საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას 2018 წლის 12 დეკემბერს სტრასბურგში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-17
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
წერილი
N 21548
17/12/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს
სხდომაში თამარ ხულორდავას მონაწილეობის შესახებ ანგარიშს.
დანართი: 2 ფ.
პატივისცემით,
თამარ ხულორდავა
თავმჯდომარე
ანგარიში
ანგარიში
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში თამარ ხულორდავას
მონაწილეობის შესახებ
12 დეკემბერი, 2018 წელი
ევროპარლამენტი, სტრასბურგი
2018 წლის 12 დეკემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ხულორდავა
მონაწილეობდა.
ბიუროს სხდომაზე, რომელშიც ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორი
ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ იმსჯელეს 2019 წლის
საპარლამენტო ასამბლეის გეგმებზე, ბიუროს სხდომაზე როტაციის პრინციპის
თანახმად, ასამბლეის თანათავმჯდომარედ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი
ბორის ტარასიუკი აირჩიეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტის სხდომები
ბრიუსელში, ევროპარლამენტში 2019 წლის 28-29 იანვარს გაიმართება, ხოლო
საპარლამენტო ასამბლეის მერვე პლენარული სხდომა კი, 2019 წლის შემოდგომაზე
საქართველოში ჩატარდება.
სხდომაზე დებატები გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებულ და
დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
თანათავმჯდომარემ, ევროპალამენტარმა რებეკა ჰარმსმა საქართველოში ჩატარებულ
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოში
ჩატარებული არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და კონკურენტული, თუმცა
არსებობს კრიტიკაც ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და
ძალადობის ცალკეული შემთხვევების გათვალისწინებით. თამარ ხულორდავამ
ბიუროს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი
ჰქონდა დაუმსახურებელ ბრალდებებს, რაც საპასუხო რეჟიმში გაბათილების
მიუხედავად, ვერ აქარწყლებდა კანდიდატისთვის უკვე მიყენებულ ზიანს.
საქართველო ამაყობს იმით, რომ ქვეყანაში არის მრავალფეროვანი მედია გარემო და
მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც
უსწრებს წინ.
2019 წლის 28-29 იანვარს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ოთხი კომიტეტის
ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციის პროექტებს განიხილავს.
-
-
-
საპარლამენტო ზედამხედველობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში
დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების
ეფექტურობის გაძლიერების მიზნით (თანამომხსენებელი მოდლოვა).
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში ეფექტიანობის
ამაღლებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის ციფრულ
მაუწყებლობის ხელშეწყობა (თანამომხსენებელი უკრაინა).
სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში - რეგულირებისაკენ
(თანამომხსენებელი საქართველო).
ინოვაცია განათლების სექტორში და განათლების რეფორმები ევროკავშირსა
და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში: გამოწვევები და შესაძლებლობები
(თანამომხსენებელი აზერბაიჯანი).
ღონისძიების ფარგლებში თამარ ხულორდავამ გამართა ორმხრივი შეხვედრები
ევროპარლამენტის შემდეგ წევრებთან: იოან პასკუ, საჯად კარიმი, მიხაელ გალერი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის
საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც შედგება ევროპარლამენტისა (60 წევრი) და
აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისაგან (10 წევრი
თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო,
მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია
პოლიტიკური
მიზეზების
გამო).
ევრონესტის
საპარლამენტო
ასამბლეა
საპარალამენტო
კონსულტაციების
და
ევროინტეგრაციულ
პროცესებზე
ზედამხედველობის გზით ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ
ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.