სეულში (კორეის რესპუბლიკა) 2018 წლის 5-7 ნოემბერს გამართულ 2018 წლის ღია მმართველობა პარტნიორობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალურ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ირინა ფრუიძის მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#21448/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-21
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

ანგარიში
21448-3-9-3-201812141310 N 21448 14/12/2018 საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს, ირინა ფრუიძის ანგარიში 2018 წლის ღია მმართველობა პარტნიორობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალური შეხვედრა 2018 წლის 5-6 ნოემბერი, სეული, კორეის რესპუბლიკა 2018 წლის 5-6 ნოემბერს, სეულში, ღია მმართველობა პარტნიორობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალური შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მიზანი იყო ღია მმართველობის კუთხით მსოფლიოში არსებული საერთო გამოწვევების იდენტიფიცირება და კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების მოძიება. ირინა ფრუიძემ გახსნის ცერემონიის მაღალი დონის პანელზე და საპარლამენტო ღიაობის პანელზე, „პარლამენტი, როგორც ღია მმართველობის რეფორმის პარტნიორი“, პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიღწევებზე ისაუბრა. დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და მასთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივ მუშაობაზე, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორცილების პროცესზე და პარლამენტის ღიაობის უზრუნველყოფისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ვიზიტის ფარგლებში, ირინა ფრუიძე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს პარლამენტის ღიაობისთვის განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. პატივისცემით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე