საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ ოქრიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/238; 01.11.2018) საქართველოს კანონის პროექტის და საქართველოს პარლამენტის წევრების: გია ჟორჟოლიანის, ბექა ნაცვლიშვილის, კობა ნარჩემაშვილის, მირიან წიკლაურის, გედევან ფოფხაძის, ერეკლე ტრიპოლსკის, რუსლან პოღოსიანის, ირაკლი აბუსერიძის და ზაზა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/241; 06.11.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (297 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (316 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (216 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (236 KB)
📄 წერილი (240 KB)
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-21
ბიუროს ნომერი 225
📜 ტექსტი
წერილი
N 21603
17/12/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და
თითმმართველობის
კომიტეტში
(წამყვანი),
ასევე
სხვა
კომიტეტებში
(სავალდებულო) დადგენილი წესით მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს
პარლამენტის წევრის კახაბერ ოქრიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/238; 01.11.2018) და საქართველოს პარლამენტის წევრების გია
ჟორჟოლიანის, ბექა ნაცვლიშვილის, კობა ნარჩემაშვილის, მირიან წიკლაურის,
გედევან ფოფხაძის, ერეკლე ტრიპოლსკის, რუსლან პოღოსიანის, ირაკლი
აბუსერიძის და ზაზა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-3/241; 06.11.2018).
აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის
ცალკეული კომიტეტებიდან, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციიდან და რიგი
სამინისტროებიდან მიღებულია შესაბამისი დასკვნები და წინადადებები.
ამასთან ერთად, კანონპროექტებთან მიმართებაში საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს,
საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის
ფარგლებში გააჩნიათ მნიშვნელოვანი შენიშვნები, რაც სამუშაო წესით დამატებით
განხილვას და შეჯერებას მოითხოვს.
გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის ცნობით (№ GOV 2 18 00042597; 13/12/2018), მთის განვითარების
ეროვნული საბჭოს 2018 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის
შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამინისტროების
წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. სამუშაო ჯგუფის მიზანია
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესრულების მიმდინარეობის და მაღალმთიანი დასახლებებისათვის სტატუსის
მინიჭების კრიტერიუმების განხილვა და მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანის
საკითხებზე მსჯელობა. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციები
და წინადადებები განსახილველად წარედგინება მთის განვითარების ეროვნულ
საბჭოს. სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა დანიშნულია ა/წ 20 დეკემბერს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არის მიჩნეული
საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ ოქრიაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/238; 01.11.2018) და
საქართველოს
პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანის, ბექა ნაცვლიშვილის, კობა
ნარჩემაშვილის, მირიან წიკლაურის, გედევან ფოფხაძის, ერეკლე ტრიპოლსკის,
რუსლან პოღოსიანის, ირაკლი აბუსერიძის და ზაზა პაპუაშვილის
მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის
პროექტზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/241; 06.11.2018), პარლამენტის
კომიტეტში მუშაობა გაგრძელდეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ
აღნიშნული სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვის
შემდეგ.
გთხოვთ, განიხილოთ საკითხი და მისცეთ შესაბამისი მსვლელობა, ასევე
განსაზღვროთ განხილვის ახალი ვადები.
პატივისცემით,
ზაზა გაბუნია
თავმჯდომარე