საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა 767 პირის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ ვაქციოთ“ (N16483; 31.10.2018) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#21604/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-21
ბიუროს ნომერი 225

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 21604 17/12/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა 767 პირის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე „საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ ვაქციოთ“ (N16483; 31.10.2018) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე განიხილა 767 პირის მიერ წარმოდგენილი პეტიცია „საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ ვაქციოთ“ და მის მიმართ გააჩნია შემდეგი სახის მოსაზრება: კომიტეტი თვლის, რომ აღნიშნულ საკითხზე უნდა გაიმართოს კონსულტაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ამასთან მნიშვნელოვანია მისი პოზიცია. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია პეტიციის გადაგზავნა სამინისტროში. პატივისცემით, რომან კაკულია თავმჯდომარე