციოდ შეადგენს წლიურად
საშუალოდ არანაკლებ 50,000,000 ლარს.
იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოსა და სარკინიგზო
სამგზავრო ოპერატორს შორის აღნიშნული პროექტით განსაზღვრული წესებისა და
პირობების შესაბამისად, გაფორმდება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება
შესაბამისი კომპენსაციის თანხა უნდა იქნას გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (ან წარმოდგენილი პროექტის
შესაბამისად, სხვა კომპეტენტური ორგანოს) ასიგნებების ნაწილში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პროექტის მიღება იქონიებს გავლენას იმ პირებისთვის, რომლებზეც ვრცელდება კანონის
მოქმედება, კერძოდ, აღნიშნული გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან სარკინიგზო
სამგზავრო ოპერატორისთვის კომპენსაციის გადახდაში, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტით
განსაზღვრულ კომპეტენტური ორგანოსა და სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორს შორის
აღნიშნული პროექტით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად, გაფორმდება
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. კანონპროექტის მიღება
გამომდინარეობს ევროკავშირის #1370/2007 რეგულაციის შესაბამისად, რომელიც
გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების
შესახებ შეთანხმებით.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ევროკავშირის #1370/2007 რეგულაციის
შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის
გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო. სახელმწიფოს ხელშეწყობა სარკინიგზო ტ
რანსპორტის განვითარებისათვის
1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ეკონომიკურ,
სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, მის ადგილსა და როლს
საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით
სარგებლობისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა
უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას.
2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებით
მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვაზე.
3. სახელმწიფო ხელს უწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას და, მისი
სტრატეგიული და სოციალური როლიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ამ დარგის
ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
მუხლი 2. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ადგილობრივი სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა,
ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის
ფარგლებში;
ბ) „არასაერთო სარგებლობის ადგილები“ – დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე
რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები,
რომლებიც არ არის რკინიგზის მფლობელობაში ან მის მიერ იჯარით გადაცემულია სხვა
პირთა სარგებლობაში და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის
დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის;
გ) „ბარგი“ – მგზავრის ქონება, რომელიც გადაიზიდება საბარგო ვაგონით;
დ) „ბილეთი“ − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა
მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის
ვალდებულებას;
ე) „გადამეტტვირთი“ – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე მეტი
ოდენობით ჩატვირთული ტვირთი;
ვ) „გადამზიდველი“ – პირი, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე
ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის
გადაზიდვას მის მფლობელობაში არსებული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით;
ზ) „გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტები“ – ბილეთი, ბარგის ქვითარი, ტვირთ-ბარგის
ზედნადები, საგზაო უწყისი, სავაგონო ფურცელი და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტები,
რომლებიც ადასტურებს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას;
თ) „გასხვისების ზოლი“ – რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწის ვაკისი, რომელზედაც
განლაგებულია
ხელოვნური
და
სახაზო-სალიანდაგო
ნაგებობები,
რკინიგზის
ელექტრომომარაგებისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, რკინიგზის სადგურები,
