ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წლის 1-8 დეკემბერს გამართულ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ (HDP) გაცვლით პროგრამაში საქართველოს პარლამენტის წევრების ირინა ფრუიძის და ნინო გოგუაძის მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე
ნომერი
#21651/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-21
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

ანგარიში
21651-3-9-3-201812181213 N 21651 18/12/2018 საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს, ირინა ფრუიძის და ნინო გოგუაძის ანგარიში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისია „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ (HDP) გაცვლითი პროგრამა 2018 წლის 01-08 დეკემბერი, ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის, 01-08 დეკემბერს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე მონაწილეობდნენ “House Democracy Partnership” პროგრამაში, ქალაქი ვაშინგტონი, აშშ. ერთკვირიანი პროგრამის მანძილზე შეხვედრები გაიმართა ამერიკის კონგრესის წევრებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კონგრესის კვლევითი და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ პირებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ შორის, კონგრესმენ დევიდ პრაისთან, პიტერ როსკამთან, სუსან დევისთან, გვენ მურთან, ასევე IRI-ს პრეზიდენტ დანიელ ტვინინგთან, NED-ის პრეზიდენტ კარლ გერშმანთან და სხვა. შეხვედრები შეეხებოდა საქართველოს და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, ამერიკის მხარდაჭერას და როლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების საკითხებში, ასევე, მეტი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობებს ორ ქვეყანას შორის. ვისაუბრეთ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ფარგლებში, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის კონგრესს შორის თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შექმნაზე. სემინარში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრი ქალები: (საქართველო, კოლუმბია, გვატემალა, ჰაიტი, ინდონეზია, ლიბერია, კენია, მაკედონია, მონღოლეთი, პერუ, შრი-ლანკა და ტუნისი). მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოს ქალებთან ერთად გინვიხილეთ ქალების პოლიტიკაში ჩართულობის და გენდერული თანასწორობის საკითხები, ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსიები პარლამენტის გაძლიერების, პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ჩართულობის გაზრდის და ქვეყნის მდგრადი განვითარების შესახებ. საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე