„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-24
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„1. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:
ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის
მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით
თავისუფლების აღკვეთას;
ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ1) თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 332-ე–3421 მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;
დ) ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები,
რომელსაც მიეკუთვნება
მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ტერორისტული აქტი და სხვა
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ მიმართული ძალიან მძიმე შემთხვევები
შესაძლოა დღეს კანონით დადგენილი ხანდამულობის ვადის გამო დარჩეს გაუხსნელი ან
დამნაშავე დაუსჯელი. ამ კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგა
საკითხი კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გაზრდისა, რადგან
გამოძიებისთვის პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც გამოძიება შესაძლოა შეწყდეს
ამ მოტივით. შესაბამისად, საჭიროა სულ მინიმუმ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის
დანაშაულობების შემთხვევებში კიდევ უფრო ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადა
არსებობდეს. ეს მთლიანობაში ეხება სამართლიანობის აღსრულების იდეას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით სამართლიანობის
აღდგენა გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას. ...
წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური
მოთხოვნილებაა. ...ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ
ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს
საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული
იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში
სტაბილურ დაცულობას. შესაბამისად, კანონპროექტი თავისი არსით ხელს უწყობს
ეფექტურ გამოძიებას და ქმნის სამართლიანობის აღდგენის ხელშემწყობ გარემოებას.
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების
წარმართვისათვის ხანდაზმულობის ვადის 5 წლით გაზრდას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღნიშნული ცვლილების გარეშე არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ
საფრთხის ქვეშ დადგეს სრულფასოვანი გამოძიების გაგრძელება და სამართლიანობის
აღდგენის პრინციპი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის ცვლილებით ჩდება მეტი დრო და შესაძლებლობა საგამოძიებო
ოგანოებისთვის
გააგრძელონ
გამოძიების
პროცესი
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულობების შემთხვევებში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის
პირველ ნაწულში. კერძოდ: განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის
პირის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების
ხანდაზმულობის ვადა, ნაცვლად ოცდახუთი წლისა განისაზღვრება ოცდაათი წლით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
მიმართებაში
ქვეპუნქტი
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
კანონპროექტტან
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპს
წარმოადგენს, კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გამო გაუხსნელი
დანაშაულების საფრთხის თავიდან აცილება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მნიშვნელოვანია , რადგან
არის
კონკრეტული
საქმეები
საგამოძიებო
ორგანოებში,
რომელთა
ხანდაზმულობის ვადა ეწურება 31 დეკემბრამდე. ეს არის განსაკუთრებით მძიმე
კატეგორიის დანაშაულობები, მათ შორის არის
ექპრეზიდენტ ზვიად
გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაც. მაღალი საზოგადოებრივიდა
საჯარო
ინტერესის
გათვალისწინებით
დადგა
საკითხი
კანონით
გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გაზრდის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის
გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ენძელა
მაჭავარიანი, თემურ კოხრეიძე, სვეტლანა კუდბა.