დამცავი ტყე-ნარგავები და რკინიგზის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ობიექტები
და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები;
ი) „დამატებითი საფასური“ – გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების
(სამუშაოების) საფასური, რომელიც არ შედის გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფში;
კ) „დამცავი ზონა“ – რკინიგზის ნაგებობების, მოწყობილობებისა და სხვა ობიექტების დაცვის,
მიწის ვაკისის სიმკვრივისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭირო მიწის ნაკვეთი,
აგრეთვე მისი მომიჯნავე მცოცავი მიწა;
ლ) „ექსპედიტორი“ – პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე,
თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან
დაკავშირებულ მომსახურებას;
მ) „ვაგონი“ – ღია ან დახურული, ლითონისბორბლებიანი სარკინიგზო სატრანსპორტო
საშუალება, რომელიც აღჭურვილია მატარებელში ჩასართავად საჭირო ყველა საშუალებით და
განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის
გადასაზიდად;
ნ) „ვაგონის სახეობა“ – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი უნივერსალური ან
სპეციალური ვაგონი;
ო) „ზედნადები“ – გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება
რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, თან ახლავს ტვირთს მისი
მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კანონით
გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ;
პ) „კონტეინერი“ – მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო მოწყობილობა, რომლის
კონსტრუქცია უზრუნველყოფს გადასაზიდი ტვირთის დაცვას ერთი ან სხვადასხვა სახეობის
სატრანსპორტო საშუალებაში და აღჭურვილია სამარჯვებით დატვირთვის, გადმოტვირთვისა
და გადატვირთვის დასაჩქარებლად;
ჟ) „კონტრაჰენტი“ – ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელსაც მისასვლელი ლიანდაგის
ფარგლებში აქვს თავისი სასაქონლო საწყობები, დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის
განკუთვნილი შესაბამისი ადგილები და მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები;
რ) „ლიანდი“ – რელსებს შორის დადგენილი მანძილი;
ს) „ლოკომოტივი“ – მოძრავ შემადგენლობას მიკუთვნებული ძალური გამწევი საშუალება,
რომელიც განკუთვნილია სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლის ან ვაგონის გადაადგილების
უზრუნველსაყოფად;
ტ) „მატარებელი“ – ვაგონების შემადგენლობა ერთი ან რამდენიმე მოქმედი ლოკომოტივით ან
ძრავიანი ვაგონით, აგრეთვე დადგენილი სიგნალებით აღჭურვილი უვაგონო ლოკომოტივები,
ძრავიანი ვაგონები, ავტომოტრისები და არასაღები ტიპის დრეზინები, რომლებიც იგზავნება
გადასარბენებზე;
უ) „მგზავრი“ – პირი, რომელიც მგზავრობს მატარებლით და აქვს ბილეთი;
ფ) „მულტიმოდალური (კომბინირებული) გადაზიდვა“ – გადაზიდვები, რომლებიც
ხორციელდება ერთი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, არანაკლებ ორი სახეობის
სატრანსპორტო საშუალებითა და ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით (გადაზიდვები
ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ);
ქ) „მისასვლელი ლიანდაგი“ – ლიანდაგი, რომელიც განკუთვნილია ცალკეულ პირთა
მომსახურებისათვის და მიერთებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ქსელთან;
ღ) „პალეტი“ – სატრანსპორტო პაკეტი ან ქვეშზე მოთავსებული, ცელოფნით შეფუთული
ტვირთი;
ყ) „პლაცკარტი“ – სამგზავრო ვაგონის კატეგორიისა და კლასის შესაბამისი საწოლი ადგილი;
შ) „რკინიგზა“ – მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის
გადასაზიდად საჭირო ყველა ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი, კომპლექსური საწარმო,
რომლის მომსახურებას უზრუნველყოფენ ამ საშუალებების ექსპლუატაციისა და გადაყვანაგადაზიდვის ორგანიზების განმახორციელებელი სპეციალისტები და რომლის საქმიანობა
რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი
აქტებით;
ჩ) „რკინიგზის ვაგზალი“ – ერთ რკინიგზის სადგურზე განლაგებულ ნაგებობათა და
მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილ
შენობა-ნაგებობებს, პავილიონებს, მგზავრთა ჩასასხდომ – ფარდულიან ან უფარდულო
პლატფორმებს, ერთ ან სხვადასხვა დონეზე მდებარე გადასასვლელებს, მცირე
არქიტექტურულ ფორმებსა და ვიზუალურ კომუნიკაციებს;
ც) „რკინიგზის სადგური“ – რკინიგზის სტრუქტურული ერთეული ან ფილიალი, რომელიც
განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის
გადაზიდვის ორგანიზებისათვის;
ძ) „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა“ – ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს
რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის საფასურის დაწესებისა და რეგულირების წესს;
წ) „რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები“ – რკინიგზის სადგური, მგზავრთა
მომსახურების სამსახური, სალოკომოტივო და სავაგონო დეპოები, სავაგონო უბანი,
დატვირთვა-გადმოტვირთვის
სამუშაოთა
მექანიზებული,
სალიანდაგო,
ელექტრომომარაგების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის შენობა-ნაგებობათა
დისტანციები, აგრეთვე გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზებისა და უზრუნველყოფისათვის
განკუთვნილი სხვა სტრუქტურული ერთეულები;
ჭ) „რკინიგზის ტერიტორიული სამმართველო“ – რკინიგზის სტრუქტურული ერთეული,
რომელიც ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის,
ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას იმ რეგიონში, რომელსაც იგი ემსახურება;
ხ) საერთაშორისო გადაზიდვა – ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის
გადაზიდვა/გაგზავნა დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებზე,
ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი საბაჟო
გამშვები პუნქტიდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟო გამშვები
პუნქტის გავლით;
ჯ) „საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა,
ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოსა და უცხო
სახელმწიფოებს შორის;
ჰ) „საერთო სარგებლობის ადგილები“ - დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის
სადგურის ტერიტორიაზე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც რკინიგზის მფლობელობაშია და
გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის,
დახარისხებისა და შენახვისათვის;
ჰ1) „საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგი“ – სარკინიგზო ხაზი, რომელზედაც
განლაგებულია რკინიგზის სადგურები და რომლით სარგებლობაც შეუძლია ნებისმიერ პირს;
ჰ2) „სამარშრუტო გადაზიდვა“ – ერთი ზედნადებით გადაზიდვა ტვირთისა, რომლის მასა
შეესაბამება მარშრუტის წონით ნორმას;
ჰ3) „სარკინიგზო ლიანდაგი“ – წყვილი ლიანდაგი, რომელზედაც მოძრაობს მატარებელი;
ჰ4) „სარკინიგზო ტრანსპორტი“ – ტრანსპორტის დარგი;
ჰ5) „სარკინიგზო ქსელი“ – მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი მასთან მიერთებული
ლიანდაგებით, მათ შორის, მისასვლელი ლიანდაგებით;
ჰ6) „სარკინიგზო შემადგენლობა“ – გადაბმული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები
ლოკომოტივის, მისი მომსახურე სამატარებლო ბრიგადებისა და სამატარებლო სიგნალების
გარეშე;
ჰ7 ) სასაზღვრო რკინიგზის სადგური – საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ან
საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგური, სადაც სარკინიგზო
სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და სხვა გადასაზიდი ქონების მიმართ
ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი და საბაჟო კონტროლი;
ჰ8 ) სასაზღვრო საკონტროლო პოსტი – სასაზღვრო რკინიგზის სადგურზე გამოყოფილი
ტერიტორია, სადაც ხორციელდება საზღვარზე გატარებასთან დაკავშირებული სასაზღვრო
და საბაჟო პროცედურები;
ჰ9) „სატვირთო ვაგონი“ – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონი;
ჰ10) „საფრთხეშემცველი ტვირთი“ – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
ნივთიერებები, ნაკეთობები, მასალები, საწარმოო და სხვა საქმიანობის ნარჩენები, რომლებიც
მათი თვისებების გამო, გარკვეული ფაქტორების არსებობისას, გადაზიდვის, დატვირთვის,
გადმოტვირთვისა და შენახვის პროცესში შეიძლება გახდეს სარკინიგზო სატრანსპორტო
საშუალებების, გადასაზიდი ტვირთის, მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების აფეთქების,
დაწვის ან სხვაგვარი დაზიანების, აგრეთვე ადამიანების, ცხოველთა და ფრინველთა
სიკვდილის, ტრავმირების, მოწამვლის, დასხივების, დამწვრობის, დაავადების ან გარემოს
დაზიანება-დაბინძურების მიზეზი;
ჰ11) „ტვირთ-ბარგი“ – ქონება, რომელიც გადაიზიდება სამგზავრო ან საფოსტო-საბარგო
მატარებლით;
ჰ12) „ტვირთგამგზავნი“ – პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელით იდება ტვირთის, ბარგის,
ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ხელშეკრულება, ან რომლის მიერ ან რომლის
სახელით ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი და ფოსტა ბარდება რკინიგზას, გადაზიდვის
ხელშეკრულების შესაბამისად;
ჰ13) „ტვირთი“ – ქონება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველები, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები
ან ანალოგიური საგნები, გადასაზიდი ან შესაფუთი მოწყობილობები, რომლებიც
ტვირთმფლობელის მიერ მიწოდებულია გადასაზიდად;
ჰ14) „ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გამოცხადებული ფასეულობა“ – ტვირთის (ბარგის,
ტვირთ-ბარგის) ტვირთგამგზავნის ან მგზავრის მიერ გამოცხადებული ფასი, რომელიც
აღინიშნება ზედნადებში და გამოხატავს ტვირთგამგზავნის ან მგზავრის განსაკუთრებულ
დაინტერესებას მოცემული გადაზიდვით;
ჰ15) „ტვირთმიმღები“ – ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის მიღების
უფლებამოსილების მქონე პირი;
ჰ16) „უკმარტვირთი“ – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე
ნაკლები ოდენობით ჩატვირთული ტვირთი;
ჰ17) „ხელბარგი“ – მგზავრის კუთვნილი, ხელით გადასაზიდი ქონება, რომელიც შეიძლება
თავისუფლად განთავსდეს სამგზავრო ვაგონში გამოყოფილ სათავსოებში.
მუხლი 7. მხარეთა უფლება-მოვალეობანი გადაყვანა-გადაზიდვისას
1. რკინიგზა ვალდებულია განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვა, თუ:
ა) მგზავრი ან ტვირთგამგზავნი იცავს ამ კოდექსის მოთხოვნებს, აგრეთვე „რკინიგზით
ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებს“;
ბ) გადაყვანა-გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს არსებული პერსონალითა და
სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების დაცვით;
გ) გადაყვანა-გადაზიდვას ხელს არ უშლის გარემოებანი, რომლებსაც რკინიგზა თავიდან ვერ
აიცილებს;
დ) გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი, ფოსტა) არ არის შეტანილი იმ
ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის, ფოსტის) ნუსხაში, რომლის გადაზიდვა აკრძალულია ან
დაშვებულია მხოლოდ გარკვეული პირობებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის
წესებისა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის
გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. ტვირთის გადასაზიდად შემკვეთს უფლება აქვს, გადაზიდვის დაწყებამდე მოითხოვოს
ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობებისა და მათი ექსპლუატაციის
პირობების შესახებ.
3. რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მხოლოდ ის ტვირთი, რომლის
გადაზიდვაც შეიძლება განხორციელდეს შეუფერხებლად.
4. რკინიგზა ვალდებული არ არის, გადასაზიდად მიიღოს ტვირთი, რომლის დატვირთვის,
გადატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის საჭიროა სამარჯვები, თუ ისინი არ გააჩნია
შესაბამის რკინიგზის სადგურს.
5. რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისათვის შემკვეთს უფლება აქვს დადოს
რკინიგზასთან ხელშეკრულება გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურების
გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ შესაბამისი ანაზღაურებით, თუ ეს არ
ეწინააღმდეგება ამ კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
6. რკინიგზას უფლება აქვს, დაინტერესებულ ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან
ერთად, ტვირთის გადაზიდვისათვის დააწესოს განსაკუთრებული პირობები და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში
განსაზღვროს მხარეთა პასუხისმგებლობა მათი დაუცველობისათვის.
7. რკინიგზა ვალდებულია, მგზავრსა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) მიაწოდოს
საჭირო და უტყუარი ინფორმაცია მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ ამ
კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ინფორმაცია ცხადდება
(ქვეყნდება) ქართულ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობისა
და საქართველოში მყოფი უცხოელების ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება
დამატებით გამოცხადებული (გამოქვეყნებული) იქნეს სხვა ენაზეც.